2009 წლის 26 დეკემბერს “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს ახალგაზრდასტომატოლოგთა საზოგადოების (სასს-ის) ეგიდით და სამეცნიერო კვლევითი ცენტრ RADIX -ის თანაორგანიზებით ჩატარდა II საშობაო კონფერენცია.
პროექტიგანხორციელდა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, კლინიკების – “დენტექსი95”, “ცედექსი”, “მედი”, “ორთოდონტიული ცენტრის”, სტომატოლოგიური კომპანიაTBILISI DENTALI -ის დახმარებით.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისპრეზიდენტი პროფ. გ. მენაბდე და ვიცე-პრეზიდენტი პროფ. ქ. გოგილაშვილი.
კონფერენცია ჩატარდა ორ ბლოკად. პირველ ბლოკში მოხსენებით ” კბილთა პროფესიული გათეთრებისმეთოდები” აუდიტორიის წინაშე წარსდგა კლინიკა ”მედი”-ს ექიმი-სტომატოლოგი ნ. ხარატიშვილი. მოხსენებით გამოვიდა ასევე მედიცინის დოქტორი, სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი ზ.ჩიჩუა თემით: ” ყბა-სახის მიდამოს სიმსივნეების და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნების ქირურგიული მკურნალობა”;
კონფერენციის II ბლოკი დაეთმო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, უნივერსიტეტ “გეომედის”,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, კლინიკა უნიდენტის და მ. მარგველაშვილის სტ. კლინიკის რეზიდენტების მოხსენებებს.
მომხსენებელთა შესაფასებლადმოწვეული იყო ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – კონსტანტინე მარდალეიშვილი, თსსუ-ის პირის ღრუს, თავისა დაკისრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათადოქტორი, პროფესორი.
თამარ შიშნიაშვილი – თსსუ-ის ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის თერაპიული მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ირმა ხახანაშვილი – კლინიკა DENTEX 95- ექიმი სტომატოლოგი,
მაია წიკლაური – კლინიკა CEDEX – ექიმი სტომატოლოგი.
ნატო შონია – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ხათუნა ტვილდიანი – გეომედის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი.
ზვიად ციკოლია – მედიცინის დოქტორი,
კლინიკა “მედი”-ს სტომ. სამსახურის ხელმძღვანელი.
ოთარ დარჯანია – თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტომ. კურსის ასოცირებულიპროფესორი.
კონფერენციიის ბოლოს ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა.
პირველი ადგილი:
გვანცა ტაბაღუა, თსუ Vკ. ”თანამედროვე ნანოტექნოლოგიური მასალები და მათიგამოყენების პერსპექტივა სტომატოლოგიაში”. თემის ხელმძღვანელი: მ.მ.დ.ასოცირებული პროფესორი ნატა მანჯავიძე.
მეორე ადგილი:
ლანდა ლურსმანაშვილი, ნინო გვასალია – „ანტიბაქტერიული ფოტოდინამიური თერაპია პაროდონტის ანთებითი დაავადებების დროს”.
თემის ხელმძღვანელი: პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან გოგილაშვილი
მესამე ადგილი:
ზურაბ ალხანიშვილი, ნინო გვასალია – ”დეონტოლოგიის და სამედიცინო ეთიკის როლისტომატოლოგიურ პრაქტიკაში”
თემის ხელმძღვანელი: პროფესორი დავით ზურაბიშვილი
სამივე საპრიზო ადგილის მფლობელმა მიიღო 300, 200 და 100 ლარიანი ვაუჩერები TBILISI DENTALI -გან, ”ენდოდონტიის საფუძვლები” ქ. გოგილაშვილის რედაქციით საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისგან, ჟურნალ GSA news -ის ნომრები.
”დეონტოლოგიის და სამედიცინო ეთიკის როლი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში” დაიბეჭდება GSA news -ის შემდეგ ნომერში.
საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოებამ გამოავლინა ფავორიტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ანი ბოკუჩავა . ანი გერმანიაში თანადაფინანსებით, უკონკურსოდ გაემგზავრება ერთთვიან გაცვლით პროგრამაში.
RADIX -მა კი სამი ფავორიტი აარჩია და საჩუქრები და შესაბამისი სერტიფიკატები მარიამ სიჭინავას (თსსუ), ლელა დუდუჩავას (თსუ) და სოფიო ფილიევს (გეომედი) გადასცა.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ექიმი-სტომატოლოგოები, რეზიდენტები ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.