2012 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს ორგანიზებით და საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, ლანჩხუთის რაიონში, გრიგოლეთში, სასტუმრო „ანდამატში“ სამეცნიერო კონფერენცია “სტომატოლოგიური მომსახურების თანამედროვე სტანდარტები” ჩატარდა.
მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს გენერალური დირექტორი, საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველოს“ ხელმძღვანელი ნუცა ზურაბიანი და კონფერენციის ორგანიზატორი, საბჭოს გენერალური მდივანი ზურაბ ალხანიშვილი. ნუცა ზურაბიანმა ადგილობრივ სტომატოლოგებს „ღიმილიანი საქართველოს“ მიმდინარეობის მოკლე ანგარიში წარუდგინა.
კონფერენცია რადიქსის პრეზიდენტის, ზურაბ ალხანიშვილის მოხსენებით “სტიგმა და დისკრიმინაცია სტომატოლოგიურ კაბინეტში” გაიხსნა. კლინიკა DentoClub-ის ექიმმა სტომატოლოგმა ლევან კაკაბაძემ დამსწრე საზოგადოებას ქირურგიული სტომატოლოგიის ნოვაციური ტექნოლოგიები გააცნო.
„ღიმილიანი საქართველოს“ ექიმმა რეანიმატოლოგმა ანდრო ბარკალაიამ პირველადი დახმარების ძირითად პრინციპებზე ისაუბრა.
მოხსენებით”კბილთა რესტავრაცია მინაკერამიკული მასალებით” წარსდგა საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ანი გიბიშვილიც;
კონფერენცია დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმონოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა ბიძინა მაჭავარიანმა მედიკამენტური ალერგიების მიმოხილვით;
კონფერენცია ჩატარდა საპრეზიდენტო პროგრამა “ღიმილიანი საქართველოს” ფარგლებში.
ორგანიზატორი: საქართველოს სტომატოლოგთა საბჭო;
მხარდამჭერები: საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება; სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსი“