2014 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენცია”დენტალ თბილისობა 2014″ ჩატარდა. კონფერენცია მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება.
კონფერენცია ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ვლადიმერ მარგველაშვილმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვით ასოციაციის პრეზიდენტი, ქეთევან გოგილაშვილი წარსდგა. FDI-ის სპიკერმა მარსია სეგუმ წარადგინა მოხსენება “საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია”. ორსულობის დროს დედის პირის ღრუს მდგომარეობის ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ პროფ. ბენჟამინ პერეზმა ისაუბრა. მოხსენებით “პაროდონტის დაავადებათა კლასიფიკაციები: ისტორიული მიმოხილვა და თანამედროვე მიდგომა” წარსდგა ექიმი პაროდონტოლოგი, რადიქსის სამეცნიერო ხელმძღვანელი თეა ნაცვლიშვილი.
კონფერენციის მეორე ბლოკში მოხსენებებით წარსდგნენ ალერგოლოგები რუსუდან ქარსელაძე, ლია ჟორჟოლიანი და მანანა სოსიაშვილი. პროფესორებმა, რუსუდან ქარსელაძემ და ლია ჟორჟოლიანმა მედიკამენტური ალერგიის სტომატოლოგიური ასპექტები, ანტიბიოტიკების გამოყენების აუცილებლობისა და ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობის შესახებ თანამედროვე გაიდლაინები და კლინიკური გამოცდილების შედეგები წარადგინეს. ქ-ნმა მანანა სოსიაშვილმა წამლისმიერი ალერგიის დიაგნოსტიკური ტესტირების პრეზენტაცია გააკეთა.
ქეთევან გოგილაშვილმა და გვანცა ტაბაღუამ სტომატოლოგიური კლინიკის დიზაინის სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიის ძირითადი პოსტულატების განიხილეს.
კონფერენციის მესამე ბლოკში კბილის ტექნიკოსთა საზოგადოების პრეზენტაცია გაიმართა. საზოგადოება ასოციაციის შიგნიტ დაფუძნდა და ხელმძღვანელად დიმიტრი ტომარაძე დაინიშნა. პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, პროფ. გიორგი მენაბდე, ექიმი ორთოპედები, სატექნიკო ლაბორატორიების ხელმძღვანელები, კბილის ტექნიკოსები და სტომატოლოგიური მაღაზიების წარმომადგენლები წარსდგნენ.
საზეიმო ვითარებაში გაფორმდა მემურანდუმები პარტნიორ ორგანიზაციებთან: სამეცნიერო კვლევით ცენტრ “რადიქსს” ახლადარჩეული პრეზიდენტი ნინო გვასალია წარმოადგენდა. საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოებას – საზოგადოების პრეზიდენტი ანი გიბიშვილი. თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს: უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გულუამ და საქართველოს ორთოპედ სტომატოლოგთა კავშირის თავმჯდომარემ, ლევან პერტენავამ.