თბილისის საერთაშორისო კონგრესის მე-8 სეზონის რეგისტაცია დაიწყო.
კონგრესი 2018 წლის 27-28 აპრილს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.
მის: თბილისი, თავისუფლების მოედანი #4
კონგრესის მერვე სეზონიც ტრადიციულად მრავალპროფილური იქნება. აქცენტი თანამედროვე სტომატოლოგიის ახალ ტენდენციებზე და მიდგომებზე გაკეთდება. პარალელურად ჩატარდება მასტერ კლასებიც.
კონგრესის მიმდინარეობის პარალელურად გაიმართება სტომატოლოგიური მასალების, ინსტრუმენტების, პირის ღრუს მოვლის საშუალებების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის გამოფენა.
წინასწარი პროგრამა
27 აპრილი
27 აპრილი
9:00-10:00 რეგისტრაცია
10:00-11:00 გახსნის ცერემონიალი
11:00- 12:30 – პერიოდონტიტების მკურნალობა ერთ ვიზიტში. 17-წლიანი პრაქტიკის დასკვნები და რეკომენდაციები
- კისტა თუ გრანულომა? რა განსხვავებაა კლინიცისტისთვის?
- ერთ ვიზიტში ენდოდონტიური მკურნალობის ერთადერთი უკუჩვენება
- მტკიცებითი მედიცინა და პერიოდონტიტების რაციონალური მკურნალობა
- რა არის პერიოდონტიტის გამწვავებისა და პოსტოპერაციული ტკივილის მიზეზი?
- კალციუმის ჰიდროქსიდი, ნამდვილი საჭიროება თუ ჩვევა?
- ბიოაპკი, დროებითი პასტები და ბაქტერიული ზრდა. რა უნდა გავაკეთოთ?
- რატომ არ იკურნება პერიოდონტი არხების ხარისხიანი მკურნალობის შემდეგ?
- ბაქტერიული მიკროშეღწევადობა ხელოვნურ გვირგვინებში. ენდოდონტია ორთოპედებისთვის თუ ორთოპედია თერაპევტებისთვის.
- აპიკალური, მარგინალური თუ ბიფურკაციული პერიოდონტიტები. რა განსხვავებაა?
არტაკ ანტანიანი მედიცინის დოქტორი , ენდოდონტისტი . რუსეთი
12:30-12-45 კომპანია გლაქსოსმიტკლაინის პროდუქციის პრეზენტაცია
ნინო გვასალია, სამეცნიერო-კვლევით ცენტრი რადიქსის პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველო
12:45 – 14:15 ვიდეო ლექცია – “ვერტიკალური ძვლოვანი დეფექტების მკურნალობა. უიმედო კბილების გადარჩენის გზები”
რობერტო როსი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. რომის საპიენცას უნივერსიტეტი. იტალია
14:15- 15:45- შესვენება
15:45- 17:00 ვარდისფერი ესთეტიკის მნიშვნელობა ორთოპედიულ სტომატოლოგიაში და მისი დაგეგმარება
თენგო ბინიაშვილი, “ალბიუსის” ორთოპედი სტომატოლოგი. საქართველო

ბოლო წლების განმავლობაში ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები და დეფორმაციები პროგრესული ზრდის ტენდენცით ხასიათდება. ეს დაკავშირებულია ჰიპოდინამიკასთან, ტელეფონების და სხვა ელექტრონული გაჯეტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან, ბუნებრივი მშობიარობის პროცესის დარღვევასთან და სხვა მრავალ მიზეზთან. საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დისფუნქციის მქონე ბავშვების რაოდენობა შეუქცევადად მატულობს.
ყბა-კბილთა სისტემა და მეტყველების აპარატი წარმოადგენს ორგანიზმის მხოლოდ ნაწილს. მკურნალობის დაგეგმარებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ფუნქციონალური დარღვევები: განსაკუთრებით პოზაში ჩადგომის ფორმირების ცვლილება (პოსტურები, პოზაში დგომა), ხორხისა და საყლაპავი კომპლექსის დისფუნქციები(ენისა და ენისქვეშა ძვლების), მკერდის ზედა ნაწილის დიაფრაგმის მდგომარეობა, მავნე მიოფუნქციონალური ჩვევების არსებობა და სხვა.
კუნთოვან-მანუალური ტესტირების გამოყენება, სხვადასხვა კინეზიოლოგიური ტესტების მოდიფიკაცია ორთოდონტიული მკურნალობის შედეგების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა. შედეგად მცირდება დისფუნცქციის განვითარების და მკურნალობის შემდეგ რეციდივების ალბათობა.
ლექციაზე წარმოდგენილი იქნება დიცლიპლინათშორისი (ორთოდონტი-ოსტეოპათი) მიდგომის გამოყენების საშუალების თანკბილვის პათოლოგიების მკურნალობის კლინიკური შემთხვევები.
28 აპრილი
10:00-11:30 განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობა თუ იმპლანტატი?კლინიკური გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები (ყველა სპეციალიზაციის სტომატოლოგებისათვის)
- ღირს თუ არა განსაკუთრებული ძალისხმევის ენდოდონტიური მკურნალობით ნებისმიერი კბილის შენარჩუნება? ან პირიქით: პრობლემური კბილის ამოღება თუ იმპლანტატი?
- პაროდონტოლოგი, ენდოდონტისტი და ორთოპედი გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თითქმის ნებისმიერი პრობლემური კბილი. ქირურგი-იმპლანტოლოგი კი დაადასტურებს, რომ საჭიროა კბილის ამოღება და იმპლანტი. როგორ მოიქცეს სტომატოლოგი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა სპეციელიზაციით ერთდროულად და მოიძიოს მკურნალობის საუკეთესო მეთოდი?
