კომპანია MCI GROUP -ის, საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაცია ISO-ს და მის მიერ აკრედიტირებული გერმანული კომპანია H+S -ის ორგანიზებით, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, 11, 12, 13 თებერვალს ჩატარდა სამედიცინო მენეჯმენტის სერთიფიცირებული ტრეინინგი/სწავლება საერთაშორისო სტანდარტით.
ტრენინგი ჩაატარა საერთაშორისო სტანდარტის ISO-9001 2008-ის ხელმძღვანელმა მიშელ ვებერმა (გერმანია)
ტრენინგის თემატიკა ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტით მართვის ძირითად ასპექტებს.
ტრეინინგის ძირითადი თემატიკა:
1. საერთაშორისო სტანდარტები და მათი მნიშვნელობა სამედიცინო სფეროში
2. ხარისხის მართვის ამოცანები
3. აუდიტი, მისი მნიშვნელობა და აუდიტორთა მომზადება სამედიცინო საქმიანობაში
4. კადრის მართვა სამედიცინო დაწესებულებებში
5. სამედიცინო მენეჯმენტის საფუძვლები და მართვის ამოცანები
6. მომხმარებელზე ორიენტაცია და ურთიერთობის სტანდარტები
8. ხარისხის მართვის სახელმძღვანელო და მისი მნიშვნელობა სამედიცინო დაწესებულებებში (თანამშრომელთა ფუნქცია/მოვალეობები, ჰიგიენური სტანდარტები, მომხმარებელთან ურთიერთობის ნორმები, რენტგენოლოგიური მომსახურეობის ნორმები, ტოპ მენეჯმენტის მართვის სტანდარტები, შინაგანაწესი და ა.შ)
9. დროის მენეჯმენტი
10.ხარისხის მართვაში პასუხისმგებლობის საფუძვლები
ტრენინგის მიზანი:
• კომპანიის სწორი მენეჯმენტი – გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომელთა მეტ ჩართულობას ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში.
• პროფესიული საქმიანობის და მასთან დაკავშირებული რესურსების სწორი მიმართულება მართვის პროცესში.
• მომხმარებელთან სასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება.
• მომხმარებელთა საჭიროებების და მათი მოთხოვნების უკეთ შესწავლის მექანიზმების დაუფლება და მათი მოლოდინის უკეთ დაკმაყოფილების საშუალებების შემუშავება
• დროის და ხარისხის სწორი მართვა და სწორი მართვის პირობებში ხარჯების მაქსიმალური შემცირება
პროექტის არსია ხელი შეუწყოს ქართულ ბაზარზე სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას. მცირე ორგანიზაციებიების კონკურენტული უნარის გაზრდის შესაძლებლობას, უცხოელი მომხმარებლების მოზიდვას, მომხმარებელის გონებაში კომპანიის სანდოობის ხარისხის ამაღლებას.
ტრენინგს რამდენიმე ათეული მონაწილე დაესწრო. ტრენინგის ბოლოს გაიცა საერთაშორისო სერტიფიკატი.