მე-14 ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი თბილისში – რეგისტრაცია დასრულდა
სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი „რადიქსი“ 2025 წლის 11 მაისს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მასპინძლობს მე-14 ახალგაზრდულ სამეცნიერო ფორუმს.
ფორუმზე მოხსენებების წარსადგენად დარეგისტრირდა 42 ახალგაზრდა მომხსენებელი, რომლებიც წარმოადგენენ კვლევებს მედიცინისა და სტომატოლოგიის მიმართულებით. რეგისტრაცია დასრულებულია.
მონაწილეები წარმოადგენენ როგორც უმაღლეს სასწავლებლებს, ისე სარეზიდენტო ცენტრებს, მათ შორის:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- ევროპის უნივერსიტეტი
- საქართველოს უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
- თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
- New Vision University
- ნოდარ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
- ქუთაისის რეგიონალური სტომატოლოგიური ცენტრი
- სარეზიდენტო სკოლა „დენტისტრი“
- სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“
- სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი “დენსი“
- კლინიკა “დენტექსი 95”
ფორუმში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები.მსმენელად დარეგისტრირდა დაახლოებით 120 მონაწილე.
ექიმის პრაქტიკული სესია
ფორუმის ფარგლებში ჩატარდება პრაქტიკული სესიები, სადაც წარსდგებიან გამოცდილი ექიმები და რადიქსის ფორუმის წინა წლების გამარჯვებულები:
- არჩილ მარშანია – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, პირველადი დახმარების ცენტრის დირექტორიმოხსენება: პირველადი დახმარება და უსაფრთხოება
- ნინო ნებიერიძე – თერაპევტი სტომატოლოგი, კლინიკა „ალბიუსი“, რადიქსის პრეზიდენტიმოხსენება: გართულებები ენდოდონტიურ პრაქტიკაში
- ბექარ კელენჯერიძე – რადიქსის ფორუმის გამარჯვებული 2021 წელსმოხსენება: ფუნქციური დიაგნოსტიკის როლი საფეთქელ-ქვედა ყბის სახრის დისფუნქციების დროს
- ნინო ხარაზი – ორთოპედი სტომატოლოგი, რადიქსის ფორუმის ერთ-ერთი გამარჯვებულიმოხსენება: ღიმილის ფსიქოლოგია
- სალომე ჯმუხაძე, პაროდონტოლოგი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ლექტორი პაროდონტოლოგიის მიმართულებით, საქართველოს პაროდონტოლოგიიაა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, Curasept-ის ამბასადორი
მოხსენება: ნადების კონტროლი და დამხმარე თერაპია
ახალი სექცია – საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინა
წელს პირველად დაემატა ცალკე სექცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის სტუდენტებისთვის, რომელიც ტარდება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციასთან პარტნიორობით.
წარმოდგენილი თემებია:
- ანტიბიოტიკების რეზისტენტობა
- ნაწლავის და ტვინის კავშირის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
- ზუსტი გენური რედაქტირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაძლებლობები (CRISPR-Cas9)
- გენური რედაქტირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა
- MODY და დიაბეტის გენეტიკური ტიპები
- ღეროვანი უჯრედები და რეგენერაციული მედიცინა
- ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინაცია
- ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში
- AI სოფლის მეურნეობაში და მისი გავლენა ჯანდაცვაზე
სტომატოლოგიური სექცია
სტომატოლოგიური სესია მოიცავს როგორც თეორიულ, ისე კლინიკურ საკითხებს.წარმოდგენილი თემატიკა მოიცავს:
- ენდოდონტიური მკურნალობის გართულებები
- კალციუმის ჰიდროქსიდის როლი სარძევე კბილებში
- ორსულობა და პირის ღრუს ჯანმრთელობა
- სტომატოლოგია და ესთეტიკა
- სახსრის პათოლოგიები და ორთოპედიული სტომატოლოგია
- ელექტრო სიგარეტები და ღრძილების ჯანმრთელობა
- ფიბრინი პაროდონტოლოგიაში
- ღეროვანი უჯრედები სტომატოლოგიაში
- ორთოდონტიული მკურნალობის შენარჩუნების ფაზა
- პირის ღრუს კიბო, ბილირუბინემია და სხვა თანამედროვე გამოწვევები
და სხვ.
ფორუმის წარმატებით განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით თემების ხელმძღვანელებს, რომლებმაც გაუწიეს მეცნიერული და აკადემიური მენტორობა მონაწილე სტუდენტებსა და რეზიდენტებს.
განსაკუთრებული მადლობა მენტორებს – ხატია ოთარაშვილს, თენგიზ ლობჟანიძეს, მარიამ ავალიშვილს, ქეთევან ნანობაშვილს, ვენერა მჭედლიშვილს, ალექსანდრე ჩხიკვიშვილს, თათია ბაღლაფერიძეს, დავით ჯაფარიძეს, ნიკა თოდუას, მაია მუჯირს, ზურაბ ალხანიშვილს, ეკა კოხრეიძეს, მარიამ ქურციკიძეს, მარიამ გოგიბერიძეს, მარიამ ფიცხელაურს, ნინო ხარაზის, რუსუდან აგლაძეს, ნატა მეშველიანს, მარიამ სიჭინავას, ვლადიმერ ნიკოღოსიანს, ნანუკა მზექალაშვილს, ანა ვეფხვაძეს, თეონა კვიჟინაძეს, ზვიად რეკვავას და მარიამ (მარიტა) კვირიკაშვილს.
ფორუმის პროგრამაში მონაწილეობენ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელი სტუდენტები, მათ შორის არიან: მარიამ ჯიშკარიანი, საიდაჰ მოჰამედ ელტიგანი, მირიან აფშილავა, თამარ კოპალიანი, ლიზი მამეიშვილი, ელენე დუმბაძე, მანასი პრავინ კარანჯკარი, ნათია ბრეგაძე, ჯაბინა ჯაფარი, გიორგი მოისწრაფიშვილი, სეიედ ამირჰოსეინ ღავამი, ანა ესებუა, ნატალი მერკვილაძე, ბელა ამზოევი, თიკო ბეჭვაია, მარიამ მურალაშვილი, მუსტაფა ნასარი, ეთუნა ქიმერიძე, ელენა შანთაძე, ნინი გოქაძე, ანნა როსტიაშვილი, გიორგი ფონაძე, ნათია ჯანაშია, ლიზი შერმადინი, ნინო რობაქიძე, ელენე უჯმაჯურიძე, მარიამ რევიშვილი, მარიამ ჩიტაშვილი, ანა მახათაძე, თამუნა ლომიძე, სერგო მარტიაშვილი, შაოორ მუჰამედი, მესქ მანსური, მარიამ წანაწყენიშვილი, ნია სართანია, სალომე ალავიძე, თეკლა თორია, თეონა კვიჟინაძე, ქეთევან კაკულაშვილი, რიმა აკარი, ნათია გურეშიძე და მარიამ გვაზავა.
პროგრამა იხილეთ ბმულზე