თბილისის მესამე საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე (TIDC) მესამე წელია, სტუდენტების და რეზიდენტების სექცია არსებობს. სექციის მიზანია, ახალგაზრდა მკვლევარების წახალისება შემდგომი სამეცნიეროო მუშაობის გაგრძელების თვალსაზრისით.
სექციაში მონაწილეობა სტომატოლოგიის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და ყველა რეზიდენტს შეუძლია. 2012 წლიდან სექციის ხელმძვანელია გვანცა ტაბაღუა – მკვლევარი და დოქტორანტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), “რადიქსის” გენერალური მდივანი, ექიმი-სტომატოლოგი (სტომატოლოგური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”)
სექცია ერთგვარ კონკურსს წარმოადგენს. თითოეული მოხსენება მაქსიმუმ 7 წუთს უნდა გაგრძელდეს. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეული ჟიური ნაშრომებს და მომხსენებელს ხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. საბოლოო ჯამში, ვლინდება სამი გამარჯვებული.
2013 წლის შესარჩევი ეტაპები დასრულდა და გამოვლინდა ის ხუთი მონაწილე, ვინც თბილისის მესამე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციაში მოხსენებით წარსდგება. შერჩევა განხორციელდა თეზისების საშუალებით. მონაწილეობის მსურველთა ნაშრომები, კოდირებული სახით, გადაეგზავნათ ჟიურის წევრებს. ჟიურის არც ერთმა წევრმა არ იცოდა, ვის თეზისს აფასებდა. შეირჩა 4 მონაწილე. მეხუთე მონაწილე კი ქუთაისის სამეცნიერო კონფერენციის “კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები” სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციის გამარჯვებული ლორიტა ამბროლაძეა.
ჟიურის წევრები:
1. თამარ ყურაშვილი – ექიმი-სტომატოლოგი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი. სტომატოლოგიური კლინიკა “Live Dent-ის” დირექტორი.
2. ნათია რუსაძე – კორპორაცია Dentsply-ს სერტიფიცირებული ექიმი კონსულტანტი, თერაპევტ-სტომატოლოგი (სტომატოლოგიური კლინიკა “SapaRus”)
3. ირმა ბაკურაძე – ექიმი სტომატოლოგი, სკც. “რადიქსის” თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ი.მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (ყოფილი MAPO) ორდინატორი. პეტერბურგი. რუსეთი.
4. მარიამ მარგველაშვილი – ექიმი სტომატოლოგი, მეცნიერების მაგისტრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (ფლორენციის და სიენას უნივერსიტეტი)
5. ცირა ბარქაია – ფსიქოლოგი, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების მაგისტრი ( ოსლოს უნივერსიტეტი. ნორვეგია )
მონაწილეები:
“MTA-ს საფუძველზე დამზადებლი მასალების გამოყენება ენდოდონტიურ პრაქტიკაში”
ავტორები: რეზიდენტები – ლიკა გოგილაშვილი, თამარ ბადრიძე
ხელმძღვანელი: მმდ. მაია წიკლაური
სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “Cedex “
MTA (მინერალ ტრიოქსიდ აგრეგატი) ინოვაციურ მასალას წარმოადგენს, რომელიც ფართოდ დაინერგა თანამედროვე სტომატოლოგიაში. მისი გამოყენების არეალი ენდოდონტიურ სტომატოლოგიაში საკმაოდ ფართოა. ის კონკურენციას უწევს ისეთ მასალებს, როგორიცაა კალციუმის ჰიდროქსიდი, ევგენოლის საფუძველზე დამზადებული სილერები და სხვა. აღნიშნული მასალა ხასიათდება მაღალი ბიოშეთავსებადობით, დაბალი პოლიმერიზაციული კუმშვადობით, კარგი რენდგენოკონტრასტულობით, ჰიდროფილურობით, კბილის მაგარი ქსოვილების წარმოქმნის სტიმულაციის უნარით და დაბალი ხსნადობით. პრეპარატის გამოყენების ჩვენებას წარმოადგენს პულპის შემთხვევითი გახსნა, აპექსის, არხის კედლისა და კბილის ღრუს ფსკერის პერფორაცია, არხის რეტროგრადული დაბჟენა.
დღესდღეობით, ენდოდონტიურ პრაქტიკაში, ძირითადად, MTA PROROOT და MTA ANGELUS გამოიყენება. ჩვენი კვლევის მიზანს MTA -ის შემადგენელი ახალი საბჟენი მასალის MTA FILLAPEX ANGELUS -ის გამოიყენება წარმოადგენს, რომელიც სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით მხოლოდ მუდმივი კბილების არხთა დასაბჟენად გამოიყენება.
