ახალგაზრდა მეცნიერთა სტომატოლოგიური სექცია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მეცხრე საერთაშორისო კონგრესზე!
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი, 2013 წლის 19-20 ივლისს, უკვე მეცხრედ იმართება ქალაქ ბათუმში. კონგრესი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება და ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვანი პეციალისტები ლექცია-მასტერკლასებს ქართველი და უცხოელი კოლეგებისთვის ატარებენ. ბათუმის კონგრესი, თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სტომატოლოგიური ღონისძიებაა მსოფლიოს მასშტაბით.
კონგრესი მეცხრე სეზონს სიახლეებით ხვდება. მათ შორისაა ახალგაზრდა მეცნიერთა სტომატოლოგიური სექცია, რომელიც დამწყებ მეცნიერებს შესაძლებლობების გამოვლენის, საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას აძლევს.
სექცია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ ორგანიზებით, კონგრესის ფარგლებში ტარდება.
სექციაში მონაწილეობის მსურველები გაივლიან შესარჩევ ტურებს. ნაშრომები, რომლებიც სექციის სამეცნიერო საბჭოს მიერ მაღალ შეფასებას დაიმსახურებს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მეცხრე საერთაშორისო კონგრესზე წარსდგება. სექციაში მონაწილეობა ორი ფორმითაა შესაძლებელი: მოხსენების ან პოსტერის საშუალებით.
სექციის მიზანია სტომატოლოგიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წახალისება/პოპულარიზაცია.
ვის შეუძლია მონაწილების მიღება?
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა რეზიდენტს, მაგისტრს/მაგისტრანტს, ასპირანტს, ორდინატორს, დოქტორანტს ან პრაქტიკოს ექიმს, რომელიც სტომატოლოგიის სფეროში სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.
როგორ მივიღო მონაწილება?
- მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა (ამობეჭდოს და წარმოადგინოს ან შეავსოს ელექტრონულ ფორმატში ან მის ნაცვლად გადმოაგზავნოს CV ელექტრონულ ფოსტაზე: radix.ge@gmail.com )
- წარმოადგინოს კვლევის აღწერა, რომელშიც მოკლედ იქნება გაწერილი:
კვლევის არსი: საკითხის აქტუალობა, მკვლევარის მოტივაცია.
კვლევის მიზანი: რა მიზანს ემსახურება კვლევა.
კვლევის ამოცანები: ამოცანები, რომლებიც დაისახა მიზნის მისაღწევად.
კვლევის დიზაინი: კვლევის ტიპი/მეთოდები.
კვლევის შედეგები: მიღებული შედეგების მოკლე ანალიზი (დასკვნა). თუ კვლევა დასრულებული არაა, მიუთითეთ მოსალოდნელი შედეგები, ექსპერიმენტული/წინასწარი შედეგები ან/და საპილოტე კვლევის შედეგი.
ლიტერატურის მიმოხილვა: მსგავსი კვლევების მოკლე ანალიზი. მიუთითეთ წყაროებიც.
აღწერა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს. გადმოწერეთ ( სააპლიკაციო ფორმა. ბათუმი, ) შეავსეთ და გადმოაგზავნეთ მეილზე – radix.ge@gmail.com
ფორმატი:
- შრიფტი – (Unicod-ში კოდირებული შრიფტი, Sylfaen);
- შრიფტის ფორმა და ზომა: სათაური – 14, გამუქებული და სწორი; ტექსტი – 12 და სწორი;
- სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5;
აპლიკანმტმა აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 25 მაისისა. მეილში მითითებული უნდა იყოს, აპლიკანტს კონგრესში მონაწილების რომელი ფორმა აქვს არჩეული – წარადგენს მოხსენებას თუ პოსტერს.
სექციაში მონაწილების მსურველთათვის ჩატარდება შეხვედრები, სადაც განხილული იქნება მოთხოვნილი დოკუმენტების დეტალები, პოსტერის დამზადების მეთოდიკა და სხვა საკითხები.
სექციის მონაწილეთა წინასწარ შერჩევას განახორციელებს სამეცნიერო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
- ზურაბ ალხანიშვილი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანმრთელობითი განათლების მაგისტრი; (სექციის ხელმძღვანელი)
- ნინო ვადაჭკორია, მედიცინის დოქტორი, პროფესორი; (თერაპიული სტომატოლოგია)
- ზურაბ ბილიხოძე, მედიცინის დოქტორი; (ორთოპედიული სტომატოლოგია)
- ქეთევან კობახიძე, მედიცინის დოქტორი; (ქირურგიული სტომატოლოგია)
- თინა მიქაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; (ორთოდონტული სტომატოლოგია)
- ცირა ბარქაია, ფსიქოლოგი, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების მაგისტრი; (კვლევითი კომპონენტი)
- მაია ოსიპოვა-შონაი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; (კვლევითი კომპონენტი)
შეფასება მოხდება შემდეგი სისტემით:
1. შინაარსობრივ-სტრუქტურული შესაბამისობა სააპლიკაციო მოთხოვნებისადმი – 10 ქულა
2. კვლევის მიზნების და ამოცანების ურთიერთშესაბამისობა – 5 ქულა
3. მიზნის, ამოცანების და შედეგების ურთიერთშესაბამისობა – 5 ქულა
4. საკითხის აქტუალობა – 5 ქულა
5. სიახლე მეცნიერებაში – 5 ქულა
6. განხილული ლიტერატურის შესაბამისობა კვლევის არსთან – 5 ქულა.
7. კვლევის დიზაინის შესაბამისობა კვლევის არსთან – 3 ქულა
8. სააპლიკაციო მოთხოვნების ტექნიკური დეტალების გამართულობა – 2 ქულა
სექციის მონაწილე გადაიხდის მხოლოდ კონგრესზე დასწრების საფასურს მისი პროფესიული სტატუსის შესაბამისად (სტუდენტი, რეზიდენტი, ექიმი).
ყველა მონაწილე მიიღებს როგორც დასწრების, ასევე მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 777 317. radix.ge@gmail.com
კონგრესზე დასწრების ღირებულება
1. ღირებულება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი ექიმებისთვის – 200ლ (2013 წლის საწევროს ჩათვლით)
2. ღირებულება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი რეზიდენტებისთვის 150ლ (2013 წლის საწევროს ჩათვლით)
3. რეგიონებისთვის 150ლ (2013 წლის საწევროს ჩათვლით)
4. სტუდენტებისთვის – 100 ლარი
5. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის არაწევრი ექიმებისთვის 300 ლარი
საბანკო რეკვიზიტები
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თი-ბი-სი” ბანკი მარჯანიშვილის ფილიალი
ანგარიშის ნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი : 220101850
ვებ-გვერდი : www.gsa.ge
ელ-ფოსტა: info@gsa.ge