მე-14 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი 

RADIX წარმოგიდგენთ მე-14 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესს 📍 თბილისი | 15 ნოემბერი საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიება, რომელიც წელს კიდევ ერთხელ გააერთიანებს სტომატოლოგიის სფეროს წამყვან სპეციალისტებსა და პროფესიონალებს.

EuroPerio 11

თეა ნაცვლიშვილი – პირველი ქართველი სტომატოლოგი EuroPerio-ს ექსპერტთა სესიაში ვენა, ავსტრია — 2025 წლის EuroPerio 11-ის ფარგლებში, რომელიც პაროდონტოლოგიის სფეროს ყველაზე მასშტაბური და საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო კონგრესია, რადიქსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თეა ნაცვლიშვილმა წარმატებით წარადგინა მოხსენება ექსპერტთა სესიის ფარგლებში. იგი გახდა პირველი ქართველი სტომატოლოგი, რომელმაც აღნიშნულ სესიაში მონაწილეობა მიიღო სპიკერის სტატუსით. EuroPerio 11 ტარდება…

რადიქსის რიგით მე-14 ახალგაზრდული ფორუმი

მე-14 ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი თბილისში – რეგისტრაცია დასრულდა   სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი „რადიქსი“ 2025 წლის 11 მაისს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მასპინძლობს მე-14 ახალგაზრდულ სამეცნიერო ფორუმს. ფორუმზე მოხსენებების წარსადგენად დარეგისტრირდა 42 ახალგაზრდა მომხსენებელი, რომლებიც წარმოადგენენ კვლევებს მედიცინისა და სტომატოლოგიის მიმართულებით. რეგისტრაცია დასრულებულია.   მონაწილეები წარმოადგენენ როგორც უმაღლეს სასწავლებლებს, ისე სარეზიდენტო ცენტრებს, მათ შორის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის…

სამედიცინო შეცდომების პრევენცია, მართვა და პროცესების გაუმჯობესება

2025 წლის 26 აპრილს, “რადიქსის“ მხარდაჭერით გაიმართება კონფერენცია „სამედიცინო შეცდომები, პაციენტისა და ექიმის უფლებები – ჯანდაცვის სისტემებში თანასწორობისა და კეთილდღეობის ადვოკატირება“. კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში „სეუ“. კონფერენციის ორგანიზატორია „ლინეა ჰელსქეარ გრუპი“, ღონისძიება იმართება ჯანდაცვის ასოციაციასთან თანამშრომლობით. კონფერენცია სამედიცინო შეცდომების პრევენცია, მართვა და პროცესების გაუმჯობესება პაციენტისა და ექიმის უფლებები – ჯანდაცვის სისტემებში თანასწორობისა და კეთილდღეობის…

მულტიდისციპლინური სტომატოლოგია

2025 წლის 27 აპრილს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი” ატარებს კონფერენციას “მულტიდისციპლინური სტომატოლოგია”. კონფერენცია ტარდება კახეთში, თელავში. კონფერენცია აკრედიტირებულია და მინიჭებული აქვს 6 უპგ ქულა. მულტიდისციპლინური სტომატოლოგია 27 აპრილი პროგრამა 12:00 – 12:30რეგისტრაცია 12:30 – 13:00 გახსნა 13:00-14:00 სოფო სამხარაძე – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.  …

რადიქსის რიგით მე-14 ახალგაზრდული ფორუმი

მოგესალმებით!   სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი „რადიქსი“ 11 მაისს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ატარებს მე-14 ახალგაზრდულ ფორუმს. ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მედიცინის ყველა მიმართულების სტუდენტებსა და რეზიდენტებს. წარმოდგენილი თემის ხელმძღვანელი უნდა იყოს პრაქტიკოსი ექიმი ან აკადემიური ხარისხის მქონე პროფესიონალი. ფორუმში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები. წინა წელს ფორუმზე 120-ზე მეტი მონაწილე იყო წარმოდგენილი. წელს კი, გაზრდილი…

12-ქულიანი სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი თერაპევტი და ორთოპედი სტომატოლოგებისთვის

🎓 12-ქულიანი სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი თერაპევტი და ორთოპედი სტომატოლოგებისთვის 🎓   საღეჭი კბილების მომზადების ფუნდამენტური ასპექტები:  პროგნოზირებადი შედეგების მიღწევის სტრატეგიები და ტექნიკები პირდპირი და არაპირდაპირი რესტავრაციებისათვის   თერაპიული ნაწილი რესტავრაციული მასალების სწორი შერჩევა – როგორ შევარჩიოთ მასალები საჭირო მახასიათებლების მიხედვით და საიზოლაციო სისტემების სწორად გამოყენების უპირატესობები. კონტაქტების და პროქსიმალური ფორმების აღდგენა – ამ მოდულში თქვენ…

მულტიდისციპლინური სტომატოლოგია | 22 თებერვალი

2025 წლის 22 თებერვალს “რადიქსის” ორგანიზებით კონფერენცია “მულტიდისციპლინური სტომატოლოგია” ჩატარდება. კონფერენცია აკრედიტებულია და მინიჭებული აქვს 6 უპგ ქულა.   პროგრამა  09:00 – 09:30 რეგისტრაცია09:30 – 10:00 გახსნა 10:00-11:00 სკოლამდელი ასაკის ბავშვების სტომატოლოგიური მენეჯმენტის თავისებურებები სოფიო სამხარაძე – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 11:00-12:00 თანამედროვე…

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსები სტომატოლოგიაში

რადიქსი და “პირველადი დახმარების ცენტრი“, გთავაზობთ გაიაროთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სტომატოლოგიაში. კურსის მიზანია მსმენელებმა შეიძინონ სხვადასხვა კრიტიკული მდგომარეობის მართვის უნარ-ჩვევები როგორც სტომატოლოგიურ პრაქტიკაში, ისე ზოგადად, უბედური შემთხვევებისას. გაეცნონ ანაფილაქსიის და პროცედურასთან ასოცირებული შფოთვის მკურნალობის საფეხურებს. ტრენინგი ტარდება ფიზიკურ სივრცეში და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, შეფასებებს და უკუკავშირის ფორმებს. პროგრამა გთავაზობთ  ორ სხვადასხვა კურსს:…

თბილისის მე-13 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის პროგრამა და რეგისტრაციის პირობები

2024 წლის 17-18 მაისს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ორგანიზებით,  თბილისის მე-13 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესი გაიმართება. კონგრესს სასტუმრო “პულმანი” უმასპინძლებს. წლევანდელი კონგრესის ფარგლებში, რადიქსი ეცდება მოახდინოს ტრადიციული სამეცნიერო კონფერენციების რეფორმატირება და ნოვაციური მოდელი წარუდგინოს კოლეგებს – შექმნას დინამიური და ინტერაქტიული პლატფორმა სტომატოლოგიაში. სამეცნიერო მოხსენებების ჩვეულებრივი მიდგომის ნაცვლად, კონგრესი ჩატარდება ზედმიწევნით სტრუქტურირებული სესიების ფორმატით, თითოეული სესია (პლენუმი) მასპინძლობს 3-4…