UFHEC უნივერსიტეტი, (სანტო დომინგო, დომინიკის რესპუბლიკა) ქართველ მოქმედ და მომავალ იმპლანტოლოგებს ახალ სასწავლო პროგრამას სთავაზობს/
სასწავლო კურსების პროგრამა
პირის ღრუს ქირურგიის და საბაზისო იმპლანტოლოგიის პროგრამა.
A – 2 დღე თეორიული კურსი
– ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხების თეორიულად განხილვა.
– ვიდეოპროექტირება,სხვადასხვა პრაქტიკული ოპერაცისების ნახვა.
– ანატომიის დეპარტამენტი. მნიშვნელოვანი ანატომიური სტრუქტურების იდენტიფიცირებაზე მუშაობა,(მაქსიმალურად პრაქტიკული თვალსაზრისით) როგორც საწყისი ეტაპი, შემდეგში რეალურ პაციენტთან მუშოაბისათვის.
B – 5 დღე პრაქტიკული მუშაობა პაციენტებთან, სრული დრო, 10 საათი დღეში.
პროგრამა :
1. დიაგნოსტიკის და მკურნალობის დაგეგმვა: კლინიკური გამოცდა, რადიოლოგიური გამოცდა, (Panoramic X-Ray და TAC, სკანერი) და შესწავლა.
2. 15 იმპლანტის მოთავსება ნორმალური ან ვიწრო ალვეოლური ქედის არსებობისას, ძვლის გაფართოების და გაყოფის ტექნიკა.
2. – ზედა ყბის სინუს ლიფტინგი.
პირდაპირი სინუსური ლიფტინგი (Caldwell luc).
არაპირდაპირი სინუსური ლიფტინგი.
ბიომასალა. სინულსლიფტინგის შესაბამისად: კუთხური და მოკლე იმპლანტები.
3.ზედა ყბის სერიოზული ატროფიის რეკონსტრუქცია ძვლის მთლიანი ბლოკით ან ნაწილობრივი გრაფტებით .ბიომასალები.GBR და GTR ტექნიკები.
4. მოთავსება ან დამხმარე ადგილის შექმნა კბილის ექსტაქციის შემდეგ.
5. დაუყოვნებლივი დატვირთვა. ზეწოლის ტექნიკა .ოკლუზია და ორთოპედიული სტომატოლოგია.
ზოგადი ინფორმაცია:
- კურსი მოიცავს 7 დღეს, პლუს ჩამოსვლის დღე, დასვენების დღე და გამგზავრების დღე.
- ორი სტუდენტი განაწილებული იქნება ერთ სტომატოლოგიურ სავარძელზე, ინდივიდუალური მონიტორით. სტუდენტები ერთმანეთს დაეხმარებიან როგორც ასისტენტებიც. ანუ ყველა სტუდენტი გააკეთებს საკუთარ ოპერაციებს და დაეხმარება თანაგუნდელს.
- ტარიფი, 4800 € ან ექვივალენტი ამერიკული დოლარი. სასტუმრო და თვითმფრინავის ბილეთი შედის ფასში.(ფრენა იგულისხმება მადრიდიდან)
- კურსის მასალა
-კურსისთვის საჭირო მასალა უზრუნველყოფილია UFHEC უნივერსიტეტის მიერ, გარდა იმ მასალისა, რომელიც სტუდენტმა უნდა წამოიღოს თან.
– მონაწილემ უნდა უზრუნველყოს:
სტომატოლოგიური იმპლანტის ქირურგიული მოტორის თავები;
პირის ღრუს ქირურგიის ძირითადი ნაკრები: სკალპელი, periosteal, მაკრატელი, რეტრაქტორი, ქირურგიული დამჭერი, ვოლფრამის და ალმასის n º 1,2,3,4, მრგვალი ბორი.
c.-სინუსლიფტინგის და ოსტეოტომიისთვის საჭირო ნაკრები. (კურსის შედაბამისად)
კურსის პრეზენტაცია შედგება თბილისის მეოთხე საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე!