იმპლანტაციის საბაზისო კურსი – 28 თებერვალი 2013
საბაზისო კურსი განკუთვნილია დამწყები იმპლანტოლოგებისთვის და მათთვის, ვისაც სურვილი აქვს სწავლა იმპლანტის ჩასმის.
კურსს ატარებენ:
ვარდან ატიანი – ექიმი იმპლანტოლოგი, სამედიცინო ჯგუფ “Alpa Gate”-ის (ისრაელი) ხელმძღვანელი, იმპლანტოლოგიური ცენტრის “Shom Line”-ის ხელმძღვანელი.
არტაკ პეტროსიანი – ექიმი იმპლანტოლოგი, სამედიცინო ჯგუფ “Alpa Gate”-ის (ისრაელი)წამყვანი სპეციალისტი , იმპლანტოლოგიური ცენტრის “Shom Line”-ის წამყვანი სპეციალისტი.
მასტერ-კლასი მოიცავს:
1. თეორიულ ნაწილს.
2. კლინიკური სიტუაციის დემონსტრაციას პაციენტზე (რეალური ოპერაცია).
3. პრაქტიკულ ნაწილს – მანუალური ჩვევების დამუშავება (მუშაობა ცხვრის თავის ქალაზე და ფანტომურ მოდელებზე).
რას ისწავლით კურსზე:
1. მკურნალობის დაგეგმვას. რენტგენის სურათების სწორად წაკითხვას, კლინიკური სიტუაციის მიხედვით იმპლანტის შერჩევას.
2. ქირურგიული კაბინეტის მომზადებას ოპერაციისათვის, საჭირო ქირურგიული ინსტრუმენტების შერჩევას, 4 ხელში მუშაობას.
3. ოსტეოპლასტიკური მასალების მომზადებას მუშაობისათვის
4. ანესთეზიას, განაკვეთების სწორად გაკეთებას, ნაკერების დადებას, იმპლანტის სარეცელის ფორმირებას, იმპლანტების ჩასმას პირველადი სტაბილიზაციის ოპტიმალური ძალით, იმპლანტების ჩასმას სწორი მიმართულებით პოზიციაში.
5. პაციენტის მართვას ოპერაციამდე, ოპერაციის მსვლელობისას და ოპერაციის შემდეგ (პრემედიკაცია, ანალგეზია, პრეპარატების მიღების სქემა და რეკომენდაციები )
6. უკბილო ალვეოლურ ქედზე იმპლანტების ჩასმას, ექსტრაგირებული კბილის ალვეოლაში იმპლანტის ჩასმას.
7. “Alpa Gate”-ის ბიოაქტიური იმპლანტების გამოყენებით პაციენტის რეაბილიტაციის ვადების შემცირებას (ცნებები BIC, ზედაპირი BIOACTIVE).
პრაქტიკული მეცადინეობისას თქვენ საშუალება გექნებათ ჩაატაროთ შემდეგი მანიპულაციები:
– ცხვრის ყბაზე განაკვეთის გატარება, ნაფლეთის ფორმირება.
– უკბილო ყბაზე (ცხვრის თავი) იმპლანტის ჩასმა, იმპლანტის ჩასმა ექსტრაგირებული კბილის ალვეოლაში (ცხვრის ყბაში).
– ნაკერების დადება.
მასტერ-კლასის განრიგი:
09:30-10:00 – რეგისტრაცია
10:00-12:00 – თეორიული ნაწილი (კლინიკური შემთხვევების განხილვა)
12:00-12:30 – Coffee Break
12:30-15:00 – კლინიკური სიტუაციების დემონსტრაცია პაციენტებზე (რეალური ოპერაცია )
15:00-15:30 – Coffee Break
15:30-18:00 – პრაქტიკული მეცადინეობა ფანტომებზე
მასტერ-კლასის ღირებულება 80 ლარი
ჩატარების ადგილი : სტომატოლოგიური ცენტრი „ელიტი” 28.02.2013
კურსის დამთავრებისას გაიცემა სერტიფიკატი
რეგისტრაცია წინასწარია! ადგილები შეზღუდულია!
ირ.აბაშიძის 47. ტელ: 2 22 30 51; 2 91 52 26