“ფესვის არხის დაბჟენა თერმაფილის სისტემით”
ავტორი: რეზიდენტი-თეონა გაბედავა
ხელმძღვანელი: ექიმი-სტომატოლოგი მაია წიკლაური
სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”
ფესვთა არხების დაბჟენა თერმაფილის და MicroSeal-ის სისტემით ინოვაციური ტექნიკაა, რომელიც თერმულად დარბილებული გუტაპერჩის გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული მეთოდების გამოყენება უზრუნველჰყოფს ფესვის არხის სამგანზომილებიან ობტურაციას, რაც დადასტურებულია რენტგენოლოგიური გამოკვლევევბით, ასევე ახდენს ფესვის არხის აპიკალური ნაწილის და ლატერალური არხების საიმედო ჰერმეტიზაციას. თერმაფილის და MicroSeal-ის სისტემების საშუალებით არხის დაბჟენა სპეციალური აპარატურის და ინსტრუმენტების გამოყენებას მოითხოვს, ხოლო ობტურაციის წარმატება შესრულების ტექნიკის სისწორეზეა დამოკიდებული. აღნიშნული ნაშრომის მიზანია ამ მეთოდებისთვის საჭირო ინსტრუმენტების და დაბჟენის კლინიკური ეტაპების აღწერა.
“Icon – პირველი მასალა მსოფლიოში კარიესის ინფილტრაციისთვის”
ავტორი: რეზიდენტი- ლელა დუდუჩავა
ხელმღვანელი: მმდ., პროფ., ქეთევან გოგილაშვილი
სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”
ფტორირება თუ ”დაველოდოთ და ვნახოთ” ან პრეპარირება და აღდგენა? დღემდე ეს იყო ვარიანტები დაწყებითი კარიესის მკურნალობაში. ნოვაციური მეთოდი – ”კარიესის მიკროინვაზიური ინფილტრაცია” გვთავაზობს ახალ მიდგომას კარიესოლოგიაში: ჯანმრთელი მაგარი ქსოვილების დაზოგვა, მხოლოდ ერთი ვიზიტი, უმტკივნეულო (ანესთეზიის გარეშე) და პრეპარირების გარეშე მკურნალობა.
ინტელექტუალური პრინციპის თანახმად, კაპილარული ძალებით ინფილტრატი ანუ აიკონი-მაღალი დენადობის მასალა, აღწევს რა დაწყებითი კარიესის კერაში, ახდენს დემინერალიზებული უბნის ჩანაცვლებას, ბლოკავს კარიესოგენული მჟავას დიფუზიას, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ისეთი ზედაპირების დაზიანებას, როგორიცაა პროქსიმალური და გლუვი ზედაპირები. ზოგადად ხელს უშლის კარიესის შემდგომ პროგრესირებას და იცავს მაგარ ქსოვილებს შემდგომი დაზიანებისაგან. იგი გამოდის ორი სახის: აპროქსიმალური და გლუვი ზედაპირებისათვის. იმის გარდა, რომ იგი ბლოკავს კარიესის შემდგომ გავრცელებას, ამასთანავე, შესწევს უნარი დაფაროს თეთრი ლაქები ვესტიბულურ თუ სხვა ზედაპირებზე.
“ოსტეოპლასტიკური საშუალებების გამოყენება პაროდონტოლოგიურ ქირურგიაში”
ავტორი: მე-5 კურსის სტუდენტი – მაია კახიძე
ხელმძღვანელი: მმდ., პროფ., ნატალია დგებუაძე
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი “ჰიპოკრატე”
თანამედროვე პაროდონტოლოგია მოითხოვს ყველა სტომატოლოგიური პროფილის ინტეგრაციას და ფუნდამენტურ თეორიულ ცოდნას. პაროდონტის დაავადებების დროს ავადმყოფის მკურნალობა არის ერთ – ერთი მთავარი და აქტუალური პრობლემა სტომატოლოგიაში. პაროდონტის კომპლექსურ მკურნალობაში შედის არა მარტო თერაპიული, ორტოპედიული და ორტოდონტული მკურნალობა, ასევე პაროდონტოლოგიური ქირურგია, რომლის მთავარი მიზანია კბილის მორფოფუნქციური აქტივობის აღდგენა, ოსტეოპლასტიკური საშუალებების გამოყენებით.
