რადიქსის ბავშვთა პროგრამის ფარგლებში, 2012 წლის 20 ნოემბერს, RADIX-ის ექიმი სტომატოლოგები, “ქოლგეით-პალმოლივის” ექიმი ბაჭიები და რვაფეხა “ჰენდი” თბილისის 158-ე ბაგა-ბაღს ეწვივნენ. კომპანია “ქოლგეითმა საჩუქრად კბილის პასტები, ჯაგრისები, და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. აღსაზრდელებს სპეციალური, სიმბოლური, სერტიფიკატები იმის დასტურად გადაეცათ, რომ ჰიგიენური მოვლის უნარ-ჩვევებს წარმატებით დაეუფლნენ.
