თბილისის მე-13 სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში 19 მაისს ჩატარდება მასტერკლასი.
სტომატოლოგიური სამკურნალო პროცედურების მთავარი ამოცანა დაკარგული ფუნქციის აღდგენა, ხოლო პრევენციული ღონისძიებების – ფუნქციური სტაბილურობის შენარჩუნებაა.
ყბა – კბილთა სისტემა ეს არ არის განყენებული სისტემა, ის ძვლოვანი და კუნთოვანი ჩონჩხის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. შესაბამისად ჩონჩხოვანი და კუნთოვანი ანომალიები და დეფორმაციები, მავნე ყოფითი ჩვევები (ჯდომის პოზიცია, სიარულის მანერა, მჯდომარე ცხოვრების წესი, ტელეფონის გამო თავის მუდმივი დახრითი პოზიცია), დენტალური რესტავრაციები, იქნება ეს თერაპიული თუ ორთოპედიული და ორთოდონტიული მკურნალობა საფეთქელ-ქევდა ყბის სახრსარში და შესაბამისად ყბა-კბილთა სისტემაში ცვლილებებს იწვევს. ამიტომ კურსი ინოფრმატიულია არა მხოლოდ ორთოდონტებისა და ორთოპედებისათვის, არამედ თერაპევტებისათვისაც.
მასტერკლასი მნიშვნელოვანია იმით, რომ თეორიული ცოდნის გარდა დამსწრე აუდიტორია რეალურ პაციენტზე სპიკერთან ერთად დიაგნოსტიკის თითოეულ ეტაპს გაივლის:
- ოკლუზიის მნიშვნელობა რთული ქეისების და პირის ღრუს სრული რეაბილიტაციის დროს;
- დიაგნოსტიკის სიღმისეული ანალიზი;
- სადიაგნოსტიკო პროცედურა – აქსიოგრაფია, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ ყბის მოძრაობის ჩაწერა;
- sdimatrix – ის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფით მოხდება პაციენტის ყბის დინამიკის ჩაწერა;
- თავის ბუნებრივი პოზიციის ციფრული სახის რკალით ციფრულ ფორმატში გადაყვანა;
- თანკბილვის რეგისტრაციის ციფრულ ფორმატში გადაყვანა;
- ამ მონაცემების IOS-სთან და CBCT-თან გაერთიანება;
- არსებული მონაცემების დახმარებით მოხდება ქვედა ყბის სახსრის მდგომარეობის და ოკლუზიის ზუსტი დადგენა;
- დაიგეგმება ქვედა ყბის დიაგნოსტიკური პოზიცია, ფუნქციური wax-up ის დამზადების შესაძლებლობით;
მასტერკლასს ჩაატარებს ლეონიდ ემდიდნი, რომელიც სერტიფიცირებული ორთოდონტი და ორთოპედია, ასევე სპეციალიზდება სეფეთქელ-ქვედა ყბის დარღვევების მქონე პაციენტების და კომპლექსური შემთხვევების ინტერდისციპლინური მკუნრალობის მიმართულებით. აგრეთვე აკრედიტებული სტომატოლოგიური მენეჯმენტის სპეციალისტია.
რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი – ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღები ანგარიშის ნომერი: GE12BG0000000758967200
დანიშნულებაში მიუთითეთ მონაწილის სახელი და გვარი!
დანიშნულება: სახელი / გვარი მასტერკლასში მონაწილეობის საფასური
რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით
+995 555 77 895
radix.ge@gamil.com
ან მოგვწერეთ Facebook/Instagram გვერდზე.