სიახლეები

რადიქსის  II  საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესისთვის მზადება დაიწყო!

რადიქსი  გთავაზობთ  თანამშრომლობას:

ნებისმიერ  კლინიცისტს შეგიძლიათ  წარმოადგინოთ  საკუთარი კლინიკური ნაშრომი. მოხსენებები შეირჩევა კონკურსის  საშუალებით და  ორ ეტაპად წარიმართება.

პირველი ეტაპი:

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ კლინიკური შემთხვევის დეტალური აღწერილობა (თეზისი) საშუალოდ 1 გვერდის მოცულობით  ( ფონტის ზომა 12;  დაშორება 1.5 ) პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის,  პაროდონტოლოგიის, ლორწოვანი გარსის დაავადებების,  ენდოდონტიის, კბილთა  რესტავრაციის,  ორთოპედიის და  ორთოდონტიის მიმართულებით.

თეზისები  მიიღება  ა.წ. 22 თებერვლამდე.

თეზისების შერჩევა მოხდება  კონგრესის საკონსულტაციო საბჭოს მიერ.

მეორე ეტაპი:

27 თებერვალს, 18 საათამდე,  წარმოდგენილი უნდა იყოს საბჭოს მიერ შერჩეული კლინიკური ნაშრომის ამომწურავი თეორიული და ვიზუალური ( ფოტო ) მასალა. ამის შემდეგ კი  –  რამდენიმე მონაწილე  კონგრესზე მოხსენებით წარსდგება.

კონგრესზე  მოხსენების რეკომენდებული დროა 20 წუთი  (კონგრესის საკონსულტაციო საბჭო  იტოვებს უფლებას, თემის აქტუალობის მიხედვით,  შეამციროს ან  გაზარდოს რეგლამენტი ).

შეფასების კრიტერიუმები იქნება საჯარო და განმარტებული მონაწილეობის ყველა მსურველისთვის.

 

სტუდენტების და რეზიდენტების სექცია:

კონგრესზე ცალკე იმუშავებს ახალგაზრდა სტომატოლოგრბის სექცია. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ თქვენგან შეუძლია. თემა თავისუფალია. თეზისების მიღება – 25 თებერვალს, 18 საათზე შეწყდება. მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტემა საკონკურსო ნაშრომის თეორიული და ვიზუალური ( ფოტო ) მასალა 1 მარტამდე უნდა წარმოადგინონ.

ყურადღება!

მოხსენება არ უნდა შეიცავდეს ფარმაცევტულ კომპანიათა პროდუქციის ან სტომატოლოგიური მასალების სარეკლამო ინფორმაციას.

მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით:

radix.ge@gmail.com

555777895; 514000016

ახალგაზრდულ სექციაში მონაწილეობის მსურველებისთვის: 593 79 25 01 გვანცა

გისურვებთ  წარმატებებს!