მოგესალმებით!
სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი „რადიქსი“ 11 მაისს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ატარებს მე-14 ახალგაზრდულ ფორუმს.
ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მედიცინის ყველა მიმართულების სტუდენტებსა და რეზიდენტებს. წარმოდგენილი თემის ხელმძღვანელი უნდა იყოს პრაქტიკოსი ექიმი ან აკადემიური ხარისხის მქონე პროფესიონალი.
ფორუმში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები.
წინა წელს ფორუმზე 120-ზე მეტი მონაწილე იყო წარმოდგენილი. წელს კი, გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, ველით კიდევ უფრო მასშტაბურ და აქტიურ ჩართულობას.
სიახლე 2025 წელს:
ფორუმის ფარგლებში დაემატება ცალკე სესია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის სტუდენტებისთვის.
სესიის პარტნიორია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაცია.
საპრეზენტაციო თემის მოთხოვნები:
- თემა უნდა იყოს აქტუალური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული
- მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (2-3 ადამიანი)
- პრეზენტაცია უნდა მომზადდეს PowerPoint-ის ფორმატით ან ბეჭდური პოსტერის სახით
- თითოეული პრეზენტაციის ხანგრძლივობა – 7 წუთი
დაჯილდოება:
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს:
I ადგილი – 1000 ლარი
II და III ადგილები – სპეციალური პრიზები
დამატებით, „რადიქსი“ დააჯილდოებს თავის ფავორიტს, ხოლო სპონსორი კომპანიები – თავიანთ ფავორიტ მონაწილეებს.
ფორუმის ბოლოს შემთხვევითობის პრინციპით გამოვლენილი ორი დამსწრე მიიღებს სპეციალურ პრიზებს.
სერტიფიკატი:
ფორუმის ყველა მონაწილესა და დამსწრეს გადაეცემა სერტიფიკატი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 აპრილი
ელ. ფოსტა: radix.ge@gmail.com
რეგისტრაციის საფასური:
ადრეული რეგისტრაცია (20 აპრილამდე):
- მონაწილე – 60 ლარი
- დამსწრე – 40 ლარი
გვიანი რეგისტრაცია (20 აპრილიდან):
- მონაწილე – 80 ლარი
- დამსწრე – 60 ლარი
გადახდის ქვითრის გამოგზავნა სავალდებულოა: radix.ge@gmail.com
რეგისტრაციისათვის შეავსეთ ფორმა
გადახდის რეკვიზიტები:
- მიმღები ბანკი: სს საქართველოს ბანკი
- ბანკის კოდი: BAGAGE22
- ანგარიშის ნომერი: GE47BG0000000874599300
- დანიშნულება: “RYF დამსწრე ან მონაწილე & თქვენი სახელი/გვარი“
გელოდებით ფორუმზე!
კითხვების შემთხევაში მოგვწერეთ მეილზე ან დაგვიკავშირდით:
551 760 860-დავითი
568 552 857-მარიამი