2013 წლის 6-7 აპრილს, რადიქსის ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, ჩატარდება თბილისის მესამე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი.
გასული წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი კონგრესი, ფორმატს იცვლის. მარტის დასაწყიში დაიწყება კონკურსი კბილთა რესტავრაციებში, რომელშიც მონაწილეობას მაქსიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე სტომატოლოგები მიიღებენ. კონკურსის საორგანიზაციო და პრაქტიკულ ნაწილში ჩართული იქნებიან სტომატოლოგები მთელი საქართველოდან , სარეზიდენტო ბაზები, კლინიკები, უნივერსიტეტების კათედრები, რომლებიც კონკურსში ჩაერთვებიან როგორც ჟიურის წევრები, დამკვირვებლები , მენტორები და ა. შ.
კონკურსის მიზანია გამოვლინდეს საუკეთესო საუკეთესოთა შორის, ამისთვის შეჯიბრის სხვადასხვა ეტაპზე კონკურსანტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მასტერკლასები და პირველად საქართველოში ჟიური იქნება საერთაშორისო შემადგენლობით. სპეციალურად კონკურსისთვის, თბლისს მსოფლიო მნიშვნელობის კბილთა რესტავრატორი, პროფესორი ლარისა ლომიაშვილი ეწვევა. ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან ქსენია ლაზარევა (სერგეი რადლნსკის სტომატოლოგიური სტუდია “აპოლონია”), ზურაბ გერსამია (ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრი “ელიტი”), ირენ ზენტეკი (ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრი “ელიტი”) და სხვები;
კონკურსის ფინალი შედგება და გამარჯვებული გამოცხადდება თბილისის მესამე საერთაშორისო კონგრესის პირველ დღეს.
კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://radix.ge/contest-2/
კონგრესი ტრადიციულად იქნება ორდღიანი, დაიყოფა თემატურ სექციებად და წარიმართება სხვადასხვა დარბაზებში . კონგრესის მეორე დღე დასრულდება სტუდენტებისა და რეზიდენტების კვლევითი ნაშრომების პრეზენტაციით.
წლევანდელი კონგრესისი თემატიკა ისევ იქნება შერეული, მოიცავს სტომატოლოგიისა და მომიჯნავე სპეციალობების პრაქტიკულად ყველა მიმართულებას, მოხსნებებით წარსდგებიან ქართველი და უცხოელი სპიკერები. კონგრესის მიმდინარეობის პარალელურად გაიმართება სტომატოლოგიური მასალების, ინსტრუმენტების, პირის ღრუს მოვლის საშუალებების , ფარმაცევტული კომპანიების და ა. შ. პროდუქციის გამოფენა.
კონგრესის წინასწარი პროგრამა:
6 აპრილი
სიახლეები და აქტუალური საკითხები სტომატოლოგიაში
სექციის ხელმძღვანელი: ნინო გვასალია;
10:00 – 11:00 კონგრესის გახსნა
11:00 – 12:30 ლარისა ლომიაშვილი (რუსეთი) – პროფესორი, ომსკის სახელმწიფო-სამედიცინო აკადემიის თერაპიული კათედრის გამგე, სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი “კბილთა მხატვრული მოდელირება“
12:30 -13:20 ქამალ მასარვა (ისრაელი) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კომპნია „AlfaGate-ის“ სამედიცინო კონსულტანტი – “შეცდომები იმპლანტოლოგიაში, რისკის ფაქტორები, კონტროლი, თავიდან აცილება”
13:20-14:00 შესვენება
14:00-15:00 გოარ მაზმანიანი (სომხეთი) ერევნის სახელმწიფო უნვერსიტეტის ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრა “ექიმის ტაქტიკა ბავშვთა მეზიალური ოკლუზიის ორთოდონტიული მკურნალობისას”
15:00-15:10 – მარიამ ყუფარაძე (კომპანია „ქოლგეით-პალმოლივი“)
სპეც. საჭიროების სტომატოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
სექციის ხელმძღვანელი: ზურაბ ალხანიშვილი
15:10-15:20 ნინო გვასალია – ექიმი-სტომატოლოგი, ს.კ.ც. “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტი – “სპეც. საჭიროების სტომატოლოგის მნიშვნელობა და გამოწვევები განვითარებულ ქვეყნებში”
15:20-15:35 ანა არგანაშვილი – საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი – “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ჯანდაცვის მომსახურების უფლების რეალიზაციის შესახებ საქართველოში„
15:35-16:10 ზურაბ ალხანიშვილი (საქართველო) – ფილოსოფიის მაგისტრი ჯანმრთელობის ხელშეწყობაში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” პრეზიდენტი – “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფის კვლევა საქართველოში”
16:10-17:00 სოფიო სამხარაძე (საქართველო) – მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) “ქრონიკული დაავადებების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტთა მკურნალობის მენეჯმენტი თერაპიულ სტომატოლოგიაში”
7 აპრილი
სიახლეები და აქტუალური საკითხები სტომატოლოგიაში
სექციის ხელმძღვანელები: ლანდა ლურსმანაშვილი, გიორგი აფხაძე
10:00-10:20 გრანტ ტერ-პოღოსიანი (სომხეთი) – მედიცინის დოქტორი, ერევნის სახელმწიფო უნვერსიტეტის ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრის გამგე. „ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მკურნალობის „სწორი რკალის (straight-wire) ტექნიკა”
10:20-11:20 ვლადილენ ტომაშპოლსკი (უკრაინა) – კლინიკა „პრაქტიკ ტ“ – მთავარი ექიმი, დნეპროპეტროვსკი, სპეციალისტი კბილ-ალვეოლურ ქირურგიაში.“კომპიუტერული ტომოგრაფიის შესაძლებლობები სტომატოლოგიური პაცენტების დიაგნოსტიკაში და მკურნალობის დაგეგმარებაში“
11:20-12:10 ირენ ზენტეკი (საქართველო) – ექიმი რესტავრატორი, კბილთა რესტავრაციის სკოლის პედაგოგი – “მინაბოჭკოვანი ტექნოლოგიები, კბილების შინირების თანამედროვე მეთოდები”
12:10-12:30 ლალი კოჭლაშვილი (საქართველო) – ექიმი ორთოდონტი (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”) – “ორთოდონტია და ინტერდისციპლინარული დაგეგმარება-ესთეტიური და ფუნქციური წარმატება”
12:30-12:50 მიქაელ ნალბანდიანი (სომხეთი) – ერევნის სახელმწიფო უნვერსიტეტის საბშვთა სტომატოლოგიის კათედრა – “სახის ესთეტიკა ენდოდონტიაში”
12:50:13:00 ირენ ზენტეკი (კომპანია „ევრომედექსი“) – “ოსტეოპოროზი და პაროდონტის დაავდებები, ოსტეოგენონის როლი პაროდონტის დაავადებების შემთხვევაში”
13:00 – 14:00 – შესვენება
14:00-14:40 ქეთევან გოგილაშვილი (საქართველო) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალ GSAnews-ის მთავარი რედაქტორი – “პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანების ყველაზე გავრცელებული ფორმები”
14:40-15:40 ქსენია ლაზარევა (უკრაინა) – სერგეი რადლინსკის სტომატოლოგიური კლინიკა-სტუდია „აპოლონის“ ექიმი-სტომატოლოგი, სტომატოლოგიური ხელოვნების ჟურნალ ,,დენტარტის” რედაქტორი, რესტავრაციის საბაზისო კურსის ხელმძღვანელი სერგეი რადლინსკის ბიომიმეტიკური მეთოდის გამოყენებით, „პრიზმა ჩემპიონატის“ ექიმი-ინსტრუქტორი, სასწავლო ცენტრ “აპოლონის” ლექტორი „ფრონტალური კბილების რესტავრაცია ბიომიმეტიკურ კონცეფციაში“
15:40–16:20 – ზურაბ გერსამია (საქართველო) – მედიცინის დოქტორი, „კბილთა რესტავრაციის სკოლის” ხელმძღვანელი , სტომატოლოგიური ცენტრი „ელიტის” მთავარი ექიმი. „ძლიერ დაშლილ კბილების კომპლექსური რესტავრაცია“
16:20–16:40 – ლალი კოჭლაშვილი (საქართველო) ექიმი ორთოდონტი (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”) – “მოსახლეობის მოტივაციის პრობლემა სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობაში”
16:40-17:00 შესვენება
სტუდენტებისა და რეზიდენტების სამეცნიერო კონფერენცია
სექციის ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა
მასტერ-კლასები
კბილთა მხატვრული მოდელირება
8 აპრილი 2013 წ.
მასტერ-კლასი განკუთვნილია იმ ექიმებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რესტავრაციული ტექნოლოგიებით და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება კბილების სივრცით მოდელირებაში.
მასტერ-კლასს ატარებს:
ლარისა ლომიაშვილი – პროფესორი, სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, ომსკის სახელმწიფო-სამედიცინო აკადემიის თერაპიული კათედრის გამგე, უმაღლესი კატეგორიის ექიმი, წიგნი-ბესტსელერის ავტორი „კბილთა მხატვრული მოდელირება და რესტავრაცია”, რომელიც ნათაგმნია რამდენიმე ენაზე.
მასტერ-კლასი მოიცავს:
– თეორიულ ნაწილს (საავტორო ფილმებისა და კლინიკური სიტუაციების დემონსტრირებით).
– პრაქტიკულ ნაწილს (მუშაობა ფოტოპოლიმერული მასალით და პლასტელინით).
თეორიული ნაწილი
- ყბა-სახის სისტემის კლინიკო-მორფოლოგიური მახასიათებლები მხატვრული რესტავრაციის დროს.
- კბილების სივრცითი მოდელირება.
- მოდულური ტექნოლოგიების საფუძველზე კბილთა მოდელირების პრინციპები.
- კარიესის მკურნალობის მინიმალურ-ინვაზიური მეთოდები
პრაქტიკული მეცადინეობა
მიზანი: კბილთა მხატვრული მოდელირების ძირითადი პრინციპების ათვისება
- კბილების მოდელირება დამხმარე მასალებით.
- მოლარების ზედაპირის ოკლუზიური შენების ალგორითმი.
- მოლარების რესტავრაცია კომპოზიტური მასალებით (პირდაპირი მეთოდი).
პრაქტიკული მეცადინეობის დროს ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება დამხმარე მასალებით (პლასტელინით და ფოტოპოლიმერული მასალით) დახვეწოს მანუალური უნარ-ჩვევები და გამოცდილი ტრენერების ხელმძღვანელობით შეასრულოს კბილების სივრცითი მოდელირება.
პრაქტიკული მეცადინეობის დროს აუცილებელია თან იქონიოთ შტოპფერი და საბჟენი (კონუსისებრი და მსხლისებრი).
მასტერკლასის ღირებულება შეადგენს 150 ლარს;
კურსის დამთავრებისას გაიცემა სერტიფიკატი
რეგისტრაცია წინასწარია! ადგილები შეზღუდულია!
ეგისტრაციისთვის მოგვმართეთ შემდეგ ტელეფონებზე: 2 22 30 51; 2 91 52 26; 595 53 23 53
მასტერ-კლასი: წინა კბილების ფორმისა და ტოპოგრაფიის მოდელირება ბიომიმეტიკურ კონცეფციაში
2013 წლის 5 აპრილი
მასტერ-კლასს ატარებს:
ქსენია ლაზარევა (ქ.პოლტავა, უკრაინა) – სერგეი რადლინსკის სტომატოლოგიური კლინიკა-სტუდიის ,,აპოლონის” ექიმი-სტომატოლოგი, სტომატოლოგიური ხელოვნების ჟურნალ ,,დენტარტის” რედაქტორი, რესტავრაციის საბაზისო კურსის ხელმძღვანელი სერგეი რადლინსკის ბიომიმეტიკური მეთოდის გამოყენებით, ,,პრიზმა ჩემპიონატის” ექიმი-ინსტრუქტორი, სასწავლო ცენტრ “აპოლონის” ლექტორი;
თეორიული ნაწილი
• ფრონტალური კბილების კლინიკური ანატომიის საერთო მახასიათებლები და ძირითადი წესები: ფორმა, ანატომიური ელემენტები, ფრონტალურ კბილთა რელიეფი და კონტურები
• -კბილთა რკალში ფრონტალური კბილების ურთიერთშეთანასოვნება, მეზიოდისტალური ზომების გათვლა, ღიმილის ესთეტიკაში ,,ოქროს პროპორციის” როლი
• -მომავალი რესტავრაციის ფერის განსაზღვრა, ესთეტიკური რესტავრაციის ოპტიკური ილუზიები: შუქი და ფერი
• -სერგეი რადლინსკის ბიომიმეტიკური კონცეფცია. კბილის შიგნითა ტოპოგრაფიის დეტალური განხილვა და მისი ზეგავლენა კბილის გარეგნულ მახასიათებელზე.
• -კბილთა III, IV, Vკლასის დეფექტების რესტავრაციის ალგორითმი: იზოლაცია, ადჰეზიური ტექნიკა, კბილის შრეობრივი შენება
• -ფრონტალური კბილების საკონტაქტო პუნქტები და მათი აღდგენის მეთოდები რესტავრაციაში
• -ოკლუზიაში ფრონტალური კბილების ინტეგრაციის წესები. საფინიშო დამუშავების მნიშვნელობა რესტავრაციაში
• -ფრონტალურ კბილთა ჯგუფის რესტავრაციის კლინიკური მაგალითები, მათი ანალიზი;
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს ვიდეოდემონსტრაციას ეკრანზე ჩვენებით:
- ზედა ცენტრალური საჭრელის გვირგვინის რესტავრაცია ბიომიმეტიკური პრინციპით კბილთა შორისი საკონტაქტო პუნკტების შენებით
- რესტავრაციის საბოლოო დამუშავება აშენებული ფორმის შენარჩუნებით
- დისკუსია
მასტერკლასის ღირებულებაა 70 ლარი
კურსის დამთავრებისას გაიცემა სერტიფიკატი
რეგისტრაცია წინასწარია! ადგილები შეზღუდულია!
მასტერ-კლასზე რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ შემდეგ ტელეფონებზე: 2 22 30 51; 2 91 52 26; 595 53 23 53
კონკურსი კბილთა რესტავრაციებში ჩატარდება ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრ “ელიტის” ბაზაზე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით და კბილთა რესტავრაციის სკოლისა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ორგანიზებით;
პარტნიორები:
კომპანია “Tokuyama Dental”, კომპანია “ქოლგეით პალმოლივი”, კომპანია “ტაკედა-ნიკომედი”, კომპანია “პრეზიდენტი”, კბილთა რესტავრაციის სკოლა, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია; ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრ “ელიტი”; სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”; საქართველოს ექიმ ქალთა საზოგადოება; საქართველოს ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა; საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება; ჟურნალი “GSAnews”, სტომატოლოგიური ჟურნალი “დენტ არტი”(უკრაინა);
რეგისტრაცია
კონგრესზე რეგისტრაცია დაიწყო. ღირებულება შეადგენს 60 ლარს (არ შედის მასტერ-კლასების საფასური) . რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 514000016; 555 777 895
თანხის გადახდა ხდება საქართველოს ბანკში შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები ბანკი – ს.ს.საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღები ანგარიშის ნომერი: GE47BG0000000874599300
ბენეფიციარი: სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი “რადიქსი”
დანიშნულება: III სტომატოლოგიური კონგრესის ღირებულება
თანხის გადახდის შემდეგ შეგძლიათ შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/XmTFLg
ხოლო ქვითრის ასლი გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: radix.ge@gmail.com
ან დაგვკავშირდით ზემოთმითითებულ ტელეფონებზე.