2019 წლის 13-14 აპრილს, სასტუმრო “ბილთმორში” თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიმართა. კონგრესი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსის” ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
კონგრესს 600-მდე დელეგატი დაესწრო. მონაწილეების მიერ ღონისძიება შეფასდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მისი ისტორიის მანძილზე. გახსნის ცერემონიალზე „რადიქსის“ ახალგაზრდული დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები დააჯილდოვეს. ფორუმში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და სარეზიდენტო ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შერჩეულმა მონაწილეებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიარეს ტრენინგები, ისწავლეს როგორ მოამზადონ ეფექტური პრეზენტაციები, როგორ წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე, როგორ დახვეწონ კომუნიკაციის უნარები და სხვა. მზა პრეზენტაციები კონფერენციაზე 2019 წლის 31 მარტს წარადგინეს. მათი მოხსენებები ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შეფასების შესაბამისად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
- I ადგილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ნუცა გოგიბედაშვილი;
- II ადგილი – ალბიუსის აკადემიის რეზიდენტები – ეთერ ბერიძე და სალომე ჩიქოვანი;
- III ადგილი – საქართველოს უნივერსიტეტის სტუნდეტი მოჰამედ ჰაზი ალიანი.
მონაწილეები საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ლალი მეკოკიშვილმა, გენერალური სპონსორის „პსპ“-ს წარმომადგენელმა თამარ ნინიაშვილმა, კომპანია „გეამ“, „კურაპროქსმა“ და სხვებმა დააჯილდოვეს.
გამოვლინდა ჟიურის ფავორიტიც – ჯილდო „ალბიუსის“ აკადემიის რეზიდენტს და ახალგაზრდული ფორუმის გასული წლების მონაწილეს, მარიამ ხარძიანს გადაეცა. საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ელენე ხარაშვილმა კი ორგანიზაციის ფავორიტები – ნინო სიჭინავა და ნანი ჯანაშია დაასახელა. გახსნის ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ: „რადიქსის“ ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები: ნინო გვასალია და ლანდა ლურსმანაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლალი მეკოკიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია.
ღონისძიებაში ჩაერთო დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც. ცენტრის წარმომადგენელმა დავით წერეთელმა საზოგადოებას ინფექციების კონტროლისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ შეახსენა. გარდა ამისა, C ჰეპატიტის ემილიმაციის პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ჩართულიყვნენ C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამაში.
“რადიქსმა”, ტრადიციულად, გამოავლინა და სპეციალური ჯილდო გადასცა ორგანიზაციის ახალ საპატიო წევრს. 2019 წლის ლაურეატი გახდა პროფესორი მარისა რონკატი.
კონგრესის მიმდინარეობისას გაიმართა სტომატოლოგიური მასალების, ინსტრუმენტების, დანადგარების და ფარმაცევტული კომპანიების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
მასტერ კლასები (HANDS-ON კურსები) ჩატარდება შემდეგ მიმართულებებში:
- აპიკალური საყრდენის ფორმირება–ლიმიტი და რეალური შესაძლებლობები.
- პაროდონტიტისა და პერი–იმპლანტიტის არაქირურგიული მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება მკურნალობისდამატებითი მეთოდების გამოყენებით.
- პაროდონტოლოგიური რეგენერაციული ქირურგია: რა? სად? როდის?
კურსებს უძღვებოდნენ:
- გვანცა ტაბაღუა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსის“ არჩეული პრეზიდენტი, EEU ასისტენტ-პროფესორი
- პროფ. მარისა რონკატი, პირის ღრუს რეგისტრირებული ჰიგიენისტი, ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი, ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის სპიკერი. იტალია
- თეა ნაცვლიშვილი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ვიცე-პრეზიდენტი, EEU ასისტენტ-პროფესორი, “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი
მოხსენებებით წარსდგნენ:
- მკურნალობის მეთოდები ორთოგნათიულ ქირურგიაში – ემეკა კენკე, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრია
- ფრონტალური და საღეჭი კბილების მორფოლოგია – ალიბეკ ტლეუნაზაროვი -თერაპევტი, კომპანია Dentsply Sirona-ს ლექტორი. ყაზახეთი
- ალერგია სტომატოლოგის პრაქტიკაში: მართვის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები – ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი. ალერგიის და იმუნოლგიის ცენტრის კლინიკური გავითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კსუ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი
- მკურნალობა თუ პრევენცია? სტრატეგია და მიდგომის დაგეგმარება პედიატრიულ სტომატოლოგიაში – ნინო გვასალია, სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ყოფილი პრეზიდენტი და მრჩეველი
- ქსოვილების მართვა ესთეტიკურად მნიშნელოვან მიდამოებში პროთეზირების წინ – თენგო ბინიაშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”, საქართველო
- პირველი დახმარება – მითები, ფაქტები და რეალობა – ლაშა დოლიძე, ექიმი, ამერიკის გულის ასოციაციის BLS ინსტრუქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კლინიკური სწავლების კოორდინატორი
- კომუნიკაცია სტომატოლოგიურ კლინიკაში – ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, EEU ასისტენტ-პროფესორი
- სედაცია სტომატოლოგიაში – ანზორ ჩომახიძე, ანესთეზიოლოგი – ინტენსიური თერაპიის ექიმი . ჯოენის სამედიცინო ცენტრი . კლინიკა დენტექსი; ევროპის ანესთეზიოლოგ – ინტენსივისტთა ორგანიზაციის ასოცირებული წევრი ESA. ლექტორი ევროპის ანესთეზიოლოგთა უწყვეტი განათლების ეგიდით CEEA; კლივლენდის საუნივერსტიტეტო კლინიკის , სტენფორდის საუნივერსტიტეტო კლინიკის ობზერვაციის კურსთადმავრებული.
მოხსენებები ორი დღის განმავლობაში 10:00 საათიდან 20:00 საათამდე მიმდინარეობდა. წელს სიახლეს წარმოადგენდა დისკუსიის ნაწილი, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. კონგრესი დღის ბოლოს რადიქსის პრეზიდენტმა ლანდა ლურსმანაშვილმა დახურა.