2013 წლის 5 ოტომბერს კახეთის მესამე სამეცნიერო კოფერენცია გაიხსნა. კონფერენცია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების მიმოხილვით გახსნა, შემდეგ კი სტომატოლოგიური პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პროგრამებზე ისაუბრა. აღნიშნული პროგრამა საქართველოს ექმთა ასოციაციის და დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტია, რომელიც დღეიდან კახეთის რეგიონშიც იფუნქციონირებს.
კონფერენციის პირველი დღე ექიმ სტომატოლოგებს დაეთმოთ. მოხსენებებით წარსდგნენ: პროფესორი სოფიო სამხარაძე (3M სარესტავრაციო მასალები, მათთან მუშაობის პრაქტიკული რეკომენტაციები. სხვადასხვა თაობის ადგეზიური სისტემების მიმოხილვა), ექიმი ორთოდონტი ლალი კოჭლაშვილი (ორთოდონტის როლი პაციენტის კომპლექსურ მკურნალობაში), რადიქსის ვიცე პრეზიდენტები: ლანდა ლურსმანაშვილი (გენდერული სტერეოტიპების გავლენის კვლევა სტომატოლოგიაში) და ნინო გვასალია (სტომატოლოგთან ნაკლები მიმართვიანობის მიზეზების და ინტენსივობის კვლევა. შიშის ფაქტორი, მისი ზეგავლენა და სტატისტიკა). “ლაკალუტის” პირის ღრუს მოვლის თერაპიული ხაზი ქალბატონმა ირმა ჯანაშიამ წარმოადგინა. ქალბატონმა ეკა ქაჯაიამ კი კომპანია “პრეზიდენტის” პირის ღრუს მოვლის საშუალებები მიმოიხილა. კომპანია “ქოლგეით-პალმოლივმა” ახალი პროდუქტი – “Colgate Total PRO GUM HEALTH” წარმოადგინა.
ღონისძიება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, სტომატოლოგიური კლინიკისა და სასწავლო ცენტრის “ცედექსი”, ჟურნალ “GSAnews”-ის, კომპანია “დენტალ ჯორჯიას”, კომპანია “ქოლგეით-პალმოლივის”, კომპანია “პრეზიდენტის” და ლაკალუტის მწარმოებელი კომპანია “Dr Theiss Naturwaren”-ის მხარდაჭეით ჩატარდა.
კონფერენციის მეორე დღე საქართველოს ექიმთა ასოციაციის და დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ზაზა ხაჭიპერაძემ ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, პედიატრებსა და მედიცინის სხვა მუშაკებს სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხიმგებლობის დაზღვევის პროგრამები გააცნო. სამედიცინო საქმიანობის სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობის მიზეზებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ბესარიონ ირემაშვილმა ისაუბრა. საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა თამარ ლობჟანიძემ სამედიცინო პრაქტიკის ადმინისტრირების მნიშვნელოვანი დეტალები მიმოიხილა. კონფერენცია აკადემიკოს გულნარა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად კერესელიძის მოხსნებით “არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის თანამედროვე ასპექტები” დაიხურა.
რადიქსი მადლობას უხდის სპონსორებს, სპიკერებს, მონაწილეებსა და რეგიონულ წარმომადგენლებს: თეა გიგაშვილს, თეა რაზმაძესა და გვანცა ქურციკაშვილს!
მონაწილე კომპანიები:
- სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”
- საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
- საქართველოს ექიმთა ასოციაცია
- საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო
- “ლაკალუტის მწარმოებელი კომპანია “Dr Theiss Naturwaren”
- პირის ღრუს მოვლის საშუალებები “პრეზიდენტი”
- სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”
- სტომატოლოგიური ჟურნალი “GSAnews”
- კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი”
- კომპანია “დენტალ ჯორჯია”