2021 წლის 16 მაისს, 12 საათზე, ტელეკომპანია “პულსის” ეთერში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წარმოგიდგენთ კონფერენციას “შეცდომები სტომატოლოგიაში”
პროგრამა
- „სტომატოლოგებისა და მეან-გინეკოლოგების პროფესიული კოლაბორაციის დეფიციტით გამოწვეული შეცდომები და კომპლექსური მკურნალობის გაიდლაინი“ – ქეთევან გოგილაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე. სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ კლინიკური ხელმძღვანელი.-
- “მკურნალობის დროს დაშვებული შეცდომებით მიღებული გართულებების ქირურგიული მართვა” – გიორგი მენაბდე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, ყბა-სახის ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი.
- “პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება და მათი მკურნალობა” – ლანდა ლურსმანაშვილი – სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსის პრეზიდენტი, სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ექიმი პაროდონტოლოგი. (R)
- „მოგწონთ, როდესაც მიგითითებენ თუ როგორ უნდა მოიქცეთ?“ – მაიკლ ბერნდონნერი, კომუნიკაციის ტრენერი და ბიზნეს ქოუჩი. ციურიხისა და სანქტ გალენის უნივერსიტეტების ლექტორი (შვეიცარია). მან თბილისში დააფუძნა მისი შვეიცარიული კომპანიის ფილიალი „შვეიცარიის ინსტიტუტი ტრენინგისა და ქოუჩინგისთვის“. საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი.
- “საყურადღებო შემთხვევები ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობისას”- სოფიო სამხარაძე – მედიცინის დოქტორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამების ხელმძღვანელი.
- “10 შეცდომა კლინიკის დაგეგმარებისას” – ზურაბ ალხანიშვილი, საზოგადოერივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი, კლინიკა “ალბიუსის” მენეჯერი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
- “დაგვიანებული მომარათვიანობის გავლენა ორთოდონტიულ მკურნალობაზე” – ელენე ხარაშვილი – ბავშვთა თერაპვეტი, ორთოდონტი. ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი. საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზოდენტი
- “შესაძლო შეცდომები მოუხსნელი ორთოპედიული კონსტრუქციებით მკურნალობისას”- პავლე ხუჯაძე – ორთოპედი სტომატოლოგი, იმპლანტოლოგი
- “რა მასწავლა საკუთარმა შეცდომებმა და როგორ ვმართე გართულებები.” – თეა ნაცვლიშვილი – სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ “რადიქსის” ვიცე-პრეზიდენტი; სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ქირურგი პაროდონტოლოგი; საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი;
- “შეცდომები და გართულებები ენდოდონტიურ პრაქტიკაში” – გვანცა ტაბაღუა – ენდოდონტისტი, მკვლევარი დოქტორანტი
რეგისტრაცია
ვინაიდან, კონფერენციის თემა სპეციფიკურია და ვიწრო სპეციალისტების აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი, ღონისძიება Live რეჟიმში Facebook-ის დახურულ ჯგუფში გავა, სწორედ ამიტომ, ყველა მონაწილე წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს, რისთვისაც14 მაისამდე უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა. ფორმის შევსების შემდეგ ელ.ფოსტაზე მიიღებთ დახურული ჯგუფის მოსაწვევს. რეგისტრაციის ბმული: სარეგისტრაციო ფორმა
“რადიქსის” პრეზიდენტის მიმართვა
მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო!
მოგეხსენებათ ქვეყანაში არსებული კოვიდ პანდემია არ გვაძლევს შესაძლებლობას 500-მდე კოლეგა კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს ჩვეულ გარემოში, როგორც ეს 2020 წლამდე ხდებოდა. თუმცა, ვფიქრობ, ონლაინ ფორმატისთვის შესაფერისი კონფერენციით დაგიბრუნდით, და დღეს დარგის წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ შეცდომებზე სტომატოლოგიაში, დიახ შეცდომებზე და არა საუკეთესო პრაქტიკაზე.
მინდა გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა მომხსენებლების მიმართ. ვუთხრა უღრმესი მადლობა მათ, რომ მიიღეს ეს გამოწვევა და განსხვავებულ ჭრილში გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ეს დღე ვერ შედგებოდა. ყოველი მათგანის ჩართულობა და გვერდში დგომა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს კომპანიები გახლავთ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, კომპანია “გეა”, პსპ, ბერლინ ხემი, ალბიუსის პერიო კლუბი და, რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა პულსი TV-ს.
გისურვებთ კვირა დღის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარებას, გთხოვთ კითხვების შემთხვევაში მოგვწეროთ კომენტარებში, ან პირადი შეტყობინების სახით, მოგვიანებით კი აუცილებლად გიპასუხებთ.
შევხვდებით 16 მაისს, 12 საათზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ საქმიანობას!
ლანდა ლურსმანაშვილი
„რადიქსის“ პრეზიდენტი