ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის განკუთვნილი პროექტია. ფორუმი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, სადაც სტუდენტებს ექნებათ საშუალება წარადგინონ მათ მიერ არჩეული სამეცნიერო პრეზენტაციები ვიდეო რგოლის საშუალებით.
ჟიურის წევრები გამოავლენენ გამარჯვებულებს და მათი ვინაობა გამოცხადება რადიქსის მე-10ე საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე, 2021 წლის მაისში.
სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს, 2020-2021 წლის რეზიდენტებს.
რა თემატიკა შეიძლება გამოვიტანო მოხსენებით?
კონფერენციაზე შესაძლებელია გამოიტანოთ ნებისმიერი თემა სტომატოლოგიის და მომიჯნავე მეცნიერებების დარგში.
რა არის კონფერენციაში მონაწილეობის წესები?
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო სამეცნიერო თემატიკა, აიყვანოთ სამეცნიერო ხელმძღვანელი, მოამზადოთ 5 წუთიანი ვიდეო რგოლი.
საჭიროა თუ არა სამეცნიერო აბსტრაქტის დარეგისტრირება?
კონფერენციაზე გამოსვლამდე აუცილებელია 14.03.2021-მდე ორგანიზაციაში ჩააბაროთ თქვენი მოხსენების აბსტრაქტი, სადაც მოცემული იქნება: თემის სახელი, მომხსენებლის სახელი, ხელმძღვანელი, სამეცნიერო ნაშრომის მოკლე აღწერილობა
სექციას რადიქსის ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.
შევსებული ფორმა გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: tidcyouth@gmail.com
იხილეთ აბსტრაქტის ფორმა: YLD-თეზისი