სიახლეები

2011 წლის 15 მაისს სასტუმრო D’Plaza-ში მორიდი სემინარი ჩატარდა. ტრადიცილად, საღამოს ექიმი პათ-ანატომი დეა ყოლბაია უძღვებოდა. დამსწრეთა აბსოლუტური უმრავლესობა, ქალბატონი დეას მორიგ სალექციო მასალას მოუთმენლად ელოდა და “მკვდარი ღმერთის დღიურიდან” ნამდვილად დიდი საჩუქარი აღმოჩნდა. ორასზე მეტი მსმენელი აღფრთოვანებას სემინარის დასრულების შემდეგაც ვერ მალავდა.

სემინარი “მკვდარი ღმერთის დღიურიდან”
პროგრამა:

1. პროლოგის ნაცვლად ანუ “კოსმიური კვერცხი” და ადამის “არნახული” წარსული;
ა) დაბადება: ვერსია პირველი, მეორე და მესამე;
ბ) ნეანდერეტალური პარადოქსი;
ც) ჰობიტის ექო;
დ) ციკლოპი;

2. კუდიანი ბირთვი და ანგელოზთა ჯარი, ანუ სუპრამენტალური ცნობიერების სათავეებთან;

3. დიონისეს დღიურიდან, ანუ დიონისეს “შემზარავი ზიარება”;
ა) პარნასის მთის აჩრდილები;
ბ) მკვლელობა, როგორც არშემდგარი “სიკვდილის” ამბოხი;
ც) რა კვდება და რა იბადება?
დ) ორსახოვანი დიონისე;
ე) “სიგიჟის ევოლუცია” და მკვდარი ღმერთის “სადიდებელი”;
ფ) დავიწყებული “ხარება”.