დღესდღეობით უამრავი ოსტეოპლასტიკური საშუალებაა სტომატოლოგიურ ბაზარზე, მინდა ყურადღება გავამახვილო Botiss Biomaterials-ის ახალ პროდუქციაზე. ბიოპროდუქტი, რომელიც მის შემადგენლობაშია, გვაძლევს საშუალებას, მივაღწიოთ ოპტიმალურ რეზულტატს ნებისმიერ კლინიკურ შემთხვევაში. სასიამოვნო სურპრიზი არის ის, რომ მწარმოებელს გააჩნია სრული კრებული ნებისმიერი კლინიკური შემთხვევისთვის. ჩვენი თემა უფრო ნათელი რომ გავხადოთ, მოვიყვან ერთ კლინიკურ შემთხვევას: 36 წლის ქალბატონმა მიმართა ექიმს შემდეგი ჩივილებით: ჩირქდენა კბილ – ღრძილოვანი ჯიბეებიდან, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ტკივილი, ქვედა ფრონტალური კბილების მორყევა, ანამნეზიდან გაირკვა: 16 წლიდან უჩივის ღრძილების ანთებას, მკურნალობა არ ჩატარებულა. მშობიარობის შემდეგ პირი ღრუს მდგომარეობა გართულდა, მიმართა ადგილობრივ სტომატოლოგს, მკურნალობა მოიცავდა ნადების მოცილებას, აპლიკაციებს და ფიზიოთერაპიას. პაციენტმა აღნიშნა დროებითი გაჯანსაღება, ბოლო ორი წელი გამწვავება ვითარადებოდა ყოველ 3 თვეში ერთხელ.
კლინიკურ-რენდგონოლოგიური გამოკვლევებით დაისვა შემდეგი დიაგნოზი: სწრაფად პროგრესირებადი, მძიმე ხარისხის პაროდონტიტი. როგორ შეიძლება დავეხმაროთ ასეთ პაციენტს? რა შედეგს მივიღებთ ქირურგიული ჩარევის შემდეგ, კერძოდ Botiss ბიოპროდუქტის გამოყენებით.
ჩვენს მიერ გამოყენებული იყო Botiss Biomaterials-ის ერთ-ერთი ბიოპროდუქტი „cerabone“ რომელიც ხარის ძვლის საფუძველზეა დამზადებული, მისი ბიოლოგიური შემადგენლობა ანალოგიურია ადამინის ძვილის შემადგენლობასთან, აქვს ჰიდროფილური ზედაპირი, სამგანზომილებიანი სტრუქტურა იძლევა საშუალებას კარგად შეიჭრას სისხლში, ცილებში და მისცეს დასაბამი ძვლის სტიმულაციას, გააჩნია ოპტიმალური წებოვნება და პლასტიკურობა, მისი გამოყენება აუგმენტაციის მიდამოში წარმოებს კონტროლირებადი ინტეგრაციის პროცესით ვიდრე რეზორბციის, რაც დადასტურებულია კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით.
„მინაბოჭკოვანი წკირების უპირატესობანი და მათი გამოყენების ტექნიკა“
რეზიდენტი- ლორიტა ამბროლაძე
სარეზიდენტო ბაზა „ცედექსი“
თემის ხელმძღვანელი მ.მ.დ. ქეთი გოგილაშვლი
მინაბოჭკოვანი წკირების დაახლოებით 60%-ს შეადგენს მინის ბოჭკო, დანარჩენს ეპოქსიდის ფისი და კოქსი. ის იმეორებს არხის ანატომიურ ფორმას. არის ცილინდრული და მწვერვალის მიდამოში ოდნავ ბრტყელი. მის უპრატესობას წარმოადგენს ისიც, რომ არის რენდგენოკონტრასტული და მეტალის წკირისგან განსხვავებით, არ განიცდის კოროზიას, შესაბამისად, ფერს არ უცვლის კბილის ქსოვილებს. ამავდროულად არის ნაკლებ ალერგიული და გამოირჩევა ელასტიურობით. რის გამოც, მცირეა ფესვის მოტეხვის რისკი.
ტექნიკა:
1. ენდოდონტიური მკურნალობა;
2. არხის განბჟენა;
3. წკირის მორგება;
4. სასურველ სიგრძეზე გადაჭრა;
5. ჩაცემენტება (შესაბამისი ტექნიკით);
გასულ წლებში ჟიურის წევრები იყვნენ:
1.თამარ ყურაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი. სტომატოლოგიური კლინიკა “Live Dent-ის” დირექტორი, ექიმი-სტომატოლოგი.
2.ლევან თადუმაძე – მედიცინის დოქტორი (PHD, MD) (ჩაჩავას კლინიკა).
3.პავლე ხუჯაძე – ექიმი-სტომატოლოგი(ნინო ბერიძის ორთოდონტული ცენტრი).
4.მარიკა კუბლაშვილი – მედიცინის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი).
5.მანანა კალანდაძე – მედიცინის დოქტორი, ასოცირებულ პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
6.სოფიო სამხარაძე – მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)
7.ლალი კოჭლაშვილი – ექიმი ორთოდონტი (სტომატოლოგიური კლინკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”.
8.რუსუდან ივანიშვილი – ექიმი სტომატოლოგი (ვლადიმერ მარგველაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა).
9.ნატალია შონია – მედიცინის დოქტორი, პროფესორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი).
1.ნინო ცინცაძე – (ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
2.ანა ბოკუჩავა – (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)
3.გვანცა ტაბაღუა – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი.)
1.თამარ ნიბლაძე – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი)
2.სოფო ფილიევი – (უნვერსიტეტი „ჯეომედი“)
3.ლიკა ხუციშვილი – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი)