2013 წლის 5-6 ოქტომბერს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” კახეთის რეგიონული წარმომადგენლობის ორგანიზებით მესამე სამეცნიერო კონფერენცია
ჩატარდება. 5 ოქტომბრის სამეცნიერო პროგრამა ექიმ-სტომატოლოგებზე, 6 ოქტომბრის კი სხვადასხვა პროფილის ექიმებზეა გათვლილი.
პროგრამა:
5 ოქტომბერი
11:00-11:15 “რადიქსი – შენი პროფესიული წარმატებისთვის” – ნინო გვასალია (ექიმი სტომატოლოგი, ს.კ.ც. “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტი)
11:15-11:45 “სტომატოლოგიური პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პროგრამები” – ზურაბ ალხანიშვილი (ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი, ს.კ.ც. “რადიქსის” პრეზიდენტი”)
11:45-12:45 “პირის ღრუს ინფექციური დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები” – ქეთევან გოგილაშვილი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
12:45-13:00 “ლაკალუტის პირის ღრუს მოვლის საშუალებები” – ირმა ჯანაშია (ლაკალუტის მწარმოებელი კომპანია DR. THEISS Naturwaren-ის წარმომადგენელი)
13:00-13:15 “სტომატოლოგთან ნაკლები მიმართვიანობის მიზეზების და ინტენსივობის კვლევა. შიშის ფაქტორი, მისი ზეგავლენა და სტატისტიკა” – ნინო გვასალია (ექიმი სტომატოლოგი, “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტი)
13:00-14:00 ლანჩი
14:00-14:15 “გენდერული სტერეოტიპების გავლენის კვლევა სტომატოლოგიაში” – ლანდა ლურსმანაშვილი (ექიმი სტომატოლოგი, ჰიგიენისტ-პაროდონტოლოგი (სტ. კლინიკა “ინდიგო”) ს.კ.ც. “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტი)
14:00-14:40 “ორთოდონტის როლი პაციენტის კომპლექსურ მკურნალობაში” – ლალი კოჭლაშვილი – ექიმი ორთოდონტი (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”)
14:40-15:40 “3M სარესტავრაციო მასალები, მათთან მუშაობის პრაქტიკული რეკომენტაციები. სხვადასხვა თაობის ადგეზიური სისტემების მიმოხილვა” – სოფიო სამხარაძე – (მედიცინის დოქტორი, პროფესორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)
6 ოქტომბერი
11:00-11:15 “რადიქსი – შენი პროფესიული წარმატებისთვის” – ლანდა ლურსმანაშვილი (ექიმი სტომატოლოგი, ჰიგიენისტ-პაროდონტოლოგი (სტ. კლინიკა “ინდიგო”) ს.კ.ც. “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტი)
11:15-11:35 “სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პროგრამები” – გია ლობჟანიძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე, დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტოს გენერალური დირექტორი)
11:35-12:00 “სამედიცინო საქმიანობის სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობის მიზეზები” – ბესარიონ ირემაშვილი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი)
12:00-12:20 “სამედიცინო პრაქტიკის ადმინისტრირება” – თამარ ლობჟანიძე
(საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი)
12:20-12:40 “არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის თანამედროვე ასპექტები” – ზვიად კერესელიძე (აკადემიკოს გულნარა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი )
მონაწილე კომპანიები:
- სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”
- საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
- საქართველოს ექიმთა ასოციაცია
- საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო
- “ლაკალუტის მწარმოებელი კომპანია “Dr Theiss Naturwaren”
- პირის ღრუს მოვლის საშუალებები “პრეზიდენტი”
- სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”
- სტომატოლოგიური ჟურნალი “GSAnews”
- კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი”
- კომპანია “დენტალ ჯორჯია”
ღონისძიებებს უმასპინძლებს სასტუმრო “ძველი თელავი”
დასწრება თავისუფალია. გაიცემა სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
599 01 01 05 თეა გიგაშვილი (კახეთის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი)
599 161 011 გვანცა ქურციკაშვილი (საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი)
555 777 895 ნინო გვასალია (თბილისის ოფისი)