„ქირურგიიდან პროთეზირებამდე“
პირველად საქართველოში, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით და სამცენიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, გაიმართება საერთაშორისო კონგრესი დენტალურ იმპლანტაციაზე. თემატიკა მოიცავს, როგორც ქირურგიულ, ასევე ორთოპედიულ საკითხებს.
კონგრესის ორგანიზოატორია საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია.
კონგრესის მომხსენებლები არიან მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები დენტალურ იმპლანტოლოგიაში.
კონგრესი ჩატარდება 27 აპრილს, შერატონ მეტეხი პალასში.
კონგრესის სამეცნიერო პროგრამა:
27 აპრილი
10:00-10:30 – კონგრესის გახსნა და მისალმებები.
10:30 – 11:30 – „უკბილო ზედა ყბა: ქირურგიიდან პროთეზირებამდე – დიაგნოზის დასმა, დაგეგმარება, ქირურგიული ეტაპები და პროთეზირება“. დრ. მარტონ იაკუბოვიჩი (გერმანია)
11:30 – 12:00 – „ახალი მიმართულებები დენტალურ იმპლანტოლოგიაში: კავშირი იმპლანტსა და აბატმენტს შორის“. დრ. მარტონ იაკუბოვიჩი (გერმანია)
12:00-12:30 – Coffee Break
12:30 – 13:30 – „სტომატოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი: ღია სინუს-ლიფტინგის კლინიკური ალგორითმი“. დრ. ვალერი კამინსკი (ისრაელი).
13:30-14:00 – „დენტალური იმპლანტების მქონე პაციენტების ორთოპედიული რეაბილიტაცია: ოკლუზიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინება“. პროფ. ვლადიმერ მარგველაშვილი (საქართველო).
14:00-15:00 – Lunch Break
14:00-15:00 – მოდელებზე მუშაობა: ოსტემის LAS-kit და CAS-kit-ის გამოყენებით სინუს ლიფტინგი. დრ. მარტონ იაკუბოვიჩი (გერმანია)
15:00-16:00 – „დენტალური იმპლანტოლოგიის თანამედროვე კონცეფციები: სნუკონ იმპლანტ სისტემის კონკურენტ უნარიანი უპირატესობანი“. დრ. არტურ ზაქარიანი (რუსეთი)
16:00-16:40 – „ძვლის აუგმენტაცია ორალურ იმპლანტოლოგიაში“. დრ. ვიქტორ პოლარი (გერმანია)
16: 40-17:00 – „პირის ღრუს ჰიგიენა დენტალური იმპლანტების მქონე პაციენტებისათვის“. დრ. მარიამ მარგველაშვილი (კოლგეიტი)
17:00 -18:00 – „იმპლანტის სარეცელის მომზადება ტრანსპლანტის ბლოკების სხვადასხვა მეთოდოლოგიების გამოყენებით“. დრ. მ ვალენტინი (გერმანია)
კონგრესზე დასწრების საფასური
რეგისტრაციის თარიღი |
გადასახადი |
15 აპრილამდე |
80 ლარი |
15 აპრილიდან 26 აპრილამდე |
100 ლარი |
27 აპრილი |
120 ლარი |
კონგრესზე დარეგისტრირების ორი ვარიანტი არსებობს:
1. შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა (სარეგისტრაციო ფორმა) და გამოგზავნეთ mari_margvel@yahoo.com. თანხა კი გადარიცხვეთ:
მიმღების დასახელება: საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია
ანგარიშსწორების ანგარიში: GE85 TB70 8373 6080 1000 05/GEL
Bank Code: TBCBGE22
მნიშვნელოვანია: ბანკის ტრასფერში მიუთითეთ კონგრესის სახელი (თბილისის პირველი საერთაშორისო დენტალური იმპლანტაციის კონგრესი) და თქვენი სახელი.
2. მობრძანდით ინგოროყვას N10 მარგველაშვილის სტომატოლოგიურ კლინიკაში და გაიარეთ რეგისტრაცია.
On Site თანხის გადახდა მოხდება ნაღდი ფულით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ https://www.facebook.com/events/594863740541941/
ან დაგვირეკეთ 593 05 3377