24 მარტი ტუბერკულოზის დღეა და ყოველწიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. წელს ტუბერკულოზის დღეს აღნიშნავს ახლადშექმნილი პაციენტთა კავშირიც “საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ“, რითაც უერთდება სხვა ტუბსაწინააღმდეო ღონისძიებებს და ამასთან, თავის შექმნისა და საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების შესახებ აკეთებს განაცხადს.
დღეისათვის საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე წლიურად ტუბერკულოზის 79 შემთხვევა ფიქსირდება, ამასთანავე, პაციენტების 11% ტუბერკულოზის ახალ შემთხვევათა შორის და 38% ტუბერკულოზის წარსულში ნამკურნალევ შემთხვევათა შორის, წამალგამძლეა. ამ უკანასკნელის მკურნალობა კი რთული და ხანგრძლივი პროცესია – საჭიროებს არამარტო სამედიცინო, ფსიქო-სოციალური და სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტას, არამედ მოითხოვს მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს. ამიტომ, ყოველწლიურად, 24 მარტს გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და მთელი საზოგადოების ყურადღების გამძაფრება ტუბერკულოზისადმი ამ დაავადებასთან ბრძოლის ფორმებისა და მეთოდების დახვეწასა და გაძლიერებას ემსახურება.
ტუბერკულოზის კოალიციის მიზანია ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა. მისი ძირითადი ამოცანებია ტუბდაავადებულთა უფლებებისა დაინტერესების დაცვა, თანადგომა, სამართლებრივი და ფსიქო-სოციალური პრობლემების შესწავლა და გადაწყვეტა.
ამ დღესთან დაკავშირებით „საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ“ მართავს სოლიდარობის გვირილა-აქციას, რომლის ფარგებშიც კოალიციასთან დამეგობრებული ორგანიზაციები/პირები გამოხატავენ სოლიდარობას ტუბერკულოზით დაავდაებული პაციენტების მიმართ ტუბერკულოზთან ბრძოლის ნიშნის-გვირილის დაბნევით. ასევე
ასევე „საქართველოს კოალიციამ ტუბერკულოზის წინააღმდეგ“ და საქართველოს წითელმა ჯვარმა 24 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართა სოლიდარობის აქცია/მსვლელობა ლოზუნგით „გამოვავლინოთ, ვუმკურნალოთ, დავამარცხოთ ტუბერკულოზი“, რომლის მიზანიც ტუბერკულოზის პრობლემისადმი საზოგადოების ინტერესის გაზრდა და ტუბდაავადებულთა მხარდაჭერა გახლდათ. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ცნობადი სახეები: ზაალ ჩიქობავა, პაატა გულიაშვილი, დავით დარჩია, ლაშა ყოჩიაშვილი, გიორგი ბახუტაშვილ; სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ტუბერკულოზით დაზარალებული ადამიანები, მოზარდთა სახლი, რომელშიც გაერთიანებულია 21 საჯარო სკოლა, უმაღლესი სასწვალებლების სტუდენტ/ახალგაზრდები და სხვა.
ღონისძიებები
24 მარტი
2015 წლის 24 მარტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისია და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროგრამის ხელშეწყობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ“-ში ჩატარდა ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენცია, რომელშიც სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მონაწილეობას იღებდა კოალიციაც
30 მარტი
ტუბერკულოზის პრევენცია სტომატოლოგიაში
2015 წლის 30 მარტს, საქართველოს პარტლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოალიციის მიერ ორგანიზებული ტუბერკულოზისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, ჩატარდება კონფერენცია “ტუბერკულოზის პრევენცია სტომატოლოგიაში”. კონფერენციის მიზანი ტუბერკულოზის შესახებ სტომატოლოგიური საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლებაა.
პროგრამა:
16:30-17:00 ტუბერკულოზთან ბრძოლის ძირითადი ასპექტები – ეკა სანიკიძე, ფთიზიატრი, აკსმ (ადვოკატირება, კომუნიკაცია, სოციალური მობილიზება) ექსპერტი, საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ
17:00-17:30 ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ეროვნული პროგრამის ფარგლებში – ლელა წაქაძე, ექიმი ფთიზიატრი, საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ/ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი.
17:30-18:00 ტუბერკულოზის გავრცელების რისკფაქტრები და პრევენციული ღონისძიებები სტომატოლოგიური პროფილის დაწესებულებებში – ქეთევან გოგილაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
18:00-18:30 ტუბერკულოზის გამოვლინება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე – თეა ნაცვლიშვილი, ექიმი პაროდონტოლოგი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტი
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
რეგისტრაცია დასრულებულია