მოწვეული იქნებიან სტუდენტები ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტიდან, ყაზახეთის ყარაგანდის უნივერსიტეტიდან და ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტიდან. ასევე სიტყვით გამოვლენ მოწვეული სპიკერები. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიპლომამდელ, PhD სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მედიცინის, ფარმაციისა და ბიომედიცინასთან დაკავშირებული ყველა ფაკულტეტიდან. კონფერენციაზე განიხილება თანამედროვე მედიცინის, ბიომედიცინისა და ჯანდაცვის აქტუალური საკითხები. წარდგენილი თემები უნდა იყოს კლინიკური ან ექსპერიმენტალური. აბსტრაქტები და პუბლიკაციები უნდა აკმაყოფილებდნენ მოცემულ მოთხოვნებს (გადმოწერეთ: მოთხოვნები), წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ მიიღება.
სარეგისტრაციო ფორმების (გადმოწერეთ: registration form ) გამოგზავნის ბოლო ვადაა: 4 აპრილი, 2014. მისამართზე science@aieti.edu.ge ანsyssa.dtmu@gmail.com.
აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 14 აპრილი.
დამსწრეთათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მაისი.
კონფერენცია გაიმართება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრში 2014 წლის 6-7 ივნისს 09:00 – 18:00 საათზე (თბილისი, გოთუას ქ.14).
სარეგისტრაციო ფორმა და ინსტრუქცია: http://www.
ან დაგვიკავშირდით: ელ-ფოსტა: science@aieti.edu.ge ; syssa.dtmu@gmail.com