2012 წლის 30 ნოემბერს რადიქსის რეგიონული ორგანიზაციის პრეზენტაცია და სამეცნიერო კონფერენცია “კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები” ქუთაისში ჩატარდება!
პროგრამა:
რადიქსი – ჯანმრთელი მომავლისთვის” – ნინო გვასალია (ექიმი-სტომატოლოგი, სკც. რადიქსის ვიცე-პრეზიდენტი)
“კბილთა გათეთრების მეთოდები და გამოყენებული საშუალებები” – გვანცა ტაბაღუა (სკც. რადიქსის გენერალური მდივანი,სტომატოლოგიური კლნიკა “ცედექსის” ექიმი-სტომატოლოგი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი და დოქტორანტი)
“კბილთა რესტავრაციის სტანდარტები”, “საღეჭი კბილების მხატვრული რესტავრაცია” – ირენ ზენტეკი (ექიმი-რესტავრატორი, კბილთა რესტავრაციის სკოლის პედაგოგი, ესთეტიკური
სტომატოლოგიის ცენტრი “ელიტი”)
“დენტინის მომატებული მგრძნობელობა – CSPR in office” – ლანდა ლურსმანაშვილი ( სკც. რადიქსის ვიცე-პრეზიდენტი, ექიმი-სტომატოლოგი, კომპანია “ქოლგეით-პალმოლივის” წარმომადგენელი)
“სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში” – ზურაბ ალხანიშვილი ( სკც. რადიქსის პრეზიდენტი, ექიმი-სტომატოლოგი)
“პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის ძირითადი ასპექტები” – სოფიო სამხარაძე (მმდ. პროფესორი)
რეზიდენტების სექცია:
“ბრუქსიზმი-პრობლემა თანამედროვე სტომატოლოგიაში” – კლინიკა ცედექსის რეზიდენტი თამუნა კალაძე
ხელმძ: მმდ, პროფ. ქეთევან გოგილაშვილი
კარიესის მკურნალობა მინაიონომერული ცემენტების გამოყენებით” – კლინიკა ცედექსის რეზიდენტი თამთა მანაგაძე
ხელმძ: მმდ. მაია წიკლაური
“MTA-ს გამოყენება სტომატოლოგიაში პერფორაციებისა და გახსნილი აპექსის დროს; კლინიკა ცედექსის რეზიდენტი ანა გოლეთიანი
ხელმძ: მმდ. მაია წიკლაური;
“მინაბოჭკოვანი წკირების უპირატესობანი და მათი გამოყენების ტექნიკა თანამედროვე რესტავრაციებში” – კლინიკა ცედექსის რეზიდენტი ლორიტა ამბროლაძე. ხელმძ: მმდ, პროფ. ქეთევან გოგილაშვილი;
რეზიდენტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომებიდან ჟიური შეარჩევს ერთ საუკეთესოს, რომელიც უკონკურსოდ მოხვდება თბილისის მესამე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციაში.
ჟიურის წევრები:
გვანცა ტაბაღუა – ექიმი სტომატოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი და დოქტორანტი; თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციის კოორდინატორი;
ლევან მორჩაძე – ექიმი სტომატოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, რადიქსის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
თენგიზ ლობჟანიძე – ექიმი სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
თამარ ხაჭაპურიძე – ექიმი სტომატოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი; რადიქსის თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
კონფერენცია დაიწყება 11 საათზე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მხარდამჭერები:
კომპანია “ტაკედა ნიკომედი”
კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი”
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება
სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.