კბილთა რესტაცრაციის სკოლა, რადიქსის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, იწყებს კონკურსს რესტავრაციულ სტომატოლოგიაში;
კონკურსის მიზნები:
– ნიჭიერი ახალგაზრდა სტომატოლოგების შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება;
– საღეჭი კბილების რესტავრაციის თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიის პოპულაცია;
– სტომატოლოგიური დახმარების აღმოჩენა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის;
– საზოგადოებაში სტომატოლოგიური საქმიანობის იმიჯის ამაღლება;
– სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმების დახვეწა;
– საუკეთესოთა შორის საუკეთესო ახალგაზრდა ექიმი რესტავრატორის გამოვლენა;
კონკურსში მონაწილეობის წესები:
– კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ექიმ-სტომატოლოგებს, რომლებსაც გააჩნიათ ექიმი-თერაპევტის ლიცენზია და მაქსიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
– კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში და უცხოეთში მომუშავე ექიმ-სტომატოლოგებს;
– კონკურსში მონაწილე ქართველი ექიმი-სტომატოლოგი უნდა იყოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის” წევრი (მიმდინარე წლის პერიოდში);
– კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ საორგანიზაციო ჯგუფისა და პროექტის მხარდამჭერი კლინიკების ექიმებს და მათი ოჯახის წევრებს;
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
– კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
– კონკურსში მონაწილე ექიმი-სტომატოლოგების შერჩევა მოხდება მათ მიერ გამოგზავნილი სარეგისტრაციო ფორმისა და ჟიურის წევრებთან პროფესიული თემატიკით განსაზღვრული გასაუბრების საფუძველზე;
– შერჩეული კანდიდატები კონკურსის I ეტაპზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან ბლეკით კლასი II ტიპის ღრუების რესტავრაციაში მულაჟებზე. სამუშაო უნდა შესრულდეს 2 ხელში, სამუშაო ველის კოფერდამით იზოლაციისა და წინასწარ მოცემული დროის ფარგლებში.
შესრულებულ სამუშაოს შეაფასებს კონკურსის ოფიციალური ჟიური. (კონკურსის მსვლელობამდე კონკურსის მონაწილეებს ჩუტარდებათ თემატური ლექია-მასტერ კლასები კოფერდამის სისტემაზე);
– I ტურში გამარჯვებული კონკურსანტები გადავლენ ფინალურ ტურში, სადაც მათ მოუწევთ მუშაობა უშუალოდ პაციენტის პირის ღრუში, საღეჭი კბილების მიდამოში, სხვადასხვა სიმძიმის კლინიკურ შემთხვევებზე. სამუშაო უნდა შესრულდეს 4 ხელში, სამუშაო ველის კოფერდამით იზოლაციისა და წინასწარ მოცემული დროის ფარგლებში (ფინალურ ტურამდე კონკურსანტებს ჩაუტარდებათ თემატური ლექცია-მასტერკლასები საღეჭი კბილების რესტავრაციის თანამედროვე მეთოდებსა და პრინციპებზე);
ჩატარებული რესტავრაციის საბოლოო შეფასება მოხდება 4-5 დღის შემდეგ, როცა რესტავრაცია მიიღებს საბოლოო სახეს;
– კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება სამეცნიერო კვლევით ცენტრ „რადიქსის” მესამე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის I დღეს, საზეიმო ვითარებაში;
კონკურსის მიმდინარეობის ადგილი, ჟიური და შეფასების სისტემა:
– კონკურსის კლინიკური ნაწილი გაიმართება სტომატოლოგიური კლინიკა „ელიტის” ბაზაზე;
– კონკურსის ჟიური იქნება საერთაშორისო მასშტაბის, რომელიც შეჯიბრის ყოველ ეტაპზე გაეცნობა მონაწილეების მუშაობას;
– მონაწილეებს კონკურსის დაწყებამდე მიენიჭებათ ინდივიდუალური კოდი და ამავე კოდით წარსდგება მათი ნამუშევარი ჟიურის წინაშე, რითაც დაცული იქნება თითოეული კონკურსანტის ანონიმურობა და ჟიურის შეფასება იქნება მაქსიმალურად ობიექტური;
კონკურსის მატერიალურ-ტექნიკური რესურსები
კონკურსის მიმდინარეობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ, მათ შორის პაციენტებიც, რომლებიც შერჩეულ იქნებიან კონკურსანტებისაგან დამოუკიდებლად და თითოეული პაციენტის კბილის დაზიანების სიმძიმე იქნება მაქსიმალურად თანაბარი. კონკურსის მიმდინარეობის ფარგლებში მონაწილეებს მოუწევთ ორგანიზატორების მიერ დარიგებული სპეციალური მაისურების ტარება. (სამედიცინო ფორმის დანარჩენი აქსესუარები – თეთრი შარვალი და ამბულატორიული ფეხსაცმელი უზრუნვლყოფილი უნდა იქნეს კონკურსანტის მხრიდან.)
როგორ დავრეგსტირირდე?
რეგისტრაციისთვის საჭიროა, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ ელექტრონული განაცხადი: http://bit.ly/YxJ3Lh
გარდა ამისა, მოგვაწოდოთ ცნობა სარეზიდენტო ბაზიდან, სადაც მითითებული იქნება სწავლის დაწყების და დასრულების თარიღი ელექტრონულ ფოსტაზე: radix.ge@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 792 501
სიახლე!
მონაწილეობის მსურველთა თხოვნით, განაცხადების მიღება გაგრძელდა 20 მარტის ჩათვლით! სამუშაო გამოცდილებაზე შეზღუდვა კი მოიხსნა, ვინაიდან კონკურსში მონაწილეობას სხვა ქვეყნების წარმომადგნელებიც მიიღებენ!