კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „რადიქსის“ ახალგაზრდული კონფერენციის მონაწილეებისთვის ვორქშოპი გაიმართა

  2019 წლის 17 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი „რადიქსის“ ახალგაზრდული კონფერენციის მონაწილეებისთვის ვორქშოპი გაიმართა. ვორქშოპს SavvY-ის პარტნიორი თორნიკე ჩხაიძე უძღვებოდა, რომელმაც კონფერენციის შერჩეულ მონაწილეებს ეფექტური პრეზენტაციის წარდგენის მეთოდები გააცნო, „რადიქსის“ პრეზიდენტმა ლანდა ლურსმანაშვილმა და ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიო გვაზავამ კი მონაწილეებს კონფერენციის პირობები გააცნეს…

ახალგაზრდული ფორუმი 2019 – აბსტრაქტების მიღება დაიწყო!

სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რადიქსი ახალგაზრულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად  აბსტაქტების მიღებას აგრძელებს. კონფერენცია ტრადიციულად თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ტარდება. კონფერენცია გაიმართება 2019 წლის 31 მარტს, სასტუმრო „იოტაში“. 17 მარტს კი ჩატარდება ვორქშოფი ეფექტურ პრეზენტაციაზე, სადაც დასწრება სავალდებულო იქნება იმ 15 მონაწილისათვის, რომლებიც შეირჩევიან აბსტრაქტების საშუალებით. ვორქშოფი ჩატარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც უკვე II წელია…

რადიქსი ახალგაზრდულ კონფერენციაში მონაწილეობის მსურვლთა რეგისტრაციას იწყებს

სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რადიქსი  ახალგაზრდულ კონფერენციაში მონაწილეობის მსურვლთა რეგისტრაციას იწყებს. რადიქსის ყოველწლიურ ღონისძიებს კიდევ ერთი საინტერესო კონფერენცია შეემატა. წელს პირველად რადიქსის და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობით 18 ნოემბერს ერევანში ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდება. მონაწილეობის პირობები მომხსენებლის სტატუსი – სტომატოლოგიური პროფილის რეზიდენტი კონფერენციაზე წარმოდგენილი თემატიკა ნათლად უნდა ასახავდეს: ადამიანის ზოგადი და პირის ღრუს ჯანმრთელობის ურთიერთკავშირს, თანამედროვე…

თბილისის მე-7 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

2017 წლის 28  აპრილს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მიერ ორგანიზებული თბილისის მე-7 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი ჩატარდა. წელს კონგრესს სასუმრო “მილენიუმ ბილთმორმა” უმასპინძლა. კონგრესი “რადიქსის” პრეზიდენტმა ნინო გვასალიამ გახსნა და ორგანიზაციის ახალი საპატიო წევრები გამოავლინა. ტრადიციულად, წევრის შერჩევის კრიტერიუმები მარტივია: უნდა ზრუნავდეს ახალგაზრდა კოლეგების კარიერულ / პროფესიულ განვითარებაზე, მხარში ედგეს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, გამოირჩეოდეს პროფესიონალიზმით, კოლეგიალობითა და ნოვაციების…

ახალგაზრდული ფორუმი | პროგრამა | TIDC 2017

2017 წლის 23 აპრილს თბილისის მე-7 საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სტუდენთა და რეზიდენტთა სამეცნიერო ფორუმი ჩატარდება. წელს პირველად ფორუმში მონაწილეობას ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ. პროგრამა 10:30 გახსნა 11:00 კარიესის პროფილაქტიკის და მგრძნობელობის დამაქვეითებელი საშუალებების გამოყენება სტომატოლოგიაში მომხსენებელი: ნანა გორდეზიანი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი ხელმძღვანელი: მაია წიკლაური, ალბიუსის  სტომატოლოგიური აკადემიის   რეზიდენტურის…

ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმი

სამეცნიერო  კვლევითი ცენტრი რადიქსი  ახალგაზრდულ ფორუმზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. ყოველწლიურად, თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში, სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია / კონფერენცია ტარდება. ამ წლის ახალგზარდული ღონისძიება ფორმატს შეიცვლის, სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია ორ ნაწლად გაიყოფა. პირველი დღე მოხსენებებს დაეთმობა, მონაწილეები წინასწარ შერჩეული და დამუშავებული თემებით წარსდგებიან აუდიტორიის წინაშე. ხოლო მეორე დღეს ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდება, რომელიც…

კონფერენცია: საზოგადოების ჯანმრთელობის რისკები და მათი მართვა

2016 წლის 16 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პირველი სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა სკოლის 10 წლის იუბილეს. სკოლის დირექტორის, თამარ ლობჟანიძის, მიერ წარმოდგენილ იქნა სკოლის შექმნის საწყისები, პროგრესი და განვითარების სტრატეგიები. სკოლა უწყვეტად ანვითარებს ჯანდაცვის მენეჯმენტის, საექთნო საქმის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამებს საერთაშორისო კოლაბორაციაში. გაკეთდა ინგლისურენოვანი სამეცნიერო…

TIDC 2016 | სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია

თბილისის მე-6 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში, ტრადიციულად, სტუდენტებისა და რეზიდენტების კონფერენცია ჩატარდება. კონფერენცია 10 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.  პროგრამა 10:00 11:00 რეგისტრაცია 11:00 “მედიკამენტებით გამოწვეული ქსეროსტომია”  ანა კუპრეიშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი. ხელმძღვანელი – თეა ნაცვლიშვილი, ქირურგი- პაროდონტოლოგი, “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი 11:10 “ყბების ტოქსიკური ოსტეომიელი, როგორც შედეგი კუსტარულად სინთეზირებული ნარკოტიკული ნივთიერების…

სტუდენტებისა და რეზიდენტების სამეცნიერო კონფერენცია | ანონსი

ყოველწლიურად, თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფაგლებში, სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია / კონფერენცია ტარდება. სექციის მიზანს, ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო მუშაობის მოტივაციის შექმნა/წახალისება წარმოადგენს. სექციაში მონაწილეობა შეუძლია სამეცნიერო კვლევითი ცენტრ რადიქსის წევრ სტუდენტებს, რეზიდენტებს. სექციას ხელმძღვანელობს ორგანიზაციაში ახლადდაარსებული ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტი. იხილეთ მონაწილეობის პირობები: ახალგაზრდული-2016 იხილეთ  აბსტარქტის ფორმატი შევსებული ფორმა გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: tidcyouth@gmail.com

TIDC 2015 | სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია | პროგრამა

ყოველწლიურად, თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფაგლებში, სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია / კონფერენცია ტარდება.April 30th, 2015 SRC Radix’s Young Leader’s Department will organize the scientific conference for dental students, residents and PhD students