2014 წლის 25-26 ივლისს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-10 საიუბილეო საერთაშორისო კონგრესი, სამეცნიერო – კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით ჩატარდა.On July 25-26, 2014, with the support of RADIX, 10th International Congress of Georgian Dental Association was held. Up to 500 participants attended the Congress. კონგრესი ღონისძიების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ, თბილისის სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნინი ნებიერიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, პროფ. გია მენაბდე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები წარსდგნენ.
ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა, ყველა ის კომპანია და ასოციაციის აქტიური წევრი დააჯილდოვა, რომლებიც გასული 10 წლის მანძილზე კონგრესის მუშაობაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ექიმი სტომატოლოგი გურანდა დიასამიძე, გოდერძი ნაკაშიძე, აბესალომ არაზაშვილი და მამუკა ქავზინაძე, რომლებიც გასული 10 სეზონის განმავლობაში, ყველა კონგრესის დელეგატები გახლდნენ.
ქეთევან გოგილაშვილმა საზოგადოებას კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, აჭარის, სამცხე ჯავახეთის და თბილისის რეგიონული ორგანიზაციების შემდეგ, უკვე აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ ამცნო და დელეგატებს ორგანიზაციის ხელმძღვანელები წარუდგინა.
25 ივლისის სხდომებს ასოციაციის გამგეობის წევრები, ნინო ვადაჭკორია და ვლადიმერ მარგველაშვილი უძღვებოდნენ. მოხსენებებით წარსდგნენ ტამარა შპაკი მოხსენებით “ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები, არხის პრეპარირების და ობტურაციის მიმართ კომპლექსური მიდგომა”, იური ივანოვი (უკრაინა) “3Shape-ციფრული სტომატოლოგიის ლიდერი”, იულია კაბიროვა (გერმანია) “ბგერითი პრეპარირება ჰიგიენიდან ყბა-სახის ქირურგიამდე”. ქეთევან გოგილაშვილმა FDI-ს და “ქოლგეითის” ერთობლივი გაიდლაინის კონცეფცია, კარიესული დაავადებების მენეჯმენტის თანამედროვე პრიციპები წარმოადგინა. რესტავრაციის სკოლის პედაგოგმა, ირენ ზენტეკმა მინაბოჭკოვანი წკირების გამოყენების კლინიკური შემტხვევები განიხილა. მოხსენენებით წარსდგნენ ელენა მენდოსა (რუსეთი), მარია მაკეევა (რუსეთი) და ლარისა ლომიაშვილიც.
26 ივლისის სხდომას ასოციაციის ვიცე პრეზიდენტები, სოფიო სამხარაძე და ზურაბ ალხანიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ოკლუზიასთან დაკავშირებული პრობლემებების გადაჭრის გზებზე პიოტრ ნაგადოვსკიმ (პოლონეთი) ისაუბრა. კონგრესის იუბილესთან დაკავშირებით, უკრაინიდან ცნობილი იმპლანტოლოგი იაროსლავ ზაბლოცკი ჩამობრძანდა და სპა ტიპის სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის თავისებურებებზე საკუთარი გამოცდილება კონგრესის დელეგატებს გაუზიარა. მოხსენებით წარსდგა ენდოდონტისტი ნანა ჩანგელიაც.
დელეგატებს საკუთარი კლინიკური გამოცდილება გაუზიარეს რუსეთში მოღვაწე ქართველმა ორთოდონტმა ზვიად რეკვავამ და ინგლისელმა ლარს ქრისტენსენმაც.
26 ივლისს გაიხსნა ორთოპედიისა და იმპლანტოლოგიის სექცია გიორგი მენაბდისა და ზვიად ციკოლიას ხელმძღვანელობით. მოხსენენებით წარსდგნენ ბელგიელი რუდი და ვესნა ბეკერსები, გერმანელი სპიკერი ოლგა მარბახი და უკრაინიდან ვიქტორ კალენჩუკი, სერგეი პიანგა და რომან ლევანდოვსკი.
