12 სექტემბერი პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ თარიღს კომპანია „ქოლგეით-პალმოლივის“ ქართული წარმომადგენლობა, RADIX-ის და სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, პროექტით „ჯანმრთელი პირის ღრუს ერთი თვე საქართველოში“ შეხვდა.
2010 წლის 12 სექტემბრიდან, აქცია თბილისის 35 სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩატარდა. ორი მობილური კლინიკა კი ერთი თვის მანძილზე თბილისის სხვადასხვა უბნებში მოძრაობდა. საერთო ჯამში, პროექტში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო. ყველა მათგანმა მიიღო უფასო კონსულტაცია, საჩუქრები და ფასდაკლების ბარათები „ქოლგეითისგან“.
უფასო კონსულტაცია მიმდინარეობდა შემდეგ კლინიკებში: “დენტექსი-95”; “ცედექსი”; “როალ-დენტი”; “ვლადიმერ მარგველაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა; “ზიბექს”; “მედი”; “ლაივ-დენტი”; “ფემილი დენტი”; “ბელა-დენტი”; “ჩემი სტომატოლოგი”; “დენტ-ივერი XXI”; “დენტალ ჰაუსი”; “თბილისი-დენტალი”; “მიულერდენტი”; “დენტ-ოფისი”; “მედი-დენტ+”; “დენსი”; “ელენდენტი”; “პი-ეს დენტალი”; “ნერო-დენტი”; “აი-ბი-დენტ”; “კიმ საფაროვის” სტომატოლოგიური კლინიკა; “სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი “ოპტიმა”; “მოზრდილთა და ბავშვთა #1 მრავალპროფილიანი სტომატოლოგიური პოლიკლინიკა”;“ეფლდენტი”; “დენტალ-ლ”; “კიჭა”; “სითი-დენტი”; “დენტექსპრესი”; “ალგანი-დენტი”; “სმაილი“.
„კიმ საფაროვის“ სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც ყველაზე მეტ პაციენტს მოემსახურა, „დენტალ თბილისობაზე“ ქოლგეითის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ქეთევან ჩხეიძის მიერ დასაჩუქრდა.
მობილურ კლინიკებში პაციენტებს RADIX-ის პრეზიდიუმის წევრები – ნინო გვასალია და ზურაბ ალხანიშვილი ემსახურებოდნენ. აქცია 14 ოქტომბერს დასრულდა.