სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX–ის და კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სემინარები დედოფლისწყაროს რაიონში
სამეცნიერო–კვლევით ცენტრ RADIX-ის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ერთობლივი სემინარები დედოფლისწყაროს რაიონში 2010 წლის 21 აპრილს წარმატებით ჩატარდა. 13 საათზე დედოფლისწყაროს კულტურის სახლში 200-ზე მეტი II და III კლასის მოსწავლე შეიკრიბა. RADIX-ის ექიმმა სტომატოლოგებმა, ნინო გვასალიამ და გვანცა ტაბაღუამ ჩაატარეს ლექცია მასტერ-კლასი პირის ღრუს ჰიგიენური მოვლის საშუალებებზე.
რაიონის ყველა უმცროსკლასელმა მიიღო სპეციალური საჩუქრები, კბილის ჯაგრისები და პასტები კომპანია „ქოლგეით-პალმოლივისგან“.
საინტერესოდ წარიმართა სემინარის მეორე ბლოკიც. მოხსენება კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა თამარ გაბისონიამ წარმოადგინა.
განხილული იყო შემდეგი საკითხები:
1. დროის მართვის მნიშვნელობის ანალიზი, ანუ რატომ არის დროის მართვა მნიშვნელოვანი
2. დროის მართვის ელემენტები
3. როგორ უნდა შევაფასოთ საკუთარი თავი და რატომ არის ამის გაკეთება მნიშვნელოვანი
4. დროის მართვის სხვადასხვა ეფექტური მეთოდები
5. განათლების მიზანი და თანამედროვე მოთხოვნები
6. როგორ უნდა დაიგეგმოს სწავლის პროცესი
7. სწავლისთვის სწორი გარემოს შერჩევა
8. კითხვის და მოსმენის ეფექტური მეთოდები
9. ჩანაწერის გაკეთების მნიშვნელობა და ეფექტური მეთოდები
10. კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროს მიმოხილვა
11. რატომ არის კომპიუტერული ტექნოლოგიების სფერო მნიშვნელოვანი
12. მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევები, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება
13. საგანმანათლებლო პროგრამები
14. საუკეთესო სასწავლებლები მსოფლიოში
15. რატომ ირჩევენ კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალობას
16. შრომითი ბაზრის მიმოხილვა
17. რა ხდება საქართველოში?
ნაჩვენები იქნება რამდენიმე ფილმი, დაკავშირებული ზემოთხსენებულ საკითხებთან.
სემინარს ესწრებოდნენ რაიონის ყველა სკოლის უფროსკლასელები. განსაკუთრებული დაინტერესება შრომითი ბაზრის მიმოხილვამ და სტატისტიკამ გამოიწვია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მხრიდან საინფორმაციო სისტემების სპეციალისტების მიმართ მოთხოვნას შეეხებოდა.
პროექტის ორგანიზატორები და მხარდამჭერები: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (კავკასიის უნივერსიტეტი), კომპანია „ქოლგეით-პალმოლივი“, ქ.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;