პრეზენტაციები წარადგინეს მონაწილე კომპანიებმაც:
“სამედიცინო პერსონალის შეცდომები, დაკისრებული პასუხისმგებლობის სტატისტიკა და პროფესიული დაზღვევა, როგორც დაცვის საიმედო მექანიზმი” – გია ლობჟანიძე, ზაზა ხაჭიპერაძე (საქართველოს ექიმთა ასოციაცია)
“ასეპტიკა, დეზინფექციისა და სტერილიზაციის თანამედროვე მიდგომები პრაქტიკულ სტომატოლოგიაში” – ლევან ჟორჟოლიანი (კომპანია „ჯი-პი-სი“)
” ახალი სიტყვა სტომატოლოგიაში” – ეკა ქაჯაია (კომპანია “ოდრი”, “პრეზიდენტი“)
“ანტიბიოტიკოთერაპია პაროდონტოლოგიაში – სოფიო სამხარაძე (კომპანია „ასტელაფარმა“)
“ჯანმრთელობის და ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის რეალიები” – ნინო შავდია, დეზი ქუთათელაძე ( „დაზღვევის კომპანია ქართუ“)
” მოსახსნელი პროთეზების მოვლის საშუალება” – ანდრეა ვოლოხა (კომპანია „გლაქსოსმიტკლაინი“)
“კბილის მაგარი ქსოვილების რემინერალიზაცია R.O.C.S Medical Minerals-ის გამოყენებით” – გვანცა ტაბაღუა (კომპანია „ჯი-პი-სი“)
“პირის ღრუს მოვლის საშუალებები გერმანიიდან – ლაკალუტის სამკურნალო–პროფილაქტიკური სერია” – ნინო გვასალია (კომპანია „დოქტორ ტაის ნატურვარენი”)
” სტომატოლოგია ბურღისა და ნემსის გარეშე” – თამარ ყურაშვილი (კომპანია „დენტალ მარკეტი“)
კონგრესის ფარგლებში ჩატარდა მასტერ კლასებიც. ოთხი მასტერ კლასი ჩატარდა სასტუმრო “შერატონში”:
– “დენტალური ენდოოსალური იმპლანტაცის საფუძვლები” – მამუკა გოგიბერიძე, გაი კრეჩელი (SGS Dental Georgia)
– “ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები” – ტამარა შპაკი (New Line Dental)
– “მინაბოჭკოვანი ტექნოლოგიების კლინიკური გამოყენება” – ირენ ზენტეკი (კბილთა რესტავრაციის სკოლა)
24-27 ივლისს მასტერ კლასებს სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ “Dental Corner-მა” უმასპინძლა:
– “საღეჭი კბილების რესტავრაცია , IVOCLAR –VIVADET -ის მასალებით მუშაობის თავისებურებები, Tetric N Bulk -ზე მუშაობის ტექნიკა და სპეციფიკაციები (4 მმ სისქის ერთჯერადად გამყარება )” – ვიქტორ დაუბი (Dental Georgia)
– “გადავჭრათ ოკლუზიასთან დაკავშირებული პრობლემები სახის რკალისა და არტიკულატორის გამოყენებით” – პიოტრ ნაგადოვსკი (New Line Dental)
თბილისში, ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“ ტამარა შპაკის New Line Dental) მასტერ კლასი “ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები” ჩატარდა.
