რადიქსის ფეისბუქის გვერდი გთავაზობთ ახალ კონკურსს “რადიქსის ბურთები”
6 დეკემბრიდან, ყოველ დღე, ფეისბუქის გვერდის ამ ალბომში ( ბმულზე გადასასვლელად დააკლიკეთ აქ! ) ახალი ფოტო დაიდება. ფოტოზე 15 ბურთია, თითოეული ბურთი დანომრილია, თუმცა, ყოველი მათგანის უკან რაღაც ასო ან სიმბოლო იმალება. ფოტოს ქვემოთ იმდენი კომენტარია, რამდენი რიცხვი ან ციფრიცაა გამოსახული ბურთებზე. გვერდის სტუმრები იწონებენ ( “ალაიქებენ”) იმ რიცხვს, რომლის შესაბამისი ასოს გახსნაც უნდათ. მაგალითად, პირველ დღეს ეს ფოტო იყო წარმოდგენილი:
კონკურსის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, ერთი დღის შემდეგ, პირველი ასო გაიხსნა და მივიღეთ შემდეგი სურათი:
გავარკვიეთ, რომ დაშიფრული სიტყვის პირველი ასო D-ა.
ის, ვინც პირველი გამოიცნობს დაშიფრულ სიტყვას, მიიღებს თბილისის II საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის უფასო ვაუჩერს. ) კონგრესი 2012 წლის მარტის თვეში ჩატარდება)
თვითონ სიტყვა კი რადიქსის ახალ სერვისს წარმოადგენს, რომელიც კონკურსის დასრულებისთანავე ამუშავდება!
გამარჯვებული კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. მაშინ დასახელდება, ვინ იყოს ის პირველი, ვინც დაშიფრული ტექსტი პირველმა გამოიცნო.
კონკურსში ჩაერთო კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი”. ის, ვინც სწორ პასუხს მეორე დაასახელებს, ქოლგეითისგან სპეციალურ საჩუქარს, Colgate Sensitive Pro-relief-ის პროფესიულ კბილის პასტას მიიღებს.
წარმატებებს გისურვებთ! 🙂