თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ახალგაზრდული სექცია
4 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის (TIDC) შემადგენელი ნაწილი სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია იყო. სექციის მიზანს, ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო მუშაობის მოტივაციის შექმნა/წახალისება წარმოადგენდა.
მე-5 საიუბილეო კონგრესთან დაკავშირებით სექციის ფორმატი შეიცვალა.
ახალგაზრდულ სექციაში, ტრადიციულად, მონაწილეობას სტუდენტები და რეზიდენტები მიიღებენ.
სექციის თემა თავისუფალია, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს წარმოდგენილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
- წარმოდგენილი უნდა იყოს საინტერესო კლინიკური შემთხვევა;
- თემატიკა ეხებოდეს სტომატოლოგიის კავშირს მედიცინის სხვა მიმართულებებთან;
- წარმოდგენილი იყოს კლინიკური/სამეცნიერო კვლევითი ნაშრომი;
- წარმოდგენილი იყოს რეფერატული კვლევითი ნაშრომი სტომატოლოგიის სფეროს ნოვაციების შესახებ;
1) მონაწილეობის მსურველმა ელ. ფოსტის საშუალებით 2015 წლის 25 მარტამდე უნდა გადმოაგზავნოს აბსტრაქტი შემდეგ ელ. ფოსტაზე: TIDCyouth@gmail.com . ელ. ფოსტის Subject-ში (წერილის თემა) მიუთითეთ: 5th Scientific conference of RADIX.
1ა) აბსტრაქტის გამოგზავნის შემდეგ თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ წერილს და დამატებით ინფორმაციას კონფერენციის შესახებ. მოხსნების ავტორები რომლებიც მოიპოვებენ კონფერენციაში მონაწიელობის უფლებას, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ TIDC-ის სამეცნიერო კონფერენციაზე სპეციალური პირობებით. (პირობები იხილეთ ქვემოთ)
2) მოხსენების მაქსიმალური ხანგრძლივობა – 7 წუთი. მონაწილეების მიერ წარმოდგენილი მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია, ხოლო დასასრულს წარმოდგენილ მოხსენებებს შეაფასებს ჟიური, აუდიტორია და თავად კონგრესში მონაწილე კონკურსანტები. სექციაში რეგისტრაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა: TIDC 2015. სექციაში რეგისტრაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა: TIDC-2015
3) კონფერენციის დასასრულს გამოვლინდება შემდეგი ტიპის გამარჯვებული მომხსენებლები: ჟიურის ფავორიტები, თავად მონაწილეებისა და მოდერატორების ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩეული ფავორიტი, სპონსორი კომპანიების ფავორიტები. გამარჯვებულ ფავორიტს გამოავლენს ასევე დამსწრე საზოგადოებაც, ხმიც მიცემის პროცედურის შედეგად.
სექციას უხელმძღვანელებს ორგანიზაციაში ახლად დაარსებული ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტი.
ცვლილებაა სექციის მუშაობის პრინციპშიც. წინასწარი შერჩევის საფუძველზე არჩეული ქართველი მონაწილეები ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში იმუშავებენ პრეზენტაციებზე. ჩატარდება ვორქშოფები თემატიკით: “ეფექტური პრეზენტაციის მომზადება სამეცნიერო კონფერენციებზე”, “როგორ უნდა გავხდეთ ეფექტური მომხსენებელი, “ლიდერი, ლიდერის თვისებები და იპოვე ლიდერი საკუთარ თავში”. და სხვა აქტივობები, სადაც სექციის ხელმძღვანელები, მონაწილეები და მოდერატორები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
სექციას უხელმძღვანელებს ორგანიზაციაში ახლად დაარსებული ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტი.
ისტორია
1.ნინო ცინცაძე – (ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტი)
2.ანა ბოკუჩავა – (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სტუდენტი)
3.გვანცა ტაბაღუა – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი.)
1.თამარ ნიბლაძე – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი)
2.სოფო ფილიევი – (უნვერსიტეტი „ჯეომედი“, სტუდენტი)
3.ლიკა ხუციშვილი – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი)
ლელა დუდუჩავა – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი)
2014 წლის გამარჯვებულები:
1. ქეთევან ელიოზაშვილი (ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”, რეზიდენტი)
2. ნინი ნებიერიძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტუდენტი)
3. თეონა ზარანდია, ეკატერინე იაშვილი (სასწავლო ცენტრი “დენტ-ივერი XXI”, რეზიდენტები)
2015 წლის გამარჯვებული
1. ეს შენ ხარ! 🙂
რეგისტრაციის პირობები:
ახალგაზრდულ სექციაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კონგრესის დელეგატებს. ხოლო მსმენელი, რომელიც მონაწილეობას იღებს ახალგაზრდულ სექციაში, რეგისტრირდება განსაკუთრებული პირობებით: აბსტრაქტის გამოგზავნისა და დამადასტურებელი მეილის მიღების შემდეგ, მონაწილეობის ღირებულება 80-ს ნაცვლად 50 ლარს შეადგენს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
პროექტის ხელმძღვანელი – გვანცა ტაბაღუა
Mob: 593 79 25 01
Email: tabaghuagvantsa@gmail.com
ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ნინი ნებიერიძე
Mob: 598 95 11 89
Email: nininebieridze0@gmail.com
Email: Nini@radix.ge