2010 წლის 25 ივლისს RADIX ყვარლის რაიონის სოფელ შილდას ეწვია. შილდის ექიმ-სტომატოლოგის, თეა რაზმაძის, ინიციატივით, კულტურის სახლში 300-მდე ბავშვი შეიკრიბა. მისასალმეელი სიტყვით საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გვანცა ქურციკაშვილი და RADIX-ის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი წარსდგნენ. პირის ღრუს ჰიგიენური მოვლის საშუალებებსა და აუცილებლობაზე ისაუბრეს ნინო გვასალიამ და ლანდა ლურსმანაშვილმა. ბავშვებს საშუალება მიეცათ, მულაჟებზე თავადაც ესწავლათ და სხვებისთვის ეჩვენებინათ კბილების გამოხეხვის სწორი ტექნიკა. ქალბატონმა თეამ ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მშობლების როლზე ისაუბრა და მათ რამდენიმე პრაქტიკული რჩევაც მისცა. სემინარის ბოლოს ყველა მათგანს კომპანია “ქოლგეით-პალმოლივის” მიერ დაწესებული კბილის პასტები, ჯაგრისები და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.
სემინარის შემდეგ RADIX-ის პრეზიდიუმის წევრები ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმს და ყვარლის რაიონის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს ესტუმრნენ. იქვე გადაწყდა, რომ ქალბატონი თეა RADIX-ის რეგიონულ წარმომადგენლად დაინიშნება თავის რაიონში.