2011 წლის 25 მარტს, სასტუმრო D’Plaza-ში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ის და კომპანია “ქოლგეით-პალმოლივის” ორგანიზებით, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, საქართველოს გინეკოლოგთა ასოციაციის
და კომპანია “სიმილია ფარმას” მხარდაჭერით, ჩატარდა კონფერენცია “სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ორსულებში”. კონფერენციის 200-მდე სტომატოლოგი და გინეკოლოგი დაესწრო. მისასალმებელი სიტყვით RADIX-ის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი და კომპანია ქოლგეით-პალმოლივის წარმომადგენელი ქეთევან ჩხეიძე წარსდგნენ. პროფესორმა გიორგი მენაბდემ სტომატოლოგების და მედიცინის სხვა მიმართულებების ექიმთა კავშირის აუცილებლობაზე ისაუბრა
კონფერენციის ოფიციალური ნაწილი პროფესორ ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილის მოხსენებით “სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ორსულებში” გაიხსნა.
ყურადღება იმ ზოგად დაავადებებსა და მავნე ჩვევებზე გამახვილდა, რომლებიც ორსულთა პირის ღრუზე უარყოფით გავლენას ახდენს და იწვევს სხვადასხვა სტომატოლოგიურ დაავადებებს. ბატონმა მამუკამ დასძინა, რომ რიგი სტომატოლოგიური დაავადებები, რისკის ქვეშ არა მხოლოდ დედის პირის ღრუს, არამედ მთელი ორგანიზმის და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობასაც აყენებს.პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი – ” სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ორსულებში”
პროფესორმა ქეთევან გოგილაშვილმა პირის ღრუში ჰორმონული ცვლილებების გამოვლენაზე ისაუბრა და, კლინიკურ შემთხვევებზე დაყრდნობით, არაერთი რჩევა გაუზიარა როგორც სტომატოლოგებს, ასევე გინეკოლოგებს. ასოცირებულმა პროფესორმა, სოფიო სამხარაძემ, Colgate-ის პირის ღრუს თერაპიული მოვლის საშუალებები მიმოიხილა.
მედიცინის დოქტორი თეა ჩანადირი – “ფიტო-პლაცენტარული უკმარისობის მართვის ალგორითმი”
აღსანიშნავია “ფეტო-პლაცენტარული უკმარისობის მართვის ალგორითმი – პირის ღრუს ინფიცირება და ნაყოფის ჰიპოქსია” მედიცინის დოქტორის, თეა ჩანადირის მოხსენება, რომელიც თანამედროვე გინეკოლოგიის ნოვაციებზე მოგვითხრობდა და გინეკოლოგიის და სტომატოლოგიის სინთეზზე იყო აქცენტირებული.
კონფერენცია ჩაჩავას კლინიკის მშობელთა სკოლის ხელმძღვანელმა, მაკა ზამბახიძემ დახურა. ქალბატონმა მაკამ ფეხმძიმობასთან დაკავშირებულ სტომატოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა – გინეკოლოგიურ ჭრილში.