- ენდოდონტისტები იმპლანტოლოგების წინააღმდეგ? ვინ არის მართალი?
- მკურნალობის მეთოდის შერჩევის «ოქროს სამკუთხედი».
- ინტერდისციპლინარული მკურნალობის პროგნოზის «ოთხი ერთში» განსაზღვრა.
- კბილის ამოღების ჩვენება ენდოდონტიაში, ორთოპედიაში და პაროდონტოლოგიაში.
- ფერულა თუ ნარჩენი გვირგვინოვანი დენტინი?
- მითი იმის შესახებ, რომ «იმპლანტი ძვლის საყრდენს წარმოადგენს».
- პერფორაციები. მკურნალობა თუ იმპლანტატი?
11:30 – 13:15 ინოვაცია მინანქრის და დენტინის რემინერალიზაციისთვის ანდრეა დოტი, იტალიის სტომატოლოგთა ასოციაციის ადგილობრივი საბჭოს წევრი (ANDI); ასოციაციის მდივანი, მოდენას ახალგაზრდა სტომატოლოგთა და ექიმთა საბჭოს წევრი. იტალია

- პირდაპირი რესტავრაციის სახეები და აღდგენის განსხვავებული კონცეფციები: ბიომიმეტიკური, ერთფერიანი, ორფერიანი
- ფერის შერჩევა: სწრაფი და მარტივი მიდგომა Ceram X one SphereTEC-ის საშუალებით
- პრეპარირების, იზოლაციის და ადჰეზიური მომზადების პროტოკოლები პრონტალური და საღეჭი ჯგუფის კბილებითვის
- საკონტაქტო ზედაპირების შენების პრინციპები
- საბოლოო დამუშავებისთვის და რესტავრაციის გაპრიალებისთვის ინსტრუმენტების და მასალების შერჩევა.
14:45- 15:30 შესვენება
15:30- 16:30 ორთოპედისა და თანამედროვე სატექნიკო ლაბორატოორიის ციფრული კომუნიკაცია – იაროსლავ სტელმახი, ორთოპედი სტომატოლოგი. უკრაინა
16:30 – 17:10 ბავშვთა მიმართ ძალადობა – კლინიკური პრაქტიკა და დამოკიდებულება. სტომატოლოგის როლი და კლინიკის პასუხისმგებლობა
ზურაბ ალხანიშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველო
17:10- 18:00 პერი-იმპლანტიტი და პერი-იმპლანტური რეცესია: ის რაც ყველა სტომატოლოგმა უნდა იცოდეს! – თეა ნაცვლიშვილი – ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის (IPS) ხელმძღვანელი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. “რადიქსის” სამეცნიერო ხელმღვანელი . საქართველო
მასტერ კლასი
ექსტრემალური რესტავრაცია
რესტავრაციების მინაბოჭკოვანი არმირება
ქსენია ლაზარევა
განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- დიდი ზომის დეფექტის მქონე კბილების აღსადგენად გამოყენებული კონსტრუქციების ანალიზი
- დევიტალური კბილების ბიომექანიკა
- წკირების ტიპები და პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციების დროს მათი გამოყენების ტექნიკა
- მინაბოჭკოვანი არმირების გამოყენება
- რესტავრირებული კბილის კონსტრუქცია
- სტანდარტულ და ინდივიდუალურ წკირებზე კბილის აღდგენის ალგორითმი
- წკირის გამოყენების გარეშე კბილის ფესვიდან აღდგენის პირდაპირი ტექნიკის ეტაპები
- წკირით და წკირის გარეშე რესტავრაციების კლინიკური მაგალითები (ფოტო და ვიდეომასალა)
პრაქტიკული მასტერ-კლასი
კურსის მონაწილეები აღადგენენ ცენტრალურ საჭრელს ფანტომზე მინაბოჭკოვან წკირის გამოყენებით.
რეგიტრაციისთვის საჭიროა:
1. შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა:
Registration Form – https://goo.gl/forms/iJRQ9pSVwZbEIKy92
2.გადარიცხოთ კონგრესის საფასური შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
მიმღები ბანკი – ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღები ანგარიშის ნომერი: GE47BG0000000874599300
ბენეფიციარი: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსი
არ დაგავიწყდეთ, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი თან იქონიოთ კონგრესზე გამოცხადებისას.
დასწრების ღირებულება შეადგენს:
თბილისი
2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით – 130 ლ- 2018 წლის 1 მარტიდან 25 აპრილამდე – 180 ლარი
- ადგილზე რეგისტრაცია – 200 ლარი
რეგიონები
წინასწარი რეგისტრაცია, 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით – 110 ლარი- 2018 წლის 1 მარტიდან 25 აპრილამდე – 130 ლარი
- ადგილზე რეგისტრაცია – 180 ლარი
რეზიდენტები, სტუდენტები
წინასწარი რეგისტრაცია -წინასწარი რეგისტრაცია, 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით – 80 ლარი- 2018 წლის 1 მარტიდან 25 აპრილამდე – 110 ლარი
- ადგილზე რეგისტრაცია – 130 ლარი
უცხოელი ექიმებისთვის
2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით – 130 ევრო- 2018 წლის 1 მარტიდან 25 აპრილამდე – 180ევრო
- ადგილზე რეგისტრაცია – 200 ევრო
უცხოელი სტუდენტებისათვის და რეზიდენტებისათვის
წინასწარი რეგისტრაცია -წინასწარი რეგისტრაცია, 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით – 80 ევრო- 2018 წლის 1 მარტიდან 25 აპრილამდე – 110 ევრო
- ადგილზე რეგისტრაცია – 130 ევრო
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
514 00 00 16; 555 777 895
Email: Info@radix.ge; radixge@gmail.com