კონგრესის სამეცნიერო ნაწილში პოსტერები წარმოადგინეს შემდეგმა მონაწილეებმა:
1. ლია ყარალაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ამნიონ-ქორიონის ალოგენური ბარიერის გამოყენება პაროდონტის დაავადებების მკურნალობაში
2. ანა კაკაბაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ქსოვილოვანი ბიოინჟინერიის მეთოდების გამოყენება ყბა-სახის ძვლოვანი დეფექტების დროს
3. ნინო გვასალია, სალომე ხეცურიანი (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”) – დენტოფობიის გამომწვევი ფაქტორებისა და შიშის ინტენსივობის კორელაციის კვლევა
4. მარიკა ზურმუხტაშვილი, მაია წიკლაური (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – პირის ღრუს ეპითელური კიბოს მკურნალობა კომბინირებული: ქიმიოთერაპიული და მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეთოდით
5. ლანდა ლურსმანაშვილი, ირმა ბაკურაძე (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”) – თავისუფალი არჩევანი თუ შრომითი სეგრეგაციის პრობლემა სტომატოლოგიაში
6. ლევან მორჩაძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) – მოხუცი და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში კბილების ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე მიდგომა
7. მარიამ სიჭინავა, ლევან ბენაშვილი (საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება) – ჰიპოერგიული ანთებითი რეაქციით მიმდინარე აფსცესების და ფლეგმონების, პირგარეთა ქირურგიული ჩარევის დროს კანისAაღდგენა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით
8. ფრიდონ ჯაფარიძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) – აჭარის რეგიონის სასმელი წყლების ფტორის შემცველობის კარტოგრაფიული რუკა და ფტორდეფიციტის კორექციის ალტერნატიული საშუალებები
9. ზურაბ ალხანიშვილი (საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია) – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნვეყოფის კვლევა საქართველოში
10. გვანცა ტაბაღუა – (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”) – ორსული პაციენტების სტომატოლოგიური მზრუნველობის მენეჯმენტი
11. ნესტან შონია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ადამიანის პაპილომა ვირუსის როლი პირის ღრუს ეპითელური ქსოვილის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარებაში
12. ლალი კოჭლაშვილი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) – ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა პრევენციის პრობლემები ახალგაზრდა თაობაში
13. ავთანდილ მაჭავარიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ღეროვანი უჯრედების და ოსტეოპლასტიკური მასალების კომბინირებული გამოყენება ყბა-სახის ტრავმული დაზიანებების დროს
14. ნატალია სუხიტაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – უჯრედული თერაპიის ფონზე მიმდინარე ეპითელიზაციის თავისებურებანი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქიმიური და მექანიკური დაზიანების დროს
15. თამარ ყურაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – მკურნალობის პროცესში მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების როლი ტკივილის ინტენსივობისა და ფიზიკური აქტივობის მახასიათებლებზე
ღონისძიების ფარლგებში ექიმ დიეგო ზარანდიას სტომატოლოგასთან ასოცირებული ჩანახატების გამოფენა გაიმართა.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია მადლობას უხდის მონაწილე / მხარდამჭერ ორგანიზაციებს:
- კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი”
- შპს გლაქსოსმითკლაინი
- შპს ოდრი “პრეზიდენტი”
- შპს ჯი-პი-სი
- შპს ელკადენტი
- შპს ლაკალუტი
- შპს დენტალ-მარკეტი
- შპს იმპლადენტი
- შპს სპრინტ დენტალი
- შპს ეს-ჯი-ეს დენტალ ჯორჯია
- ნიუ ლაინ დენტალი
- შპს ასტელას ფარმა
- შპს ეურომედექსი
- შპს ნიამედიქ პლუსი
- შპს ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში
- შპს ემ.აი.ეს საქართველო
- შპს ინტერდენტი
- შპს დენტსტალ დენტი
- შპს იმპლანტ ლაინ ჯორჯია
- – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- – საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაცია
- – სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”
- – საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება
- – საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია
- – კბილთა რესტავრაციის სკოლა
- – სტომატოლოგიური აკადემია “ალბიუსი”
- – საქართველოს ორთოპედ სტომატოლოგთა კავშირი
- – ლაიანს ქლაბ ინტერნეიშენალ
კონგრესი საზეიმო ბანკეტით დაიხურა. მეთერთმეტე კონგრესი 2015 წლის 17-18 ივლისს ჩატარდება.