მარკეტინგული აუდიტი, პოზიციონირება ISO სტანდარტების მიხედვით.
13-14 ივლისი, ბაზალეთი (Bazaleti Hotels group – http://www.bazaletilake.ge/)
ბიზნეს საკონსულტაციო, საინვესტიციო ჯგუფი MCI-ის მოწვევით, ივლისში საქართველოს ესტუმრება საერთაშორისო ბიზნეს ექსპერტი, მარკეტინგული აუდიტის კონსულტანტი Friedrich W.Schrafft
საქართველოში პირველად MCI group-ის ორგანიზებით ტარდება სემინარი მარკეტინგული აუდიტის შესახებ – ISO სტანდარტების მიხედვით. სემინარის ხანგრძლივობა არის ორი სრული დღე. სემინარის მოსმენის შემდეგ თქვენ შეძლებთ: შეაფასოთ და შემდგომში გააუმჯობესოთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემა; გამოავლინოთ ორგანიზაციის სუსტი მხარეები და გაატაროთ საკორექციო ღონისძიებები; განსაზღვროთ ახალი სამუშაო პროცესები ISO სტანდარტების მიხედვით; გამოიყენოთ საერთაშორისო გამოცდილება მარკეტინგულ აუდიტში და პოზიციონირებაში ISO სტანდარტების მიხედვით.
ძირითადი აქცენტები სემინარის დროს:
მარკეტინგული აუდიტი როგორც ერთ–ერთი წარმატების ფაქტორი.
მარკეტინგული აუდიტის კონტროლი ISO სტანდარტების მიხედვით.
ბრენდინგი და რეკლამის სახეები.
ბაზარზე კონკურენტების შეფასება, შესწავლა.
კომპანიის პოზიციონირება ISO სტანდარტების მიხედვით.
სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯმენტი
Work Shop (ერთ–ერთი წარმატებული კომპანიის მაგალითზე)
Friedrich W.Schrafft-ის შესახებ:
მონიტორინგი და კადრების მომზადება მსოფლიოს 37 ორგანიზაციაში, მათ შორის AUDI-ს და PORSHE-ს ავტო ცენტრები. სამედიცინო კვლევითი ცენტრი FTG და უმსხვილესი სამშენებლო კომპანია The Alpine Bau Deutschland.
საერთაშორისო ორგანიზაცია H+S დამფუძნებელი, ISO სტანდარტების აუდიტორი მარკეტინგის დარგში.
საერთაშორისო ბიზნეს ექსპერტი, კონსულტანტი ISO სტანდარტების მიხედვით.
სემინარის აუდიტორიას შეადგენს ლოკალური და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, დამწყები ბიზნესმენები, სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურები, ყველა ვისაც სურს მიაღწიოს წარმატებას კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 500 GEL. საფასური მოიცავს: ორი სრული დღით განთავსებას სასტუმრო კომპლექს ბაზალეთში, ტრანსპორტირებას თბილისიდან სასტუმროში და უკან, სამჯერად კვებას, საღამოს გასართობ წვეულებაზე მოსაწვევს, სერტიფიკატს ტრენერის ხელმოწერი
სემინარი
სამედიცინო დაწესებულების მართვა და მოდელირება
ISO სტანდარტების მიხედვით.
15-16 ივლისი, ბაზალეთი (Bazaleti Hotels group – http://www.bazaletilake.ge/)
ბიზნეს საკონსულტაციო, საინვესტიციო ჯგუფი MCI-ის მოწვევით ივლისში საქართველოს ესტუმრება ISO საერთაშორისო სტანდარტების აუდიტორი სამედიცინო დარგში, დრეზდენის სამედიცინო უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელი Michael Weber.
MCI group საქართველოში პირველად ატარებს სემინარს სამედიცინო დაწესებულების მართვის შესახებ – ISO სტანდარტების მიხედვით. სემინარის ხანგრძლივობა არის ორი სრული დღე. სემინარის მოსმენის შემდეგ თქვენ შეძლებთ – მოახდინოთ სამედიცინო დაწესებულების მოდელირება ISO სტანდარტის მიხედვით; გააუმჯობესოთ ხარისხის მენეჯმენტის მთლიანი სისტემა; შეაფასოთ და გააუმჯობესოთ თანამშრომელთა გუნდური მუშაობა; მოახდინოთ ახალი სამუშაო პროცესების განსაზღვრა; შექმნათ ორგანიზაციის მენეჯმენტის მართვის სახელმძღვანელო წარმატებული და მომგებიანი საქმიანობისათვის.
ძირითადი აქცენტები სემინარის დროს:
- სამედიცინო აუდიტის სახეები და მათი მნიშვნელობა.
- აუდიტის დადებითი მხარეები სამედიცინო საქმიანობაში.
- საერთაშორისო მოთხოვნები და სტანდარტები სამედიცინო დაწესებულებაში.
- ჰიგიენის კონტროლი ISO სტანდარტების მიხედვით.
- დრო და თვით მენეჯმენტი.
- ხელმძღვანელობის მისია, პასუხისმგებლობა და მართვა ISO სტანდარტების მიხედვით.
- Work Shop (დროის მენეჯმენტი, ურთიერთობა სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო კომპანიას შორის, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით).
Michael Weber-ის შესახებ:
- სამედიცინო მენეჯმენტის მომხსენებელი Deutsche management service/Germany.
- ISO სტანდარტიზაციის ექსპერტი მსოფლიოს 57 ორგანიზაციაში.
- დრეზდენის სამედიცინო უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელი.
- საერთაშორისო ორგანიზაცია H+S-ის ხელმძღვანელი ISO სტანდარტების მიმართულებით (სერტიფიცირებული აუდიტორი ISO standards).
- ხარისხის მენეჯერი სამედიცინო კომპანია Pluradent/europe.
სემინარის აუდიტორიას შეადგენს ლოკალური და საერთაშორისო კლინიკის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, ყველა ვისაც სურს მიაღწიოს წარმატებას სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მართვაში
მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 500 GEL. საფასური მოიცავს: ორი სრული დრით განთავსებას სასტუმრო კომპლექს ბაზალეთში, ტრანსპორტირებას თბილისიდან სასტუმროში და უკან, სამჯერად კვებას, საღამოს გასართობ წვეულებაზე მოსაწვევს, სერტიფიკატს ტრენერის ხელმოწერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
595 777 317
zurab.alkhanishvili@gmail.com