2012 წლის 30 ნოემბერს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევით ცენტრ “რადიქსის” რეგიონული ორგანიზაციის პრეზენტაცია და სამეცნიერო კონფერენცია “კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები” ჩატარდა.
კონფერენციას რადიქსის ორთოპედიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი აფხაძე უძღვებოდა. მისასალმებელი სიტყვით ცენტრის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი, რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ექიმი-ორთოპედი ლევან მორჩაძე და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ლობჟანიძე წარსდგნენ.
რადიქსის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო გვასალიამ, ორგანიზაციის მიმდინარე და ყოფილი პროექტები მიმოიხილა. მოხსენებით წარსდგა ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის აღმასრულებელი დირექტორი ნუცა ზურაბიანიც. ქ-ნ-მა ნუცამ საზოგადოებას საპრეზიდენტო პროგრამა “ღიმილიანი საქართველოს” ანგარიში წარუდგინა.
კონფერენციის ოფიციალური ნაწილი რადიქსის გენერალური მდივნის, კლინიკა “ცედექსის” ექიმი-სტომატოლოგის, ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კლვევითი ინსტიტუტის მკვლევარისა და დოქტორანტის გვანცა ტაბაღუას ლექციით “კბილთა გათეთრების მეთოდები და გამოყენებული საშუალებები” გაიხსნა.
ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრ “ელიტის” ექიმმა-სტომატოლოგმა, კბილთა რესტავრაციის სკოლის პედაგოგმა ირენ ზენტეკმა კბილთა მხატვრული რესტავრაციის სტანდარტებზე ისაუბრა და საღეჭი კბილების რესტავრაციის ვიზუალური დემონტრირება მოახდინა.
მოხსენებით წარსდგნენ კომპანია “ტაკედა ნიკომედის” წარმომადგენელი გრიგოლ ქაჯაია: “კალციუმ დ3 ნიკომედისა და ქსეფოკამის გამოყენება სტომატოლოგიაში” და კომპანია ქოლგეით-პალმოლივის წარმომადგენელი ლანდა ლურსმანაშვილი: “დენტინის მომატებული მგრძნობელობა – CSPR in office”;
რადიქსი პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა ლექცია წაიკითხა თემაზე “სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები აუტიტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში”, პროფესორმა სოფიო სამხარაძემ კი პაროდონტს დაავადებათა მკურნალობის ძირითადი ასპექტები მიმოიხილა.
კონფერენციის მეორე ბლოკში იმერეთის რეგიონის წარმომადგენელი რეზიდენტების სამეცნიერო ნაშრომების პრეზენტაციები გაიმართა. სექციის ოთხივე მონაწილე ამჟამად სტომაოლოგიური კლინკა “ცედექსის” რეზიდენტია. აღსანიშნავია, რომ კლინიკა “ცედექსი” ყოვეთვის გამოირჩეოდა ახალგაზრდა სტომატოლოგების სამეცნიერო მუშაობის/აქტვობების სიჭარბითა და მაღალი ხარისხით. მოხსენებებით წარსდგნენ:
- თამუნა კალაძე – “ბრუქსიზმი-პრობლემა თანამედროვე სტომატოლოგიაში” (ხელმძ: მმდ, პროფ. ქეთევან გოგილაშვილი)
- თამთა მანაგაძე – კარიესის მკურნალობა მინაიონომერული ცემენტების გამოყენებით”; (ხელმძ: მმდ. მაია წიკლაური)
- ანა გოლეთიანი- “MTA-ს გამოყენება სტომატოლოგიაში პერფორაციებისა და გახსნილი აპექსის დროს”; (ხელმძ: მმდ. მაია წიკლაური)
- ლორიტა ამბროლაძე – “მინაბოჭკოვანი წკირების უპირატესობანი და მათი გამოყენების ტექნიკა თანამედროვე რესტავრაციებში”; (ხელმძ: მმდ, პროფ. ქეთევან გოგილაშვილი)
ჟიური წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:
- სოფიო სამხარაძე (მ.მ.დ. პროფ.);
- თენგიზ ლობჟანიძე (მ.მ.დ. პროფ);
- ლევან მორჩაძე (ექიმი-ორთოპედი);
- გვანცა ტაბაღუა (ექიმი-სტომატოლოგი)
- ირენ ზენტეკი (ექიმი-ტომატოლოგი)
ჟიურს შეფასებებს მსმენელთა სიმპატიით მოპოვებული ქულებიც დამატა და გამარჯვებული ლორიტა ამბროლაძე გახდა. ლორიტა თბილისის III საერთაშორისო კონგრესზე ოფიციალურ პროგრამაში გამარჯვებული მოხსენებით ჩაჯდება.
კონფერენციას 150-მდე ექიმი-სტომატოლოგი იმერეთის და აჭარის რეგიონიდან ესწრებოდა. თითოეულ მათგანს ჟურნალ “GSAnews” ახალი, მეთოთხმეტე ნომერი და კომპანია ქოლგეითის და კომპანია “ტაკედა ნიომედის” საჩუქრები გადაეცათ.
რადიქსი დიდ მადლობას უხდის ადგილობრვ კოლეგებს არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის და ყურადღებისთვის, დიდი მადლობა თითოეულ დამსწრეს იმ პოზიტიური უკუკავშირისთვის, რასაც თითოეული მომხსენებელი მთელი დღის მანძილზე გრძნობდა.
ღონისძიებები კომპანია “ტაკედა ნიკომედის” და კომპანია “ქოლგეით-პალმოლივის” პარტნიორობით ჩატარდა. მხარდამჭერთა შორის იყვნენ:
- საქართველოს სტომატოოგთა ასოციაცია;
- საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება;
- ქუთაისის რეგიონალური სტომატოოგიური ცენტრი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს სტომატოოთა საბჭო;
- სტომატოლოგიურიკლინკა და სასწავო ცენტრი “ცედექსი”;
- კბილთა რესტავრაციის სკოლა;