დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო ასოციაცია (ს.ა.მ.ს.ა) გიწვევთ – “სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა პირველ სამეცნიერო კონფერენციაზე”, რომელიც ეძღვნება სამედიცინო სკოლა “აიეტი”-ს დაარსებიდან 20 წლის იუბილეს. კონფერენცია ტარდება სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიპლომამდელ და PhD სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მედიცინის, ფარმაციისა და ბიომედიცინასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაკულტეტიდან. კონფერენციაზე შესაძლებელია მედიცინასთან დაკავშირებული თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხის წარდგენა, როგორც ზეპირი მოხსენება „სლაიდ-შოუთი“ ან პოსტერი. თემა უნდა იყოს ანალიტიკური ან ექსპერიმენტალური, კვლევითი. კონფერენციის ბოლოს ჟიურის მიერ გამოვლინდება და დაჯილდოვდება I, II, III ადგილზე გასული მოხსენებები და საუკეთესო პოსტერი; ასევე თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. აბსტრაქტები და პუბლიკაციები გამოქვეყნდება.
კონფერენცია გაიმართება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრში 2013წლის 7-8 ივნისს 09:00 – 18:00 საათზე (თბილისი, გოთუას ქ.14)
აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 16 აპრილი მისამართზე science@aieti.edu.ge.
დამსწრეთათვის რეგისტრაციის ბოლო ვადა – 1 მაისი.
სარეგისტრაციო ფორმა: http://www.allshares.ge/download.php?id=7D92531E73
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
http://icmfr.webs.com/
https://www.facebook.com/syssa.dtmu
https://www.facebook.com/events/317225645043778/?ref=ts&fref=ts
ან დაგვიკავშირდით: ელ-ფოსტა: science@aieti.edu.ge
მარიამ შუბითიძე, ს.ა.მ.ს.ა-ს ვიცე-პრეზიდენტი
ტელ : 599450559