სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია (TIDC 2014) – პირობები

თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე (TIDC) მეოთხე წელია, სტუდენტების და რეზიდენტების სექცია არსებობს. სექციის მიზანია, ახალგაზრდა მკვლევარების წახალისება შემდგომი სამეცნიეროო მუშაობის გაგრძელების თვალსაზრისით.

სექციის თემა თავისუფალია, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს წარმოდგენილი კრიტერიუმებიდან რომელიმეს:

1. წარმოდგენილი უნდა იყოს საინტერესო კლინიკური შემთხვევა;

2. თემატიკა ეხებოდეს სტომატოლოგიის კავშირს მედიცინის სხვა მიმართულებებთან;

3. წარმოდგენილი იყოს კლინიკური კვლევითი ნაშრომი;

4. წარმოდგენილი იყოს რეფერატული კვლევითი ნაშრომი სტომატოლოგიის სფეროს ნოვაციების შესახებ;

სექციაში მონაწილეობა სტომატოლოგიის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და ყველა რეზიდენტს შეუძლია. 2012 წლიდან სექციის ხელმძვანელია გვანცა ტაბაღუა  – მკვლევარი და დოქტორანტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), “რადიქსის” გენერალური მდივანი, ექიმი-სტომატოლოგი (ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”)

სექცია ერთგვარ კონკურსს წარმოადგენს. თითოეული მოხსენება მაქსიმუმ 7 წუთს უნდა გაგრძელდეს. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეული ჟიური ნაშრომებს და მომხსენებელს ხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. საბოლოო ჯამში, ვლინდება სამი გამარჯვებული.

გასულ წლებში ჟიურის წევრები იყვნენ:

1.თამარ ყურაშვილი –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი. სტომატოლოგიური კლინიკა “Live Dent-ის” დირექტორი, ექიმი-სტომატოლოგი.
2.ლევან თადუმაძე – მედიცინის დოქტორი (PhD, MD) (ჩაჩავას კლინიკა).
3.პავლე ხუჯაძე –  ექიმი-სტომატოლოგი(ნინო ბერიძის ორთოდონტული ცენტრი).
4.მარიკა კუბლაშვილი – მედიცინის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი).
5. მანანა კალანდაძე – მედიცინის დოქტორი, ასოცირებულ პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
6. სოფიო სამხარაძე – მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)
7.ლალი კოჭლაშვილი – ექიმი ორთოდონტი (ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”)
8.რუსუდან ივანიშვილი – ექიმი სტომატოლოგი (ვლადიმერ მარგველაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა).
9.ნატალია შონია – მედიცინის დოქტორი, პროფესორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი).

10. ირმა ბაკურაძე – ექიმი სტომატოლოგი, სკც. “რადიქსის” თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ი.მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (ყოფილი MAPO) ორდინატორი. პეტერბურგი. რუსეთი.
11. ნათია რუსაძე – კორპორაცია Dentsply-ს სერტიფიცირებული ექიმი კონსულტანტი, თერაპევტ-სტომატოლოგი (სტომატოლოგიური კლინიკა “SapaRus”, კლინიკა “დენტოკლუბი”)
12მარიამ მარგველაშვილი – ექიმი სტომატოლოგი, მეცნიერების მაგისტრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (საქართველოს უნივერსიტეტი)
12. ცირა ბარქაია  – ფსიქოლოგი, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების მაგისტრი ( ოსლოს უნივერსიტეტი. ნორვეგია )

2011 წლის გამარჯვებულები:

1.ნინო ცინცაძე – (ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
2.ანა ბოკუჩავა  – (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)
3.გვანცა ტაბაღუა – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“,  რეზიდენტი.)

2012 წლის გამარჯვებულები:

1.თამარ ნიბლაძე –  (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“,  რეზიდენტი)
2.სოფო ფილიევი – (უნვერსიტეტი „ჯეომედი“)
3.ლიკა ხუციშვილი – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“,  რეზიდენტი)

2012 წლის გამარჯვებული – თამარ ნიბლაძე

2013 წლის გამარჯვებული: 

ა  –  (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“,  რეზიდენტი)

Lela Duduchava

რაც შეეხება 2014 წლის სეზონს, ჟიურის წევრების ვინაობა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული მოხსენებების თემატიკის გათვალისწინებით  დაზუსტდება.

2014 წლის სეზონზე, სექცია ფორმატს იცვლის. მონაწილეები მოხსენებებს “ალბიუსის”  სტომატოლოგიურ  აკადემიაში   წარადგენენ.  გამარჯვებული  კი თბილისის  მეოთხე  საერთაშორისო  კონგრესის  გახსნის ცერემონიალზე,  საზეიმო  ვითარებაში გამოვლინდება.

თბილისის მეოთხე საერთაშორისო კონგრესის სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციისთვის თეზისების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2014 წლის 25 მარტს. შერჩვევა განხორციელდება რამდენიმე ეტაპად: პირველდი შერჩევა მოხდება თეზისების საშუალებით.  მეორე ეტაპზე მოთხოვნილი იქნება ტექსტური, ხოლო მესამე ეტაპზე Power-Point-ში აწყობილი პრეზენტაცია. სექციაში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 10 მოხსენება! თეზისები შეგიძლიათ გადააგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: tabaghuagvantsa@gmail.com

როგორ დავწეროთ თეზისი და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს? იხილეთ თანდართული ფაილი: თეზისის-ფორმატი

გამარჯვებულებისთვის სოლიდური საჩუქრები კონგრესის პარტნიორმა ორგანიზაციებმა დააწესეს.

წარმატებებს გისურვებთ! :)


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>