ყოველწლიურად, თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფაგლებში, სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია / კონფერენცია ტარდება.April 30th, 2015 SRC Radix’s Young Leader’s Department will organize the scientific conference for dental students, residents and PhD students
სექციის მიზანს, ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო მუშაობის მოტივაციის შექმნა/წახალისება წარმოადგენს.
სექციას ხელმძღვანელობს ორგანიზაციაში ახლად დაარსებული ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტი.
დასრულდა წინაშესარჩევი ეტაპები და გამოვლინდა 19 ნაშრომი, რომელიც კონფერენციაზე წარსდგება.
კონფერენცია 2015 წლის 30 აპრილს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება.
სექციაში მონაწილეობას ღებულობს:
- 1. 27 მონაწილე
- 2. 13 სამეცნიერო ხელმძღვანელი
- 3. 9 სასწავლო ცენტრი
ჟიური და დამსწრე აუდიტორია გამარჯვებულებს გამოავლენს. დაჯილდოვებისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია 2 მაისს, თბილისის მე-5 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის გახსნის ცერემონიალზე შედგება.
პროგრამა
- ინფექციის კონტროლი სტომატოლოგიაში (კონკურსგარეშე) – ნინო ნებიერიძე, ანუკი მაჩაიძე, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი. ხელმძღვანელი: ქეთევან გოგილაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- პირის ღრუს ეკოსისტემა – ადამიანის ჯანმრთელობა და მიკრობული ეკოლოგია – ირაკლი ბერიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, I კურსი. ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა – ექიმი-სტომატოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორანტი.
- კბილის პულპის ღეროვანი უჯრედები – ახალი ხედვა სტომატოლოგიაში – ბექა ოსეფაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, V კურსი. ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა – ექიმი-სტომატოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორანტი.
- სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები დაუნის სინდრომის მქონე პირებში – მარია მუშკუდიანი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი. ხელმძღვანელი: ზურაბ ალხანიშვილი – ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი.
- ელასტიური პროთეზის უპირატესობები – სოფიო ფუთურიძე, ვლადიმერ მარგველაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა, რეზიდენტი. ხელმძღვანელი: ვლადიმერ მარგველაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- პოპოვ–გოდონის ფენომენი, მისი როლი თანკბილვის დეფორმაციების განვითარებაში, ორთოპედიული მკურნალობის ასპექტები – სალომე ბურჯალიანი, ვლადიმერ მარგველაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა.ხელმძღვანელი: ვლადიმერ მარგველაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- სტომატოლოგიურ პრაქტიკაში განვითარებული პროფესიული დაავადებები – ნარგიზ ესერიძე, თინათინ გოგიტიძე, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი.ხელმძღვანელი: თინათინ სვანიშვილი – ექიმი-სტომატოლოგი, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ სარეზიდენტო პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი.
- ოდონტობლასტების დაზიანების ხარისხისა და რისკების შეფასება რესტავრაციულ სტომატოლოგიაში – მარიამ მანჯგალაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა „დენტაპრიმი“, რეზიდენტი.ხელმძღვანელი: ზურაბ ალხანიშვილი – ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი.
- სასის და ტუჩის განვითარების მანკები – ნათია გოჩიაშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი.ხელმძღვანელი: გელა იმერლიშვილი – ყბა-სახის ქირურგი, ლაბორანტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქირურგიული სტომატოლოგიის და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის დეპარტამენტი.
- ბრუქსიზმი – ნინო ბოხაშვილი, მირანდა საბიაშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი.ხელმძღვანელი: ქეთევან გოგილაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- ყბების ტოქსიკური ოსტეომიელიტი – სალომე ხორავა, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი.ხელმძღვანელი: მამუკა გოგიბერიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- კარიესის თანამედროვე კლასიფიკაცია – სალომე კვანტალიანი, სალომე ბასაშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი. ხელმძღვანელი: მაია წიკლაური – ექიმი სტომატოლოგი, ილიას სახელმწიფი უნივერსიტეტის დოქტორანტი, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ სარეზიდენტო პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი.
