🎓 12-ქულიანი სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი თერაპევტი და
ორთოპედი სტომატოლოგებისთვის 🎓
საღეჭი კბილების მომზადების ფუნდამენტური ასპექტები:
პროგნოზირებადი შედეგების მიღწევის სტრატეგიები და ტექნიკები
პირდპირი და არაპირდაპირი რესტავრაციებისათვის
თერაპიული ნაწილი
- რესტავრაციული მასალების სწორი შერჩევა – როგორ შევარჩიოთ მასალები
საჭირო მახასიათებლების მიხედვით და საიზოლაციო სისტემების სწორად
გამოყენების უპირატესობები. - კონტაქტების და პროქსიმალური ფორმების აღდგენა – ამ მოდულში თქვენ
გაეცნობით სრულყოფილ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ კბილების
ბუნებრივი სტრუქტურის აღდგენაში. - ადჰეზიური სისტემები – სწორი ადჰეზიური ტექნიკების შერჩევის
სტრატეგიები და მათი ეფექტური გამოყენება, ასევე პოლიმერიზაციის
პრინციპები და პროცესის კონტროლის ხერხები. - რესტავრაცისი საბოლოო სახე – გაპრიალება, მიკრო და მაკრო რელიეფის შექმნა.
ორთოპედიული ნაწილი
- კერამიკული მასალები და მათი გამოყენება
ორთოპედიულ სტომატოლოგიაში გამოყენებული კერამიკული მასალები, მათი
შედარებითი დახასიათება. საჭირო რაც გაგიმარტივებთ მასალების არჩევის
პროცესს და სწორ გამოყენებას კლინიკური შემთხვევების შესაბამისად
ყოვედღიულ პრაქტიკაში. - საღეჭი კბილების პრეპარირება
კბილი ორთოპედიული გვირგვინისთვის მომზადების ის უმნიშვნელოვანესი
ასპექტები რაც უნდა გაითვალიწინოთ რომ მიიღოთ საუკეთესო ბიომექანიკური
შედეგი, პროცედურის ბანიჯ-ნაბიჯ დეტალური განხილვა. - IDS -დენტინის დაუყონებლივი დალუქვა
პროცედურის არსი, საჭიროა თუ არა რუტინულად IDS მეთოდის გამოყენება,
როდის უნდა გამოვიყენოთ და რა უპირატესობა აქვს IDS მეთოდს? - ადჰეზიური სისტემები
ადჰეზიური სისტემების სწორად გამოყენების მექანიზმი,
სხვადასხვა კერამიკული მასალის გამოყენებისას შესაბამისი სტრატეგიის
შერჩევა საუკწთესო შედეგის მისაღწევად.
ტრენინგი მოიცავს დეტალურ თეორიულ ნაწილს, პრაქტიკული
დემონსტრაციებით, რაც უზრუნველყოფს ყოველი მონაწილისათვის ცოდნის
უფრო სრულყოფილი ათვისების შესაძლებლობას.
მოხსენებით წარსდგება:
თერაპიული ნაწილი
- ნანა ციცქიშვილი – “რადიქსის” ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის
სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
ორთოპედიული ნაწილი
- ნინო გვასალია – “რადიქსის” მრჩეველი და ყოფილი პრეზიდენტი, ევროპის
უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ინგისურენოვანი
პროგრამის მოწვეული ლექტორი ორთოპედიული სტომატოლოგიის
მიმართულებით.
ტრენინგი აკრედიტებულია და მინიჭებული აქვს 12 უპგ ქულა.
ტრენინგის ღირებულება 250 ლარი
რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი – ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღები ანგარიშის ნომერი:
GE47BG0000000874599300
ბენეფიციარი: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსი
დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი!