2024 წლის 17-18 მაისს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ორგანიზებით, თბილისის მე-13 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესი გაიმართება. კონგრესს სასტუმრო “პულმანი” უმასპინძლებს.
წლევანდელი კონგრესის ფარგლებში, რადიქსი ეცდება მოახდინოს ტრადიციული სამეცნიერო კონფერენციების რეფორმატირება და ნოვაციური მოდელი წარუდგინოს კოლეგებს – შექმნას დინამიური და ინტერაქტიული პლატფორმა სტომატოლოგიაში.
სამეცნიერო მოხსენებების ჩვეულებრივი მიდგომის ნაცვლად, კონგრესი ჩატარდება ზედმიწევნით სტრუქტურირებული სესიების ფორმატით, თითოეული სესია (პლენუმი) მასპინძლობს 3-4 გამორჩეულ მომხსენებელს და ექსპერტ-მოდერატორს. ეს ფორმატი ხელს უწყობს უფრო ფოკუსირებული და მიმზიდველი გარემოს შექმნას, ყოველი სესია კი მორგებული იქნება სტომატოლოგიური საზოგადოების სპეციფიკურ ინტერესთა ჯგუფებზე.
წელს კონგრესი სამ ნაწილად გაიყოფა, 17,18 მაისი სამეცნიერო მოხსენებებს დაეთმობა, ხოლო 19 მაისს მოწვეული სპიკერები მასტერკლასებს შემოგთავაზებენ.
სამეცნიერო პროგრამის ნაწილში წარმოდგენილი სესიები
პაროდონტოლოგის როლი კლინიკის გუნდში – სწორი დაგეგმარება – მეტი სარგებელი
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში პაროდონტოლოგიის დარგი საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა. ინფორმაციაზე წვდომამ და თანამედროვე გაიდლაინების ჩვენს პრაქტიკაში ინტეგრაციამ შეცვალა დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმვისა და უშუალოდ მკურნალობის მეთოდები. სექციაში წარმოდგენილი სპიკერები კლინიკური ქეისების მენეჯმენტის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ.
მონაწილეები:
ლანდა ლურსმანაშვილი (ფასილიტატორი), სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მრჩეველი და ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპალნტოლოგიის საზოგადოების ბორდის წევრი და ყოფილი პრეზიდენტი
ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
თეა ნაცვლიშვილი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპალნტოლოგიის საზოგადოების დამფუძნებელი
თამარ მეტრეველი, საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპალნტოლოგიის საზოგადოების დამფუძნებელი
ხელოვნება და მეცნიერება ენდოდონტიაში: A Deep Dive into ENDO
სექციაში განხილული იქნება ენდოდონტიურ პრაქტიკაში არსებული სირთულეები, ხშირად დაშვებული შეცდომები და მათი მენეჯმენტი. რას სთავაზობს დღევანდელი ინდუსტრია პრაქტიკოს ექიმს.
მონაწილეები:
სოფიო სამხარაძე (ფასილიტატორი), საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
მარკ კალოუსტიანი, პროფესორი, ლიბანის ენდოდონტისტთა ასოციაციის არჩეული პრეზიდენტი
ანა ლავრინსკაია, ენდოდონტისტი
სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები, არსებული გამოცდილება და რეკომენდაციები
მონაწილეები:
ქეთევან გოგილაშვილი (ფასილიტატორი), საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი – “რეგულაციები სტომატოლოგიაში – რა სიახლეებია და როგორ აისახება სტომატოლოგიურ პრაქტიკაზე ახალი მოთხოვნები”
მარინა ბაიდაური, ჯანდაცვის სამინისტრო: ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი – “განახლებული ტექნიკური რეგლამენტი სტომატოლოგიაში, კითხხვები და პასუხები”
ნათია ჯალიაშვილი, ექსპერტ-კონსულტანტი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებში. “პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები სამედიცინო დაწესებულებებს”
ხატია ჯიქურიძე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი. “სტომატოლოგიურ რენტგენო-დიაგნოსტიკურ საშუალებებთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები სტომატოლოგიურ დაწესებულებებს”
რთული კლინიკური შემთხვევების ყოვლისმომცველი მკურნალობის დაგეგმარება მულტიდისციპლინარული მიდგომით – ორთოპედიული სტომატოლოგიის სექცია
21 საუკუნეში, მაშინ როდესაც თითოეული პრაქტიკოსითვის უკვე მსოფლიო მასტაბით ნებისმიერი მაღალი დონის ლექცია თუ პრაქტიკული კურსი ხელმისაწვდომია თამამად შეგვიძლია თქვათ რომ ქართველი სპეციალისტები უცხელი კოლეგების გევრდით დგანან და ესთეტიკური სამუშაოებიც უმაღლეს დონეზე სრულდება.
თუმცა ამასთანავე, ჯერ კიდევ გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს რთული, კომპლექსური პაციენტების მართვა, მკურნალობა თუ დაგეგმარება. საიდან უნდა დავიწყოთ? რა მონაცემების შეკრებაა აუცილებელი სრულყოფილი ანამნეზისთვის, რა როლი აქვს სატექნიკო ლაბორატორიას, ორთოდონტსა თუ ორთოპედს, რა სახის კომუნიკაციის პრობლემებს შეიძლება შევეჩეხოთ და როგორ აისახება ეს ყველაფერი საბოლოო შედეგზე? სწორედ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი სექციის მიმდინარეობისას.
პირველად სტომატოლოგიური სივრცეში მოხდება რეალური კლინიკური ქეისის განხილვა, ანამნეზის შეგროვებიდან მკურნალობის ბოლო ეტაპამდე, ჩვენი სპიკერები – ორთოპედი პავლე ხუჯაძე, ორთოდონტი ზვიად რეკვავა და სატექნიკო ლაბორატორიის ხელმძღვანელი დიმიტრი ტომარაძე ინტერდისციპლინური მიდგიმით დიდ სცენაზე განიხილავენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტრანსფორმაციები – ისტორიის, მედიცინის და პოლიტიკის პროგრესის დიქოტომია
პანდემიამ გამოააშკარავა საზღვრები სამეცნიერო ცოდნასა და ამ ცოდნის ფართო საზოგადოებაში გავრცელების მასშტაბს შორის. ამ პანელურ დისკუსიაში განვიხილავთ მნიშვნელოვანი სამედიცინო აღმოჩენების ტრანსფორმაციულ გავლენას გლობალურ ჯანმრთელობაზე – როგორც ცვლიდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციები კაცობრიობის განვითარების გეზს. ჩვენ გავიხსენებთ ისტორიულ ეპოქებს, როცა გადამდები დაავადებები კაცობრიობის უპირატესი გამოწვევა იყო, განსხვავებით თანამედროვეობისგან, სადაც დომინირებს არაგადამდები დაავადებები. გარდა ამისა, ჩვენ ჩავუღრმავდებით განვითარებად მეცნიერულ პერსპექტივებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, კიდევ ერთხელ შეცვალონ ადამიანების ცხოვრება.
➖ ზურაბ ალხანიშვილი, GSA ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების კოორდინატორი. “როგორ იცვლებოდა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები სამეცნიერო აღმოჩენების კვალდაკვალ. დღეს არსებული გამოწვევები და მომავლის პერსპექტივა”
➖ პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, “მე-20 საუკუნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციები, დიდი სამედიცინო მიღწევები და საქართველოს როლი”
➖ დავით რამინაშვილი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ტექნიკური სპეციალისტი. “გლობალური ჯანდაცვის დღეს არსებული გამოწვევები, საერთაშორისო ინტერვენციები და პერსპექტივები”
➖ დეა ყოლბაია, ექიმი პათანატომი, spokesperson. “არაგადამდები დაავადებების მართვის პერსპექტივები, რა ეტაპზე ვართ კიბოს, დიაბეტის და სხვა გენეტიკური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის საშუალებების შემუშავების გზაზე”
პრაქტიკული კურსები
ლეონიდ ემდიმი
თემა: ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ყბა-კბილთა სისტემისა და საფეთქველ-ქვედა ყბის სახსრის მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის დიაგნოსტიკის მონაცემების მოპოვება.
იხილეთ სრულად: https://radix.ge/leonid-emdins-master-class/
მარკ კალოუსტიანი
თემა: ძლიერ მოხრილი ფესვების არხთა სისტემის უსაფრთხო და პროგნოზირებადი მექანიკური დამუშავება EndoStar E3 Azure-ს გამოყენებით
იხილეთ სრულად: https://radix.ge/marckaloustian-masterclass/
+995 598 951 189