- პირის ღრუს აქსესუარები – რისკები და გართულებები თანამედროვე სტომატოლოგიაში – გიორგი ბახუტაშვილი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი“, V კურსი. ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა – ექიმი-სტომატოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორანტი.
- ჰეპატიტი სტომატოლოგიაში – გავრცელება, რისკები და დისკრიმინაციის საფუძველი – თამარ ბოჭორიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, III კურსი. ხელმძღვანელი: ზურაბ ალხანიშვილი – ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი.
- პლაზმოლიფტინგის გამოყენება სტომატოლოგიაში – ეკატერინე იაშვილი, ელა შეწირული, ოთარ ბახტაძის სახელობის სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი „დენტ-ივერი XXI“, რეზიდენტი.ხელმძღვანელი: ირმა იმნაძე – ექიმი-სტომატოლოგი, სასწავლო-კლინიკური ცენტრ ”დენტ-ივერი XXI“-ის სარეზიდენტო პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი და დოქტორანტი.
- სტომატოლოგიური მკურნალობის გამოწვევები ცერებრული დამბლის მქონე პირებში – მარიამ ჟღენტი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი.ხელმძღვანელი: ზურაბ ალხანიშვილი – ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი.
- ორთოდონტის როლი პაროდონტიტის კომპლექსურ მკურნალობაში – სოფიო კვარაცხელია, შ.პ.ს.”ორთოდონტული ცენტრი”, რეზიდენტი.ხელმძღვანელი: თინათინ ქოიავა, ექიმი-ორთოდონტი.
- ვირუსული დაავადებების გავრცელება, პროფილაქტიკა და მკურნალობა პირის ღრუს ლორწოვან გარსსა და ტუჩის წითელ ყაეთანზე – ნინო დევაძე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, V კურსი. ხელმძღვანელი: ია ბაბილაშვილი – ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
- აუგმენტაცია, როგორც პირის ღრუს ძვლოვანი პლასტიკის წამყვანი მეთოდიკა – გიგა კიკნაძე, მარიკა რამიშვილი, ალექსანდრე ხუციშვილი, სტომატოლოგიური კლინიკა „დენტექსი 95“, რეზიდენტი. ხელმძღვანელი: დავით სუხიტაშვილი – ექიმი ორთოპედ-იმპლანტოლოგი, გიორგი მენაბდე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მონაწილეებისთვის ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები:
ვორქშოფები
ვორქშოპი #1
თემატიკა: ეფექტური პრეზენტაცია, აუდიტორიის მართვა და კომუნიკაციის
დონეები
ტრენერი: ზურაბ ალხანიშვილი, DMD, MMSc, საქართველოს სტომატოლოგთა
ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისი, საქართველო
თარიღი: 20/04/2014 – 15:00 – 18:00
მისამართი: გუდიაშვილის ქ.#7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკა.
ვორქშოპი #2
თემატიკა: იპოვე ლიდერი საკუთარ თავში!
ტრენერი: გვანცა ტაბაღუა, DMD, PhD სტუდენტი, სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრ „რადიქსის“ ვიცე-პრეზიდენტი, თბილისი, საქართველო
თარიღი: 20/04/2014 – 18:00 – 19:00
მისამართი: გუდიაშვილის ქ.#7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკა.
ვორქშოპი #3
თემატიკა: კვლევები უნივერსიტეტსა და სამედიცინო პრაქტიკაში
ტრენერი I: გინტარას იანუზი, DDS, PhD, ყბა-სახის ქირურგი, კაუნასის
სამედიცინო უნივერსიტეტი, კაუნასი, ლიტვა.
ტრენერი II: დონატას ნომეიკი, სტუდენტი, მკვლევარი, ლიტვის სამედიცინო
უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოების წევრი, კაუნასი, ლიტვა.
თარიღი: 4/05/2014 – 12:00 – 18:00
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
პროექტის ხელმძღვანელი – გვანცა ტაბაღუა
Mob: 593 79 25 01
Email: TIDCyouth@gmail.com
ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ნინი ნებიერიძე
Mob: 598 95 11 89
Email: TIDCyouth@gmail.com