TIDC 2015 | სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია | პროგრამა

ყოველწლიურად, თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფაგლებში, სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია / კონფერენცია ტარდება.April 30th, 2015 SRC Radix’s Young Leader’s Department will organize the scientific conference for dental students, residents and PhD students

თბილისის მე-5 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი – პროგრამა

2015 წლის გაზაფხულზე, ტრადიციულად, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ ორგანიზებით, თბილისის  საერთაშორისო საიუბილეო სტომატოლოგიური კონგრესი ჩატარდება. კონგრესი 2-3 მაისს, ვარდების ბაღის საკონცეტრო ჰოლში ჩატარდება. (მის: აღმაშენებლის გამზირი #73) კონგრესის მეხუთე სეზონზე აქცენტი კომპლექსური მიდგომის და გუნდური მუშაობის სპეციფიკაზე კეთდება. პაროდონტოლოგიური მკურნალობის თავისებურებების გარშემო სტომატოლოგიის ყველა მიმართულება იქნება განხილული. ჩატარდება მასტერ კლასები. კონგრესის მიმდინარეობის პარალელურად გაიმართება სტომატოლოგიური მასალების,…

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის VIII საერთაშორისო კონგრესი

2012 წლის 13-14 ივლისს ქ. ბათუმში,  სასტუმროში  “რედისონ ბლუ ბათუმი”, რადიქსის მხარდაჭერით,  საქართველოს სტომატოლოთა ასოციაციის VIII საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. კონგრესი გახსნა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი მენაბდემ. მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ კოლეგები საქართველოდან და მოწვეული სტუმრები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან. კონგრესზე სამეცნიერო მუშაობა სამი მიმართულებით, სამ სხვადასხვა დარბაზში მიმდინარეობდა. ყბა-სახის ქირურგთა და იმპლანტოლოგთა სექციაზე საინტერესო მოხსენებები…

თბილისის I საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

RADIX-ის ორგანიზებით, საფუძველი მორიგ ტრადიციას ჩაეყარა. 2011 წლის 30 აპრილს თბილისის პირველი საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიხსნა! კონგრესის პირველი დღე პაროდონტის დაავადებების  კომპლექსური მკურნალობის პრინციპებს დაეთმო. მისასალმებელი სიტყვით RADIX-ის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი მენაბდე, აზერბაიჯანის ესთეტიკური სტომატოლოგიის ასოციაციის პრეზდენტი რამიზ აჰმედბეილი და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი წარსდგნენ.…