თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე (TIDC) მესამე წელია, სტუდენტების და რეზიდენტების სექცია არსებობს. სექციის მიზანია, ახალგაზრდა მკვლევარების წახალისება შემდგომი სამეცნიეროო მუშაობის გაგრძელების თვალსაზრისით.
სექციის თემა თავისუფალია, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს წარმოდგენილი კრიტერიუმებიდან რომელიმეს:
1. წარმოდგენილი უნდა იყოს საინტერესო კლინიკური შემთხვევა;
2. თემატიკა ეხებოდეს სტომატოლოგიის კავშირს მედიცინის სხვა მიმართულებებთან;
3. წარმოდგენილი იყოს კლინიკური კვლევითი ნაშრომი;
4. წარმოდგენილი იყოს რეფერატული კვლევითი ნაშრომი სტომატოლოგიის სფეროს ნოვაციების შესახებ;
სექციაში მონაწილეობა სტომატოლოგიის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და ყველა რეზიდენტს შეუძლია. 2012 წლიდან სექციის ხელმძვანელია გვანცა ტაბაღუა – მკვლევარი და დოქტორანტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), “რადიქსის” გენერალური მდივანი, ექიმი-სტომატოლოგი (სტომატოლოგური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”)
სექცია ერთგვარ კონკურსს წარმოადგენს. თითოეული მოხსენება მაქსიმუმ 7 წუთს უნდა გაგრძელდეს. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეული ჟიური ნაშრომებს და მომხსენებელს ხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. საბოლოო ჯამში, ვლინდება სამი გამარჯვებული.
გასულ წლებში ჟიურის წევრები იყვნენ:
1.თამარ ყურაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი. სტომატოლოგიური კლინიკა “Live Dent-ის” დირექტორი, ექიმი-სტომატოლოგი.
2.ლევან თადუმაძე – მედიცინის დოქტორი (PHD, MD) (ჩაჩავას კლინიკა).
3.პავლე ხუჯაძე – ექიმი-სტომატოლოგი(ნინო ბერიძის ორთოდონტული ცენტრი).
4.მარიკა კუბლაშვილი – მედიცინის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი).
5.მანანა კალანდაძე – მედიცინის დოქტორი, ასოცირებულ პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
6.სოფიო სამხარაძე – მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)
7.ლალი კოჭლაშვილი – ექიმი ორთოდონტი (სტომატოლოგიური კლინკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”.
8.რუსუდან ივანიშვილი – ექიმი სტომატოლოგი (ვლადიმერ მარგველაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა).
9.ნატალია შონია – მედიცინის დოქტორი, პროფესორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი).
1.ნინო ცინცაძე – (ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
2.ანა ბოკუჩავა – (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)
3.გვანცა ტაბაღუა – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი.)
1.თამარ ნიბლაძე – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი)
2.სოფო ფილიევი – (უნვერსიტეტი „ჯეომედი“)
3.ლიკა ხუციშვილი – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი)

2012 წლის გამარჯვებული – თამარ ნიბლაძე
რაც შეეხება 2013 წლის სეზონს, ჟიურის წევრების ვინაობა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული მოხსენებების თემატიკის გათვალისწინებით დაზუსტდება. თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს სტუქტურული ცლილებებია: ჟიურის 3 წევრი სტომატოლოგი იქნება, რომლებიც მხოლოდ სტომატლოგიურ საკითხებს შეაფასებენ, მეოთხე წევრად ფსიქოლოგი ცირა ბარქაია დაემატება. ჟიურის მეხუთე წევრი კი თავად დარბაზი იქნება, რომელიც ყველა მონაწილეს შეაფასებს. პასუხები დაჯამდება და ჟურის დანარჩენი წევრების შეფასებას დაემატება (ჟიური +1 ხმა);
თბილისის მესამე საერთაშორისო კონგრესის სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციისთვის თეზისების მიღება დაიწყებულია და დასრულდება 2013 წლის 10 მარტს. შერჩვევა განხორციელდება რამდენიმე ეტაპად: პირველდი შერჩევა მოხდება თეზისების საშუალებით. მეორე ეტაპზე მოთხოვნილი იქნება ტექსტური, ხოლო მესამე ეტაპზე Power-Point-ში აწყობილი პრეზენტაცია. სექციაში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 5 მოხსენება! თეზისები შეგიძლიათ გადააგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: tabaghuagvantsa@gmail.com
როგორ დავწეროთ თეზისი და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს? იხილეთ თანდართული ფაილი: თეზისის ფორმატი!
გამარჯვებულებისთვის სოლიდური საჩუქრები კონგრესის პარტნიორმა ორგანიზაციებმა დააწესეს.
წარმატებებს გისურვებთ! 🙂