დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენუტრი სამეცნიერო ასოციაცია (ს.ა.მ.ს.ა) გიწვევთ – “სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა პირველ სამეცნიერო კონფერენციაზე”, რომელიც ეძღვნება სამედიცინო სკოლა “აიეტი”-ს დაარსებიდან 20 წლის იუბილეს.
მოხსენებებით წარდგებიან დიპლომამდელი სტუდენტები, PhD სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები და მოწვეული სპიკერები მედიცინის, ფარმაციისა და ბიომედიცინასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ფაკულტეტიდან. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
კონფერენცია გაიმართება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრში 2013 წლის 7-8 ივნისს 09:00 – 18:00 საათზე (თბილისი, გოთუას ქ.14). რეგისტრაცია იწყება დილის 9 სთ-ზე, 7 ივნისს. დასწრება თავისუფალია.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
http://icmfr.webs.com/
https://www.facebook.com/syssa.dtmu
https://www.facebook.com/events/317225645043778/?ref=ts&fref=ts
ან დაგვიკავშირდით: ელ-ფოსტა: science@aieti.edu.ge
მარიამ შუბითიძე, ს.ა.მ.ს.ა-ს ვიცე-პრეზიდენტი
ტელ : 599450559
გელით კონფერენციაზე!
პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი
სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაცია
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
ლუბლიანას ქ. 2/6, თბილისი 0159