ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმი

სამეცნიერო  კვლევითი ცენტრი რადიქსი  ახალგაზრდულ ფორუმზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

ყოველწლიურად, თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში, სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია / კონფერენცია ტარდება. ამ წლის ახალგზარდული ღონისძიება ფორმატს შეიცვლის, სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია ორ ნაწლად გაიყოფა. პირველი დღე მოხსენებებს დაეთმობა, მონაწილეები წინასწარ შერჩეული და დამუშავებული თემებით წარსდგებიან აუდიტორიის წინაშე. ხოლო მეორე დღეს ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდება, რომელიც რამდენიმე ტურით იქნება წარმოდგენილი. საუკეთესო მომხსენებლს და ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს და თბილისის მე-7 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე დააჯილდოვებს.

ახალგაზრდული ფორუმი 22-23 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

RADIX Young Leaders Department

ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი ახალი პროექტია. ფორუმი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი დღე მოხსენებებს დაეთმობა, მონაწილეები წინასწარშერჩეული და დამუშავებული თემებით წარსდგებიან აუდიტორიის წინაშე. ხოლო მეორე დღეს ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდება, რომელიც რამდენიმე ტურით იქნება წარმოდგენილი:

  • კითხვა-პასუხის ტური;
  • კლინიკური შემთხვევის განხილვა;
  • დებატების ტური;

თითოეული ტური მონაწილეების წინასწარ მომზადებას მოითხოვს, ამიტომ კონკურსამდე ჩატარდება ტრენინგი, რომელიც მონაწილეებს მომზადებაში დაეხმარება:

  • თამაშის წესების გაცნობა;
  • ტრენინგი დებატებში;
  • ტრენინგი “აუდიტორიის მართვა და ეფექტური პრეზენტაცია”

ვის შეუძლია ფორუმში მონაწილეობის მიღება?

სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს, 2016-2017 წლის რეზიდენტებს.

 

რა თემატიკა შეიძლება გამოვიტანო მოხსენებით?

კონფერენციაზე შესაძლებელია გამოიტანოთ ნებისმიერი თემა სტომატოლოგიის და მომიჯნავე მეცნიერებების დარგში.

რა არის კონფერენციაში მონაწილეობის წესები?

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო  სამეცნიერო თემატიკა, აიყვანოთ სამეცნიერო ხელმძღვანელი, მოამზადოთ 7 წუთიანი მოხსენება Microsoft Power Point-ში.

საჭიროა თუ არა სამეცნიერო აბსტრაქტის დარეგისტრირება?

კონფერენციაზე გამოსვლამდე აუცილებელია 20.03.2017-მდე ორგანიზაციაში ჩააბაროთ თქვენი მოხსენების აბსტრაქტი, სადაც მოცემული იქნება: თემის სახელი, მომხსენებლის/მომხსენებლების სახელი, ხელმძღვანელი, სამეცნიერო ნაშრომის მოკლე აღწერილობა.

სექციას  რადიქსის ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.

შევსებული ფორმა გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: tidcyouth@gmail.com

იხილეთ ფორმა: Abstract Geo

საკონტაქტო ნომერი:

+995 598 95 11 89

+995 555 11 36 64

+995 558 90 11 21


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>