29 აპრილს, თბილისში სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსში რადიქსის რიგით მე-12 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიმართა. ამ ყოველწლიურ სტომატოლოგიურ კონგრესს არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული სტომატოლოგები ესწრებოდნენ.
კონგრესი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, ალბიუსის სტომატოლოგიის ცენტრისა და საქართველოს პაროდონტოლოგთა და იმპლანტოლოგთა ასოციაციის მხარდაჭრით ჩატარდა.
მრავალფეროვანი და მულტიდისციპლინარული პროფესიული თემების პარალელურად, კონგრესის ფარგლებში დოქტორანტთა პოსტერების გამოფენაც გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა სტომატოლოგიურ სფეროში მიმდინარე კვლევებს გაცნობოდენ.
კონგრესის რადიქსის პრეზიდენტმა, ნინო ნებიერიძემ გახსნა და მუდმივი მხარდაჭრისა და თანამშრომლობისათვის ელენე ხარაშვილი და ქეთი გელაშვილი ორგანიზაციის საპატიო წევრებად დაასახელა.
სამეცნიერო ნაწილი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილასვილმა და საერთაშორისო ასოციაცია 930-ის პრეზიდენტმა, მედიცინის დოქტორმა, ექიმ-ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ გახსნეს. ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ პროგრამების განვითარების მიმართულებით, ლაშა დოლიძემ “პირველადი დახმარევა გულის გაჩერების და სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს” აუდიტორიას პიველადი დახმარების საჭიროების შეფასებაზე და ტექნიკურად შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დიაგნოსტიკური მონაცემების შეგროვებისა და მკურნალობის დაგეგმვის შესახებ ლეონიდ ემდიმმა კოლეგებს ძალიან საინტერესო და ამ ეტაპზე საქართველოსათვის ახალი დენტალური პროგრა შესათავაზა. ენდოდონტიური პრაქტიკაში ულტრაბგერის აპარატის შერჩევისა და გამოყენების მნიშვნელობაზე იტალიელმა ენდოდონტისტმა, ენრიკო კასაიმ ისაუბრა. ესთეტიური სტომატოლოგიის მნიშვნელოვან და ყველაზე პოპულარულ საკითხზე “ღიმილის ციფრული ტრანფორმაცია” ქართველი აუდიტორიის წინაშე ალბიუსის სტომატოლოგიური ცენტრის ირთოპედი ზურაბ იაკობიშვილი წარსდგა.
კონფერენციის დასასრული კი ყველაზე საინტერესო და ინოვაციური იყო. პირველად საქართველოში კონფერენციაზე პირდაპირ ეთერში მოხდა ოპერაციის ტრანსლაცია, რომელიც საქართველოს პაროდონტოლოგთა და იმპლანტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელმა, რადიქსის ბორდის წევრმა, Sapienza-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა და ალბიუსის პერიო სკოლის ხელმძღვანელმა, ქირურგ პაროდონტოლოგმა თეა ნაცვლიშვილმა ჩაატარა. ოპერაციის მსველობის დროს მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა ქვეყნის წამყვანი ქირურგ პაროდონტოლოგისაგან მოესმინა და თავისი თვალით ენახა: ქირურგიული ჩარევის დაგეგმვის ეტაპები, ოპერაციის ჩატარების თავისებურებები და პირდაპირ ეთერსი დაესვა კითხვები.
ღონისძიები პირველმა არხმა და პულსიTv-მ გააშუქა.
კონგრესის საგამოფეო სივრცეში სტომატოლოგიური მასალების მომწოდებელი კომპანიების პროდუქცია იყო წარმოდგენილი.