Fair Trees ასე ჰქვია დანიურ კომპანიას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში, ამბროლაურის რაიონში გირჩის თესლის ბიზნესითაა დაკავებული. ბოლსების საშობაო ნაძვის ხეები რაჭის ტყიდანაა და ისინი მთელ ევროპაში იყიდება.  კომპანიის წარმომადგენლებმა რაჭის მოსახლეობის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა იკისრეს და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ.Fair Trees და ბოლსების ფონდის აქცია ამბროლაურში

კომპანიის წარმომადგენლებმა რაჭის მოსახლეობის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა იკისრეს და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. 2013 წლის მაისში  ექიმების გუნდი უფასო გამოკვლევების ჩასატარებლად ამბროლაურის რაოინში გაემგზავრა. რაჭის მოსახლეობას კლინიკა კურაციოს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” და სხვა ექიმები ემსახურებოდნენ. პროექტის მხარდამჭერმა, კომპანია “ქოლგეით-პალმოლივმა” ბავშვებს თერაპიული მოვლის საშუალებები საჩუქრად გადასცა.