2013 წლის 30 მარტს,“ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის“ ორგანიზებით და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ მხარდაჭერით, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” „ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის პირველი გაერთანებული კონფერენცია“ ჩატარდა.
კონფერენცია ექიმი-გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტ-რეპროდუქტოლოგის, საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქტოლოგიური კლინიკის დირექტორის – არსენ გვენეტაძის მოხსენებით „ინფექციური დაავადებებით გამოწვეული უშვილობის პრობლემები“ გაიხსნა.
მოხსენებით „საშოს ტროფიკა და ინფექციური პრობლემების გადაწყვეტა თანამედროვე კომბინირებული პრეპარატებით“ კომპანია „Euromedex“-ის წარმომადგენელი მზია სულიკაშვილი წარსდგა.
„ინფექციური დაავადებების გამოვლინება პირის ღრუში. სწორი მიდგომა აღნიშნული დაავადებების მქონე პაციენტებთან“ – მოხსენება ექიმმა-სტომატოლოგმა, ყბა-სახის ქირურგმა, იმპლანტოლოგმა კახაბერ გურგენიძემ წარადგინა.
კომპანია “კონტა ფარმას“ წარმომადგენელმა დიანა დავითაშვილმა აუდიტორიას ფლუქოლდის სიროფის და დოლარენის სუსპენზიის ჩვენებები და კლინიკური კვლევები გააცნო.
კონფერენციის მიმდინარეობისას ფოტოჟურნალისტ გოგა ჩანადირის გამოფენა მოეწყო თემაზე: “100 წელს გადაცილებული ადამიანები საქართველოში“.
„თანდაყოლილი ინფექციები და მათი კლინიკური გამოვლინებები ახალშობილებში.“ ექიმი-პედიატრი, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახურის უფროსი, კლინიკა „კურაციოს“ პედიატრიული სამსახურის უფროსი თემურ მიქელაძე
ექიმი-პედიატრმა, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახურის უფროსმა, კლინიკა „კურაციოს“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა თემურ მიქელაძემ ახალშობილებში თანდაყოლილი ინფექციების კლინიკურ გამოვლინებებზე ისაუბრა.
პრეპარატ „კამელინზე“ განხორციელებულ ადრეული (პრეპარატის ავტორის, მაგული მაღლაკელიძის მიერ წარმოებული) და თანამედროვე ექსპერიმენტულ –კლინიკური კვლევების შედეგები ფარმაცევტული კომპანია “კამელინის” გენერალურმა დირექტორმა, ბიოლოგიურ მეცნიერებთა დოქტორმა, 2009 წლის მსოფლიოს “ტოპ” ასეულში შესულმა მეცნიერმა – კობა გურიელიძემ წარადგინა.
კონფერენცია დაიხურა ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანმრთელობითი განათლების მაგისტრის, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” პრეზიდენტის ზურაბ ალხანიშვილის მოხსენებით „ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები და მისი როლი აუტისტურისპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების მაგალითზე” .