სიახლეები

სტუდენტ–სტომატოლოგთა კვლევითი კლუბი სტამბულის უნივერსიტეტში გასული საუკუნის 90 წლებში (1991-92) დაარსდა და დღემდე ორიენტირებულია, მსოფლიო მასშტაბით შეკრიბოს ახალგაზრდა სტომატოლოგები, რომლებიც კვლევით საქმიანობას ეწევიან. დაფუძნებიდან ორ წელიწადში, 1994 წელს, კლუბმა გაუკეთა ორგანიზება ევროპის სტუდენტ სტომატოლოგთა მეთოთხმეტე ყოველწლიურ შეხვედრას.

კლუბი მალევე გაწევრიანდა სტუდენტ სტომატოლოგთა საერთაშორისო ასოციაციაში და ამ ცხრამეტი წლის მანძილზე, 18 ნაციონალურ და 6 საერთაშორისო მასშტაბის კონგრესს უმასპინძლა. 2005 წლამდე, ხუთასამდე წევრის მიერ 153 სამეცნიერო კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგებს პრეზენტაცია კი კლუბის მიერ დაარსებულ ყოველწლიურ სამეცნიერო კონგრესზე მიმდინარეობს.

2012 წლის 27 აპრილს, სტამბულის უნივერსიტეტში მეცხრამეტე ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. წლევანდელ კონგრესს საქართველოს სახელით, რადიქსის გამგეობის წევრები, ანა ბოკუჩავა და თამარ ხაჭაპურიძე ესწრებოდნენ.

ანა ბოკუჩავამ, თამარ ხაჭაპურიძის ხელმძღვანელობით, ოდონტოგენური კისტების  მკურნალობის თანამედროვე მეთოდების კლინიკური შემთხვევები წარადგინა. ნაშრომი  კლინიკა „ფემილი დენტის“ ბაზაზე შეიქმნა.

კონგრესის დასრულების შემდეგ, რადქსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი (საერთაშორისო ურთიერთობების დარგში), თამარ ხაჭაპურიძე, კლუბის და სტამბულის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის პრესპექტივები განიხილეს.